კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2

ფარული მბრძანებელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-44(462)


შულცმანმა სული მოითქვა და საყვედურით თქვა:

– რა ხალხი ხართ! ჟიმაობას არ მაცლით და ერთგულებისთვის პირქვე მკიდებთ!

– ბოდიში, ფრანც, მაგრამ, რომ არ შეგვემოწმებინე, არ შეიძლებოდა. ახლა კი დავრწმუნდით, რომ სუფთა ხარ და გისმენთ, – უთხრა შულცმანს რამაზმა.

– პირველი დღე ხომ არაა, რაც მიცნობ! რაც ჩვენ ერთად გადაგვხდენია წლების წინ... – სინანულით თქვა ფრანცმა და სიშიშვლე რომ დაეფარა, უნიფორმის გაზეთილი შარვალი ამოიცვა, რომელიც ტომარასავით ჩამოეკიდა ტანზე.

ამ სანახაობამ რამაზი გაამხიარულა, გულიანად გადაიხარხარა, ძველ მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი და შემრიგებლურად უთხრა:

– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. დაივიწყე, რაც მოხდა და ყველაფერი დაწვრილებით მოყევი. ამ წყენას დათრეული ოქროს სიხარული დაგავიწყებს. აბა, გისმენთ!

– მოკლედ, ასეა საქმე: ბაბუაჩემი, ფრანც შულცმანი, „ესესის“ ზონდერჯგუფის იმ ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელსაც რუსეთში ნაძარცვი ოქროულობის ბერლინში ჩატანა უნდა უზრუნველეყო. ათი ტონა ოქრო კენინგსბერგის საიდუმლო საცავში იყო შენახული და როცა მისი ტრანსპორტირების ბრძანება მოსულა ბერლინიდან, ბაბუაჩემს თავისი ხელქვეითები გაუფრთხილებია, რომ მომზადებულიყვნენ და სპეციალური კატარღა გაემზადებინათ ოქროს წასაღებად. სანახში ათასი ცალი 10-10-კილოგრამიანი ზოდი იყო შენახული, რომლებიც ორმოცდაათ ყუთში იყო გადანაწილებული. თითოეულში ოც-ოცი ზოდი ელაგა და 200-200 კილოგრამს იწონიდა.

ამ ინფორმაციის გაგონებაზე ჰამომ დაუსტვინა:

– ზიდეს და ზიდეს ამ ბოზებმა ჩვენი ოქრო!

შულცმანი ვერ მიხვდა ჰამოს სიტყვების აზრს და ჰკითხა:

– რა თქვენი ოქრო?

– გერმანია საბჭოთა კავშირს ეომებოდა. ადრე საქართველოც ამ ქვეყნის წევრი იყო და იმ ოქროში ჩვენი წილიც იყო, – აუხსნა ჰამომ.

– გასაგებია, – თავი დააქნია შულცმანმა, – მოკლედ, დილისთვის ყველაფერი მზად იყო და ჯარისკაცებს ერთი საათის განმავლობაში ოქრო სანახიდან კატარღაზე უნდა გადაეტანათ, დილის 5 საათზე კი კატარღას ბალტიის ზღვაში უნდა შეეცურა, მაგრამ რუსებს ელვისებური შეტევა დაუწყიათ კენინსბერგზე და ბაბუაჩემის ქვედანაყოფი ბრძოლაში ჩაბმულა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცკაციანი რაზმიდან მხოლოდ ბაბუაჩემი და ერთი რიგითი, ვინმე მიულერი გადარჩენილან ცოცხლები. მიულერი დაჭრილი ყოფილა და ბაბუას საკუთარი მხრებით დიდი რისკის ფასად გამოუყვანია ცეცხლის ხაზიდან.

– მაგარი ბაბუა გყოლია, – თავი დააქნია ჰამომ, – ბაბუაჩემიც მაგ ომში იბრძოდა.

– ბაბუაჩემიც, – დაამატა რამაზმა.

