კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

სიყვარული გაგრძელებებით...


ზოგჯერ კარგი მეგობრებისგან მშვენიერი ოჯახური წყვილი გამოდის. მამაკაცები კი ამბობენ, რომ ქალი-მეგობარი ქალი არ არის და მას სქესი არ აქვს, მაგრამ არც ასეა საქმე. თუ თქვენ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ „შემთხვევით“ ის ადამიანი ჩაგივარდათ გულში, რომელთანაც წლების განმავლობაში მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებდათ, სევდას ნუ მიეცემით. იმოქმედეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ სიყვარულის ისტორიას პლუსებთან ერთად მინუსებიც ექნება.

ჯერ პლუსებზე მოგახსენებთ:

* პირველი პაემნებისა და ურთიერთობების პრობლემები თქვენ არ გელით. ეს ბარიერი გადალახული გაქვთ. წარმოიდგინეთ, რამდენ ნერვიულობას ასცდებით;

* მან ზუსტად იცის, რა გიყვართ, რა არ გიყვართ; რაზე ბრაზდებით და რა გახარებთ... ერთი სიტყვით, შესწავლილი აქვს თქვენი ხასიათი, ანუ შეგუება-შეჩვევის პრობლემა მოხსნილია;

* შენც ხომ კარგად იცი, რა ნაკლი და რა ღირსებები აქვს შენს რჩეულს. ამიტომ არც იმედგაცრუება გელის. ხომ მაგარია?! ისე კი, საშინელებაა, როცა შეყვარებული უფლისწული გგონია და ხელში მათხოვარი შეგრჩება.

* უკვე გყავთ საერთო მეგობრები. ალბათ, ერთი ჰობიც გაქვთ. საერთო ინტერესებზე აღარაფერს ვამბობთ. ერთი სიტყვით, კარგია!

ახლა მინუსები:

* თუ ერთად ცხოვრება არ გამოგივათ, მარტო ქმარს კი არა, კარგ მეგობარსაც დაკარგავთ;

* რომანტიკული მოულოდნელობები, თქვენს შემთხვევაში, თითქმის გამორიცხულია. ეს ურთიერთობას ცოტათი მოსაწყენს ხდის. შეეგუეთ იმასაც, რომ სიურპრიზებითაც არავინ გაგანებივრებით. მეგობრებში ასეთი რაღაც „არ მოსულა“. თქვენ ხომ აქედან დაიწყეთ.


скачать dle 11.3