კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: 18 წლის ბიჭს აქვს სკლეროდერმია. როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ან რომელ ექიმს გვირჩევთ?

პასუხი: სკლეროდერმია  შემაერთებელი ქსოვილის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც  შემაერთებელ ქსოვილთან (კანი, სახსრები) ერთად აზიანებს ზოგიერთ შინაგან ორგანოსაც (საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, განსაკუთრებით – საყლაპავი, ფილტვები, გული, თირკმელები). არსებობს სკლეროდერმიის რამდენიმე სახეობა. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. დიაგნოსტიკა, ძირითადად, რევმატოლოგიის ცენტრში ხდება.

კითხვა: ჩემს შვილს (7 თვის და 23 დღის) ამოუვიდა 2 ზედა ეშვი, საჭრელი კბილების ნაცვლად. ეს პათოლოგიაა?

პასუხი: არ ინერვიულოთ, ეს ნორმის ვარიანტია, არცთუ ისე ხშირი.

კითხვა: ვარ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სიმაღლე – 185 სანტიმეტრი, წონა – 65 კილოგრამი. მაქვს ნეფროპტოზი (თირკმელები 10 სანტიმეტრით არის დაწეული), სქოლიოზი – პირველი ხარისხის და ბრტყელტერფიანობა – მესამე ხარისხი. ძალიან მინდა კუნთოვანი მასის მომატება. სპორტის რა სახეობას მირჩევთ?

პასუხი: ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მიზანშეწონილი და უსაფრთხო იქნება ცურვა.

კითხვა: შეიძლება თუ არა მენსტრუაციის შემდეგ, პირველივე დღეებში დაორსულება?

პასუხი: არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც მენსტრუაციის დროსაც კი დაორსულებულან. ასე რომ, თქვენს შემთხვევაში, პასუხი არის – შეიძლება.

კითხვა: მაისში,  გარე ორსულობის გამო ამომკვეთეს მარცხენა მილი. როდისთვის შეიძლება ორსულობის დაგეგმვა და შესაძლოა თუ არა, შემთხვევით დავორსულდე თუ თავს არ დავიცავ?

პასუხი: ორსულობის დაგეგმვა შეიძლება ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ. თუ თავს არ დაიცავთ, დაორსულება ახლაც არ არის გამორიცხული.

კითხვა: დამიდგინეს გარე ორსულობა, სისხლი დუგლასის ფოსოში (ექოსკოპიურად). მილი გახეთქილი არ არის. როგორ მოხვდა სისხლი მუცლის ღრუში და, შეიძლება თუ არა, გადავრჩე მილის ამოკვეთას?

პასუხი: გარე ორსულობის დროს სისხლის მოხვედრა მუცლის ღრუში შესაძლებელია როგორც მილის გახეთქვისას, ასევე მილისმიერი აბორტის დროს (მილში სანაყოფე კვერცხის ჩამოშლისას). მილის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ განვითარებადი გარე ორსულობის დროს, ანუ, სისხლდენის დაწყებამდე.

 

скачать dle 11.3