– ჰოდა, – განაგრძო ფრანცმა, – ბაბუაჩემი და ის მიულერი ნანგრევებს შეეფარნენ. ბაბუამ მას ჭრილობა შეუხვია, თავისი ულუფა გაუყო და სამი დღის განმავლობაში ცხვირი არ გაუყვიათ ქალაქში, სადაც უკვე რუსები დათარეშობდნენ. მეოთხე დღეს, იმ შენობაში, სადაც ბაბუაჩემი და მიულერი იმალებოდნენ, რუსი ჯარისკაცების ჯგუფი შესულა, მაგრამ სამალავი ვერ აღმოუჩენიათ და უკვე მიდიოდნენ, მაგრამ შეშინებულ და მშიერ მიულერს ყვირილი აუტეხავს, რუსების ყურადღება მიუპყრია და ორივე ტყვედ აუყვანიათ.

– ნაბოზარი მიულერი! – ბრაზით თქვა ჰამომ.

– ბაბუაჩემიც ამას ამბობდა, – თავი დააქნია ფრანცმა, – მაგრამ ჯერ სად ხარ, ნაბოზრობა შენ ახლა ნახე.

– კიდევ რა ქნა? – იკითხა რამაზმა.

– მოკლედ, დატყვევებულები შტაბში მიუყვანიათ და მიულერს უთქვამს, ვინ იყვნენ, სად მსახურობდნენ და რა წოდებები ჰქონდათ. „ესესელებს“ რუსები განსაკუთრებით მკაცრად ეპყრობოდნენ და ორივე დასახვრეტად გაუყვანიათ. მაშინ მიულერს ყვირილი აუტეხავს და უთქვამს, რომ თუ არ დახვრეტდნენ, დიდ საიდუმლოს იტყოდა.

– ოქროს შესახებ, არა? – ჩაეკითხა ჰამო.

– დიახ, ოქროს შესახებ, – დაუდასტურა ფრანცმა, – მოკლედ, მიულერს ყველაფერი მოუყოლია. ყველაზე უფროს რუსს კი ოქროს სანახის ჩვენება მოუთხოვია და სიცოცხლის ჩუქებას შეჰპირებია. მიულერმა კი სანახის ადგილმდებარეობა არ იცოდა, რადგან ის ადგილი, როგორც უფროსისთვის, მხოლოდ ბაბუაჩემისთვის იყო ცნობილი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიულერს ბაბუაჩემზე მიუთითებია, ბაბუას კი რუსისთვის უთქვამს, რომ მიულერმა ეს ყველაფერი თავის გადარჩენის მიზნით მოიგონა და რომ არანაირი ოქროს შესახებ არაფერი იცოდა. რუსებმა ბაბუა ყოველი შემთხვევისთვის სასტიკად აწამეს – საცოდავი, პირქვე დაუკიდიათ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ – მე.

– შულცმანებს ეს გამოწერილი გქონიათ, – იხუმრა ჰამომ.

– მოიცა, მოიცა, – თქვა რამაზმა, – როგორც ვხვდები, ბაბუაშენმა წამებას გაუძლო და რუსები გააცურა. შენც ხომ არ გაგვაცურე?

– ხუმრობის დროა, რამაზ? – ხელები გაშალა ფრანცმა.

– კარგი, კარგი, განაგრძე, – გაიღიმა რამაზმა.

– მოკლედ, როგორც შენ თქვი, ბაბუაჩემმა არაადამიანურ წამებას გაუძლო. თურმე, რა არ გაუკეთეს რუსებმა: ცხელ შანთებს ადებდნენ სხეულზე, წყლით სავსე კასრში აყურყუმელავებდნენ. ბოლოს, ყველაზე უფროს რუსს წამების შეწყვეტის ბრძანება გაუცია და მიულერისთვის პისტოლეტიდან თავის ქალა აუხდია. ბაბუაჩემი კი ჩამოუხსნია, 300 გრამი არაყი დაულევინებია, საჭმელი უჭმევია და შედარებით ნორმალურ საკანში ჩაუსვამს. მაგრამ, ბაბუაჩემი იმ ღამეს საკნიდან გაიქცა, რადგან იმ შენობას ჭურვი მოხვედრია და კედელი დაუნგრევია. მოგვიანებით ბაბუა კვლავ რუსებს ჩავარდნია ტყვედ, მაგრამ უკვე სხვა სახელით და რიგითის ჩინით. ომი რომ დამთავრდა, ბაბუაჩემმა კიდევ 8 წელი გაატარა ციმბირში. ის მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში დაბრუნების უფლება მისცეს. იქ მას ცოლ-შვილი ჰყავდა, იპოვა ისინი, მუშაობა დაიწყო და ოქროს ამბავი დაშიფრულ დღიურში აღწერა, რომელსაც ერთხელ მე მივაგენი და ბაბუას ვუჩვენე, ის კი გამიბრაზდა და დღიური გადამალა, თან მითხრა, რომ ეს ამბავი არავისთვის გამემხილა. მაშინ 13 წლის ვიყავი. რვა წლის მერე კი, უკვე ლოგინად ჩავარდნილმა ბაბუამ მიხმო და მითხრა:

