კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები

 

კირილე იერუსალიმელი ამბობს: „სიცრუის მამა, ტყუილითა და სიცრუით ისე მოაჩვენებს ადამიანებს თავს, თითქოს აღმდგარ მიცვალებულს ხედავდნენ, მაშინ, როცა იგი არ იქნება აღმდგარი: თითქოს ხედავდნენ კოჭლთ მოსიარულეებად, ბრმებს – თვალახელილებად, მაშინ, როცა განკურნება არ იქნება.”

ეფრემ ასური: „ანტიქრისტე უბრძანებს მთას, ზღვის ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდეს, და მაყურებელს მოეჩვენება, რომ მთა მოდის, სინამდვილეში კი ძირი ოდნავადაც არ შეერყევა.”

ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ვერ მოისაზრებენ ადამიანები... რომ ეს არის ამაზრზენი, ყოვლადბოროტი, აზრს მოკლებული სახიობა, ძალისხმევა მიმართული გასაკვირვებლად, შესაცბუნებლად, თავდავიწყებაში ჩასაგდებად, ცარიელი, სულელური, მაგრამ მდიდრული ეფექტის მომხიბვლელობით შესაცდენად.

ანტიქრისტეს სასწაულებისთვის სრულიად გულგრილად შეხედვაც კი არ იქნება მიზანშეწონილი.

ყველა დემონურ განცხადებას აქვს ის თვისება, რომ მათ მიმართ თუნდაც უმნიშვნელო ყურადღების მიპყრობა, საშიშია. მხოლოდ ერთი ყურადღების მიპყრობისგანაც კი, რომელშიც არა  არის ამ ხილვისადმი არავითარი თანაგრძნობა, შეიძლება დაგვრჩეს ძალიან საშიში და საზიანო შთაბეჭდილება, ჩავვარდეთ მძიმე ცოდვაში.”

დეკანოზი ბორისი: „ანტიქრისტეს ყველა ცდას – მოძღვრებასა და გენიალური მოაზროვნის დიდებას, ყალბ სასწაულებსა და ფარისევლურ მოჩვენებით ცხოვრებას – ერთი მიზანი ექნება: ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება მსოფლიოს ხალხებზე.”

დეკანოზი ამბროსი: „ანტიქრისტე კაცობრიობას დაატყვევებს იმავე ხერხით, რა ხერხიც გამოიყენა სატანამ, როცა თვით უფალს გამოსცდიდა (იხ. მათე: IV, 3)... ადამიანთა მატერიალური სულით აღზრდა ანტიქრისტეს განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიანიჭებს, ვინაიდან არსებობის ყველა საშუალება მის ხელში იქნება. თავის სიმდიდრეს ის გულუხვად გასცემს, ოღონდ, მხოლოდ თავის მიმდევრებზე, და ადამიანი, ვისაც არ შეეძლება თავის შეკავება, ვისაც არ აღმოაჩნდება სულიერი სიმტკიცე და პრინციპულობა, იძულებული გახდება, მას დაემორჩილოს.”

არქიეპისკოპოსი ამბერკი: „საშინელი იქნება უკანასკნელ ჟამს მოვლენილი განსაცდელი. სულ უფრო და უფრო იმძლავრებს მზაკვრობა, ცბიერება, ფარისევლობა, მოძალადისა და მდევნელის (იგულისხმება ანტიქრისტე). ცრუ-სასწაულები, რათა შეაცდინოს და აცდუნოს ჭეშმარიტი ქრისტიანები... მომრავლდებიან კაცნი განდგომილნი ღმერთისგან, რომელნიც თავს ქრისტიანებად გამოაცხადებენ და გარეგნულადაც ასე გამოჩნდებიან, რის გამოც უფრო მოხერხებულად დაუწყებენ დევნას ჭეშმარიტ ქრისტიანებს.”

 

скачать dle 11.3