კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომლოდინე „კბილები“

„სად არის გრიშა?!“

 

გასულ კვირას რფ-ს ჯერ კიდევ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რფ-ელ ახალგაზრდებს შეხვდა (თუმცა, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ახალგაზრდებთან შეხვედრა-გასაუბრების ტრადიცია საქართველოს პრეზიდენტმა გადმოიღო რუსი კოლეგისგან, პირიქით, რფ-ს პრეზიდენტმა გადაიღო ქართველი კოლეგისგან თუ ყველანი საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, დევიზით: „ლენინს უყვარდა ბავშვები!“). ეს შეხვედრა ჩვენთვის დიდად საინტერესოც არ იქნებოდა, რომ არა ერთი „მაგრამ“: ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოსთვის მადლობა გადაუხადა. რფ-ის პრეზიდენტმა მადლობა არა მხოლოდ შეიფერა (და მერე რა, რომ ისე გამოვიდა, თითქოს ქართველებზე ეთნოწმენდა ალალია), არამედ, მომავალიც დაიბევა და განაცხადა, რომ თუ ჩვენ, ქართველები, არ „დავაყენებთ“, კბილებში მოგვხვდება (ალბათ, ცალკე მსჯელობის საგანია, რატომ იზიდავთ რფ-ელ პირველკაცებს ქართველების, თანაც მამრობითი სქესის ქართველების აღნაგობაში, მაინცდამაინც წელს ქვემოთ განლაგებული ორგანოები). ბუნებრივია, ამ პასუხმა რუსი ახალგაზრდების ოვაცია გამოიწვია. თუმცა, ჯერჯერობით დუმს ქართული პოლიტელიტა (და, არ მგონია, მაინცდამაინც, იმ პათოსით – დუმილი რეკავსო). დუმს ხალხის რჩეული აკაკი ბობოხიძეც, რომელსაც თავი გარტყმა-გამორტყმაშიც არაერთხელ გამოუჩენია და, რაც მთავარია, რომელმაც დაიქადნა, სამშობლოს აუგად მომხსენიებელს, სადაც მისწვდება, იქ დაუჟეჟავს ცხვირ-პირს. ხოლო, რაკი ამ ეტაპზე მედვედევისთვის ბუზიც კი არავის აუფრენია, ვითომ  ბ-ნი ბობოხიძის პათოსი ასეთია: ურტყამს პეტრეს, გულისხმობს დიმიტრის?!

P. S. სახლში დაბრუნებულ ქმარს ცოლი ლოგინში დახვდა. საზრიანი უცბად ჩასწვდა საქმის არსს და ცოლის საყვარელს დაუწყო ძებნა. კარადაში ერთ ჩია ტანის კაცს მიაგნო, რომელიც გრიშად გაეცნო. ერთი კარგად მიჟეჟა და გამოაგდო. მეორედაც იგივე განმეორდა. მესამედ ქმარი პირდაპირ კარადას ეცა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ჩია გრიშას ნაცვლად, ამჯერად ახოვანი მამაკაცი დახვდა. საზრიანი ქმარი არ დაიბნა და იმედგაცრუებულმა იკითხა: „სად არის გრიშა“?!

 

скачать dle 11.3