– ფრანც, შენ ჩემი სეხნია ხარ და ჩემი საქმის პირდაპირი გამგრძელებელი. ამიტომ, რასაც ახლა მოგიყვები, საიდუმლოდ უნდა შეინახო და ისე ქენი, რომ ეს ოქრო კანონიერ მფლობელს დაუბრუნო.

უკვე 21 წლის ვიყავი და ბაბუას სიტყვებზე ვიფიქრე, რომ მოხუცი ბოდავდა. ამიტომ ვუთხარი:

– რომელი ოქრო, ბაბუა, რას ამბობ?

მას გაეცინა და მითხრა:

– ნუ გგონია, რომ ვბოდავ. მე ახლაც ნაციონალ-სოციალისტი ვარ და მჯერა, რასაც ჰიტლერი ქადაგებდა. სწორედ ამის გამო არ ვენდობი ამჟამინდელ მთავრობას და ოქროს შესახებ არაფერი მითქვამს და, რომც მეთქვა, მაინც არაფერი გამოვიდოდა. ისინი ისეთი მხდალები არიან, რომ რუსების შავი ჭირივით ეშინიათ და ოქროს ვერ დაიბრუნებენ.

შემდეგ ბაბუამ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და ბოლოს თქვა:

– მე მჯერა, რომ ჩვენი ერის წიაღში მყოფი ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებენ და ქვეყნის სათავეში მოვლენ. მე ამას ვეღარ მოვესწრები, შენ კი აუცილებლად მოესწრები და აი, იმათ ჩააბარე ეს ოქრო. ყველაფერი ამ დღიურში წერია და ადგილსაც ადვილად მიაგნებთ. ის ღრმად წყალქვეშაა, პორტში. ერთი გვირაბი ზედ პორტთან გამოდის, მეორე კი ქალაქის სამხრეთით.

მე დღიური გამოვართვი ბაბუას და შევინახე. უკან რომ დავბრუნდი, 88 წლის მოხუცი უკვე მკვდარი დამხვდა. სამ წელიწადში გერმანიაც გაერთიანდა. ამასობაში ევროპა მოვიარე და ახლაღა მოვიცალე ბაბუას დღიურისთვის. მოკლედ, ყველაფერი გულდასმით გადავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ოქრო მითი არაა. მაგრამ ყველაზე რთული მისი წამოღებაა, რადგან კენინგსბერგი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაა და კალინინგრადი ეწოდება. შენ კი იმიტომ გთავაზობ ამ საქმეს, რომ შენი შესაძლებლობები ვიცი. თანაც, ძველი საბჭოთა კავშირელი ხარ და ამ ტერიტორიაზე მოქმედება შენთვის უფრო ადვილია, – დაასრულა თხრობა ფრანც შულცმანმა და გაიღიმა.

– ბაბუაშენისთვის მიცემულ სიტყვას ტეხავ? – სიცილით უთხრა ფრანცს ჰამომ.

– მე მისთვის სიტყვა არ მიმიცია და, რომც მიმეცა, მაინც არ შევასრულებდი. რა დროს ნაციზმია! ნაციზმმა და ჰიტლერობამ კინაღამ დაგვღუპა და ნაცისტებს დავაფინანსებ?

– კარგი, – თქვა რამაზმა, – დღიური გვაჩვენე და ვნახოთ, რა წერია შიგ. შემდეგ კი ოქროს დათრევის გეგმაზე ვიმუშაოთ. თუმცა, ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება.

***

გარაჟში მყოფი კამპანია გრეტჰენის სახლში დაბრუნდა. გოგონას თოკები მოხსნეს თუ არა, მან თვალები დაუბრიალა გამტაცებლებს და ისეთი სილა გააწნა რამაზს, რომ ის მოულოდნელობისგან იატაკზე დაენარცხა. გრეტჰენმა ჰამოსკენაც გაიწია, მაგრამ მთაწმინდელმა მას ხელი დაუჭირა, მომხიბვლელად გაუღიმა და უთხრა:

– მაპატიე, უფრო სწორად, გვაპატიე, ლამაზო. გაუგებრობა მოხდა.

