კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ისჯება ადამიანი კოსმოსურად და რომელ დღეებში იმატებს ავია და ავტოკატასტროფები

ამქვეყნად შემთხვევით და უცაბედად არაფერი ხდება. კოსმოსში ყველაფერი იგზავნება დედამიწიდან და ეს კანონზომიერია. ვარსკვლავებს კი, პირდაპირი კავშირი აქვთ კონფლიქტებთან, ავტოკატასტროფებთან, ავადმყოფობებთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ასე შემდეგ. ასე რომ, რაც ჩვენს თავს ხდება, ეს ყველაფერი კანონზომიერია.
არსებობს მთვარის სატანური დღეებიც. ამ დღეებში მოზღვავებულია შავი ძალების გავლენა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს სხვადასხვა სახის ტრავმებს, კატასტროფებსა და ავარიებს. ეს დღეებია ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე და ოცდამეცხრე დღეები. ამ დროს კოსმოსიდან მოდის დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის დიდი ნაკადი და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და გარკვეული ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვექვემდებარებით სხვადასხვა სეზონურ ცვლილებასა და პლანეტარულ ზემოქმედებას, მაინც არ მივეკუთვნებით აბსოლუტურად განპირობებულ ქმნილებებს, რადგან მხოლოდ ჩვენს ხელშია შესაძლებლობები, რაც, შეიძლება, გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბუნებისა და კოსმოსის კანონზომიერებათა შესწავლა.
ერთი თვის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციებს სხვა პლანეტებთან მიმართებაში. მაგალითად, როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან უარყოფით, დაძაბულ ასპექტს მარსთან, სატურნთან ან ურანთან, ეს მოქმედებს საჰაერო მოგზაურობასა და მოძრაობაზე. ამ პერიოდში მაღალი ალბათობაა იმისა, რომ უსიამოვნებები შეიქმნას ავია და ავტოტრანსპორტით მგზავრობისას. ამას თუ ემატება ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რთულდება და, შესაბამისად, რისკიც იზრდება. სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს სტატისტიკურად მკვლელობების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მაჩვენებელი.
ადამიანის კოსმიური დასჯა ყოველთვის არის გარკვეული სიგნალი. ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ასტროლოგიასა და ვარსკვლავებთან, მათ მდებარეობასთან და ასე შემდეგ. ასევე, ყველა ადამიანს გარს აკრავს ენერგოინფორმაციული აურა, რომელიც შედგება გარკვეული მუხტისგან. ეს მუხტი შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. როცა ერთად იმყოფება რამდენიმე ადამიანი და მგზავრობს, ცხადია, ხდება მათი მუხტების, ანუ აურის შეგროვება და შეჯამება. თუ ამას დაემთხვა უარყოფითი დღე, ანუ ახალმთვარეობა, ან მარსის, ან სატურნის 90-გრადუსიანი კვადრატული დამოკიდებულებით ერთმანეთთან, მაშინ მაღალია კატასტროფის რისკი. ასეთ დროს კი, შესაძლოა, დაიღუპოს ბევრი და გადარჩეს ერთი ანუ ის, ვისი აურაც ამ პერიოდისთვის დადებითია და არ შეესაბამება იმ მძიმე ენერგეტიკულ ფონს. ამ დროს ამ კონკრეტული ადამიანის მფარველი ანგელოზი იწყებს გააქტიურებას. თუმცა, ის, რომ კატასტროფა ამ ადამიანს კოსმოსიდან მაინც დაატყდა, იმის მანიშნებელია, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს და აუცილებელია, დედამიწაზე კოსმოსური ვალი მოიხადოს, ცხოვრებაში შეცვალოს რაღაც დეტალები. ეს ადამიანი უკვე მოხვდა ასეთ ჯგუფში, რაც ნიშნავს, რომ განგებამ ასეთი სასიკეთო და „მსუბუქი“ სასჯელით მიანიშნა იმაზე, რომ ცვლილებები მისთვის გარდაუვალია, რათა შემდგომში უარესად არ დაისაჯოს.

скачать dle 11.3