კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (105)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

მოხდა ის, რაც მოხდა

 
როგორ ხდება, რომ ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდებით იმ ადამიანის გვერდით (ზოგჯერ მის ლოგინშიც), რომელთან სიახლოვეს ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენდით. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანების 67 პროცენტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ახლობელთან ინტიმური ურთიერთობის სურვილს. რა უბიძგებთ მათ ამისკენ? რატომ უნდა მოგინდეს გადალახო ზღვარი, რომელიც ჩვეულებრივ მეგობრობასა და სექსუალურ პარტნიორობას შორისაა? მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს და ერთმანეთისგან განსხვავებულიც, მაგრამ არსებობს რამდენიმე საერთო ფაქტორი:

* სულიერი სითბოს დეფიციტი. ზოგჯერ თავს ისე მარტო გრძნობ, ისე ეულად, რომ საღი აზრი ემოციასთან ჭიდილში მარცხდება. განსაკუთრებით, როცა ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორისგან სიყვარულში მარცხი განიცადა. ადამიანები ელტვიან სითბოს, სიყვარულს, სიახლოვეს და ამაში გასაკვირი არაფერია.

* სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა ადამიანში არსებობს სექსის მოთხოვნილების მძაფრი სურვილი, რომელსაც გონება ახშობს, მაგრამ ზოგჯერ მოსალოდნელია აფეთქება და, ამ აფეთქებას, შესაძლოა, ლოგიკური შედეგიც მოჰყვეს. მეგობრობა – მეგობრობად, მაგრამ ხანდახან სექსიც საჭიროა.

* გაგიკვირდებათ, მაგრამ შემთხვევითი რომანი ზოგჯერ შეიძლება ინტერესმაც გამოიწვიოს. დიახ, ცნობისმოყვარეობამ. ეს გრძნობა საკმაოდ ძლიერია და მაპროვოცირებელი. თავი კი არა, შეიძლება სხვა რამეც დაგაკარგვინოთ.

* აუცილებელია, იფიქროთ იმ შედეგებზე, რომელიც, შესაძლოა, მოჰყვეს შემთხვევით კავშირს, მაგრამ თუ მოსახდენი მაინც მოხდება, მარტო მას ნუ დაადანაშაულებთ. სჯობს აღიაროთ, რომ ლომის წილი ამაში თქვენც მიგიძღვოდათ.


скачать dle 11.3