– ჰო, გრეტჰენ, მართლა გაუგებრობა მოხდა, – დაუდასტურა ფრანცმა.

გოგონა მოლბა და რამაზს ხელი გაუწოდა, წამოაყენა და უთხრა:

– მაპატიე, მაგრად მომივიდა!

– დავივიწყოთ, – ხელი ჩაიქნია რამაზმა, – თუმცა, მაგარი ხელი კი გქონია.

გოგონა სამზარეულოში გავიდა, რომ საჭმელი მოემზადებინა. რამაზმა დრო იხელთა და ფრანცს უთხრა:

– ჩაიცვი და სადმე შევიდეთ, თორემ გრეტჰენიც გაიგებს ყველაფერს.

– გრეტჰენმა ისედაც ყველაფერი იცის, – თქვა ფრანცმა.

– მართლა?

– რა თქმა უნდა! ის ჩემი ცოლია და მისგან დასამალი არაფერი მაქვს.

– ცოლი?

– დიახ, ამ დილით მოვაწერეთ ხელი და ბავშვზე „ვმუშაობდით“, თქვენ კი არ მაცალეთ.

– მომილოცავს, კარგი არჩევანი გაგიკეთებია.

– მეც მომილოცავს, – თქვა ჰამომ და ფრანცს ხელი ჩამოართვა.

– მადლობელი ვარ. სხვათა შორის, გრეტჰენმა მირჩია, რომ შენთვის მომემართა დახმარებისთვის, – უთხრა ფრანცმა რამაზს.

ოთახში გრეტჰენი შემოვიდა და ახალგაზრდები საჭმელად მიიწვია სასადილო ოთახში. როცა დანაყრდნენ, გოგონას ეშმაკურად აუელვარდა თვალები და რამაზს ჰკითხა:

– რა გადაწყვიტეთ ოქროსთან დაკავშირებით?

– ჯერ არაფერი, საყვარელო, – თქვა ფრანცმა და ბაბუამისის დღიური გამოიტანა. შემდეგ ნოუთბუქი გაშალა და კალინინგრადის რუკა მოძებნა ინტერნეტში.

ფრანცი, გრეტჰენი, ჰამო და რამაზი შუადღემდე თათბირობდნენ, ბოლოს ჰამომ თქვა:

– პირველ ეტაპზე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოქრო ადგილზეა. ამიტომ ჯერ კალინინგრადში უნდა ჩავიდეთ, საიდუმლო სანახი მოვძებნოთ და ოქრო ვნახოთ.

– რას გვთავაზობ? – ჰკითხა გრეტჰენმა.

– ხვალვე ჩავიდეთ ადგილზე.

– ვინ?

– თუნდაც ოთხივე.

– ოთხივე? გრეტჰენიც? – თქვა ფრანცმა.

– რატომაც არა, – გაეცინა რამაზს, – თქვენთვის ეს მგზავრობა ერთგვარი საქორწინო მოგზაურობაც იქნება.

– რუსეთში გამგზავრება ასე ადვილი იქნება?

– ყოველ შემთხვევაში, კალინინგრადში არაა რთული. ზღვისპირა ქალაქია, თანაც, თითქმის თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და დიდ ყურადღებას არავინ მოგვაქცევს. შეგვიძლია, ზღვითაც გავემგზავროთ და ჰაერითაც.

– ამჯერად ჰაერით ჯობია, ზღვით მოგვიანებით ვისარგებლოთ, – თქვა ჰამომ, – ბილეთებიც ახლავე შევუკვეთოთ ინტერნეტით და სასტუმროც. მერე კი ცოტა დავიძინოთ, თორემ თვალებს ვეღარ ვახელ და ფეხები მეკვეთება.

ავიაბილეთებისა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნას ნახევარი საათი დასჭირდა. შემდეგ ოთხივე დასაძინებლად დაწვა და მალევე ჩაეძინათ. რომ გაიღვიძეს, კალინინგრადში გაფრენამდე ექვსი საათი იყო დარჩენილი.

