კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვითომ ხელმისაწვდომი

რის გამჭვირვალე, რა გამჭვირვალე?!

 

რაკი ისე მოხდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ სულ რეიტინგები დაგვებედა (თან, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ისეთი წყალწაღებულები ვიყავით, იმასთან შედარებით, უფრო მაგრადაც კი გვაწვიმს, ვიდრე გვაქუხებს), არც გასული კვირა ყოფილა გამონაკლისი. ქართულმა ელმედიამ გვამცნო, რომ საქართველო 80-თა შორის ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა (მხოლოდ ახალმა ზელანდიამ გადაგვისწრო), ნუ იტყვით და, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ დიდად საჭირბოროტო კვლევის (საჭირბოროტოსი, ვინაიდან, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით: რა ინფორმაციის მოპოვება და რა მთვარეზე ოცნების კოშკის აგება) შედეგები დემოკრატიისა და კანონის ცენტრმა გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ჩაუტარებია იმის გასარკვევად, რამდენად დროულად და სრულყოფილად გასცემენ საბიუჯეტო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციას. კამპანიას მეტად ამაღელვებელი და საშური სახელი ერქვა: „დაუსვი შენს მთავრობას ექვსი კითხვა“. რაც მთავარია, თურმე, საბიუჯეტო დაწესებულებებს არც კი სცოდნიათ, რომ ამ კითხვარს სარეიტინგო კვლევისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ ბიუროკრატებს შეჰფერით, თურმე, ისეთი ოპერატიულობითა და ამომწურაობით მიუწოდებიათ ინფორმაცია კითხვების დამსმელთათვის, რომ, როგორც კვლევა მოწმობს, მსოფლიოში მეორე ადგილისთვისაც გამოუკრავთ ხელი.

რეიტინგი რეიტინგად, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ქართველი ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მოპოვების სირთულეს უჩივიან (პირადად მეც), სამინისტროების პრეს-მდივნებს კი, ძირითადად, მეხამრიდის ფუნქცია აქვთ (ნებისმიერი საშუალებით არ დაგაკავშირონ სამინისტროების პირველ პირებს) და, რაც მთავარია, ოფიციალურ წერილებს ან საერთოდ არ პასუხობენ, ან ზედაპირულად და ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილ პასუხებს გზავნიან, ჩნდება ეჭვი, რომ, შესაძლოა, სამინისტროებმა, მართლაც, არ იცოდნენ, რომ სარეიტინგო კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ, იმას კი მიხვდნენ, რომ კითხვებს საერთაშორისო ორგანიზაციები სვამდნენ (რომლებსაც ეს ინფორმაცია ჩინოვნიკების ზეპირსიტყვიერებასთან შესადარებლად არ სჭირდებოდათ). ასე რომ, თვით ოცდამეერთე საუკუნეშიც კი აქტუალურია შეგონება: „ამად ვწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რაცა ელავს“ და, როგორც ჩანს, განსაკუთრებით, როცა საქმე რეიტინგებს ეხება! 

 

скачать dle 11.3