კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსნა დაკარგულმა განძმა ლტოლვილების ოჯახი უსახსრობისგან


ოქროს ჯაჭვი

გორის ავტოინსპექციიდან აფხაზეთში გადამიყვანეს, დამაწინაურეს და ამ ულამაზეს მხარეში თითქმის 20 წელი ვიმუშავე. ცოდვა გამხელილი ჯობს და საკმაოდ კარგადაც ვშოულობდი ფულს. იქვე დავოჯახდი და პირველი ვაჟი რომ შემეძინა, მეუღლემ მითხრა:

– ჩვენი ბიჭის ყოველ დაბადების დღეზე, 50 გრამი ოქრო უნდა ვიყიდო, გადავადნობინო, მისგან ერთი ჯაჭვის რგოლი გავაკეთებინო და 20 წლის რომ შესრულდება და ცოლის მოყვანის დრო მოუვა, ერთკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი ექნებაო.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ცოლის სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ფორმალურად დავეთანხმე და ეს ამბავი მხოლოდ 15 წლის მერე გამახსენდა, როდესაც კარადაში ჩემს სამხედრო ბილეთს ვეძებდი და თხუთმეტრგოლიანი ოქროს ჯაჭვი ვიპოვე, რომელიც 750 გრამ ბაჯაღლოსგან იყო ასხმული. ცოლს რომ ვკითხე, მან ის ძველი ამბავი გამახსენა და კვლავ თავის ადგილზე შეინახა. ორი წლის მერე, როდესაც პერესტროიკა და ქვეყანაში იმპორტული მანქანების მასობრივი შემოდინება დაიწყო, მე „მერსედესის“ ყიდვა მოვინდომე. გამყიდველმა ვალუტა ან ოქრო მომთხოვა, რადგან მანეთი ნელ-ნელა უფასურდებოდა. ვალუტა არ მქონდა და სწორედ მაშინ გამახსენდა ოქროს ჯაჭვი, რომელსაც უკვე 17 რგოლი ჰქონდა და 850 გრამს იწონიდა. ჯაჭვს ხელი დავავლე, რომ მისი ნაწილი „მერსედესში“ გამეცვალა. მაგრამ ცოლმა სულზე მომისწრო, ჯაჭვი არ დამანება და გადამალა. მას მერე 3 წელი გავიდა, აფხაზეთში ომი დაიწყო. მე ცოლ-შვილი გამოვხიზნე და საომრად დავრჩი. ხოლო სოხუმის დაცემის მერე თავადაც გამოვედი და ცოლ-შვილს შევუერთდი, რომლებიც ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ერთხელ ჯაჭვი მოვიკითხე, მაგრამ ცოლმა ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– სოხუმში დარჩა და წამოღება ვერ მოვასწარიო.

სხვათა შორის სოხუმში ექვსოთახიანი ბინა და მდიდრული ავეჯი დამრჩა, რომლებიც შეგნებულად არ წამოვიღე, რადგან მაშინ ხალხისთვის არ იყო მანქანაში ადგილი და ავეჯს რა სინდისით წამოვიღებდი.

ერთხელ მე და ჩემი ცოლი ერთი თბილისელის ოჯახში ვიყავით დაბადების დღეზე და სანამ სუფრაზე დავსხდებოდით, ცოლი შემომიჩნდა:

– პარმენ, ეს „სტენკა“ ჩვენია. არ გახსოვს, სოხუმში, „ზალაში“ რომ გვედგა ყავისფერი „სტენკაო“?

– მახსოვს, მაგრამ ეს ხომ თეთრია-მეთქი, – ვუთხარი ცოლს, რომელიც თავს მაბეზრებდა და იმეორებდა.

– ჩვენია, ჩვენი. როგორც ეტყობა, ახალმა პატრონმა თეთრად შეღებაო.

მოკლედ ვერ ვაჩერებდი და ბოლოს გაბრაზებულმა ჩავჩურჩულე:

– ჩუმად, ქალო, თავი არ მომჭრა და ენა ჩაიგდე-მეთქი.

იმან კი ცინიკურად ჩაიცინა და სტუმრები რომ წავიდ-წამოვიდნენ, ოჯახის დიასახლისს უთხრა, რომ თეთრი „სტენკა“ მისი იყო. შემდეგ „სტენკის“ მარცხენა კუთხე გამოსწია, სკამზე შედგა, სქელი კარდონი დანით ააძრო და ოცრგოლიანი ერთ კილოგრამი ოქროს ჯაჭვი გამოაძვრინა, რომელსაც ის 20 წელი აწყობდა. ყველანი გაშრნენ, ჩემმა ცოლმა კი მედიდურად გადმომხედა, მასპინძლებს ბოდიში მოუხადა და წამოვედით... ეს მოხდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში და სწორედ იმ გაყიდული ჯაჭვის ფულით ვიყიდე ბინა და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე.



პოლკოვნიკ პარმენ მონიავას ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3