კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიკუს გზა

ანუ „მისურვეთ წარმატება“

 

ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ, რამ გაუჩინა ქართველ ლეიბორისტთა ლიდერს კიკუს ასოციაცია: საკუთარმა, ოღონდ, აწ უკვე ყოფილმა თანაპარტიელმა, ქ-ნმა კირთაძემ (რომელმაც ლეიბორისტთა რიგები შეუთავსებლობის გამო დატოვა, ბუნებრივია, იგულისხმება პოლიტიკური შეუთავსებლობა ბ-ნი ივანიშვილის პიროვნებისადმი დამოკიდებულების კუთხით) თუ ვინმე სხვამ, მაგრამ, ფაქტია, რომ სტაჟიანმა ენაკვიმატმა ბ-ნმა ნათელაშვილმა ბრძანა: „დღეს ნარიყალას გზაზე „სოროსი-2-თან“, ივანიშვილთან, ფულის საშოვნელად შემდგარი კიკუების რეპერტუარში შალვა ნათელაშვილისა და „ლეიბორისტების“ ლანძღვა კვლავ საპატიო ადგილს იკავებს.“ რაკი სიტყვამ მოიტანა (ანუ, კიკუ ახსენეს), ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მოხერხებული ლეიბორისტები იქით – საპარლამენტო ხელფასებს იღებენ (თან ისე, რომ „ბოიკოტში არიან“), აქეთ  – საბიუჯეტო დაფინანსებას (იმიტომ რომ, ბარიერი ბოლო საპარლამენტო არჩევნებშიც გადალახეს და, საერთოდაც, არაერთხელ გადულახავთ), რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ „ხუთ მანეთად გახდის“ ტექნოლოგია ისე დახვეწეს (გაშიშვლებამ აზრი დაკარგა), რომ, ფოთის პოლიცმაისტერი კარგა ხანია, ჩამოიტოვეს. თუმცა აქაც არის ერთი „მაგრამ“: ამ ლოგიკით, რაკი არცთუ დიდი ხნის წინათ თავად ლეიბორისტები აყენებდნენ ბ-ნი ივანიშვილის კანდიდატურას ქვეყნის პირველი პირის პოსტზე, იბადება რიტორიკული კითხვა: თავად კიკუს გზა უკვე გაიარეს?!

ასეა თუ ისე, ბ-ნი ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ „2003 წელს სააკაშვილის ფეხისმლოკველთა წარმატების მთავარი საფუძველი შალვა ნათელაშვილის ლანძღვა იყო. ისტორია მეორდება.“ ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2003 წლამდე ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმის წყალობით გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომ მას ეს ადგილი იმავე საკრებულოში უმრავლესობით გასულმა „ლეიბორისტებმა“ დაუთმეს, ჩნდება ეჭვი, რომ ამ კონკრეტულ განცხადებასაც საკუთარი გამოცდილების სუნი უდის.

ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა ბ-ნი ივანიშვილი ბ-ნი ნათელაშვილის მოწოდებას, სამმაგი პრემიით დააჯილდოოს „ლეიბორისტთა“ გამკრიტიკებლები, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ყოფილი ლეიბორისტი, ქ-ნი კირთაძე ივანიშვილის მიწვევას ელის (ჟურნალისტებს ისიც კი სთხოვა, წარმატება მისურვეთო). თუმცა, ალბათ, მაინც ჯობდა, დაეკონკრეტებინა, წარმატებას რაში ელის: „სამმაგ პრემიაში“ თუ პროფესორულ საქმიანობაში (როგორც გვითხრა, ღვწას პროფესორის რანგში განვაგრძობო)?!

 

скачать dle 11.3