შხაპს, სადილობას და გასამგზავრებლად მომზადებას სამი საათი დასჭირდა. შემდეგ მათ კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი კალინინგრადის რუკას და ბოლოს აეროპორტში გაემგზავრნენ, რეგისტრაცია გაიარეს, თვითმფრინავში ჩასხდნენ და გერმანიის ისტორიული ქალაქისკენ აიღეს გეზი, რომელსაც რუსებმა კალინინგრადი დაარქვეს...

***

კალინინგრადში ჩასული ოთხეული სასტუმრო „ბალტიკაში“ დაბინავდა. რომ შებინდდა, ქალაქში გავიდნენ, ერთ-ერთ მაღაზიაში ოთხი ცალი ფანარი, ოთხი კომპლექტი სპორტული ფორმა და ზურგჩანთები შეიძინეს. შემდეგ საგულდაგულოდ დამუშავებული მარშრუტით გაუდგნენ გზას და საღამოს 9 საათი სრულდებოდა, როდესაც ეგრეთ წოდებულ მიტოვებულ დოკებში შევიდნენ, ტანსაცმელი გამოიცვალეს და საიდუმლო გვირაბის ძებნას შეუდგნენ. გვირაბის კარი საგულდაგულოდ იყო შენიღბული ნათალი ქვებით და როდესაც გააღეს, ძველ ლითონს არც კი დაუჭრიალია.

– გერმანული წესრიგია, – თქვა ჰამომ, როდესაც გვირაბის კარი ისევე უხმაუროდ დაიკეტა, როგორც გაიღო, – რამდენი წელი გავიდა ამ გვირაბის კარის დაკეტვიდან და ისე მოქმედებს, როგორც ახალდაყენებული.

ოქროს მაძიებლებმა მძლავრი ფანრები აანთეს და ნესტიან გვირაბს გაუყვნენ, რომელშიც გზადაგზა სვასტიკები და გერმანულენოვანი წარწერები ხვდებოდათ. მათ ასიოდე მეტრი გაიარეს, შემდეგ მარცხნივ შეუხვიეს და უზარმაზარ ფოლადის კართან შეჩერდნენ, რომელიც ფოლადისავე მრგვალი ხრახნით იყო ჩაკეტილი. ჰამომ და რამაზმა ხრახნი გადაატრიალეს, კარი გააღეს და, როგორც კი ზღურბლზე გადააბიჯეს, უზარმაზარ ოთახში სინათლე აინთო.

– ისევ გერმანული წესრიგი, – გაიმეორა ჰამომ და მარცხენა კედელთან დალაგებულ ყუთებს შეავლო მზერა, რომლებსაც ფაშისტური სვასტიკები ეხატა და ორ რიგად იყო დალაგებული.

– ოქრო, ალბათ, ამ ყუთებშია, – თქვა რამაზმა და პირველი მიუახლოვდა ყუთებს, ერთ-ერთს თავი ახადა, ათკილოგრამიანი ოქროს ზოდი ამოიღო და ბავშვივით დასჭყივლა, – ვიპოვეთ! აი, ოქრო!

ოქროს ათკილოგრამიან ზოდზე ამოტვიფრული იყო საბჭოთა კავშირის გერბი, წონა და სინჯი. ოთხივემ გაცისკროვნებული სახეებით დაათვალიერეს ზოდი. შემდეგ ყუთში ჩააბრუნეს და ოთახის თვალიერებას შეუდგნენ. სანახში საბჭოთა ოქროთი გატენილი ორმოცდაათი ყუთის გარდა, კიდევ ათი მსგავსი ყუთი ეწყო, რომლებშიც აგრეთვე ათკილოგრამიანი ოქროს ზოდები ელაგა, მაგრამ ფაშისტური სვასტიკითა და გერმანულენოვანი წარწერებით.

– ესეც თქვენი ორი ტონა ოქრო! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა გრეტჰენი.

– ეს რა ბედნიერ ფეხზე ავდექით!

სანახში ორი ყუთი ათკილოგრამიანი პლატინის ზოდებით იყო დატვირთული და 400 კილოგრამს იწონიდა. გარდა ამისა, ათასი ცალი 5-5-კარატიანი ბრილიანტის თვალიც აღმოაჩინეს ერთ-ერთ თაროზე. ლამის ჭკუაზე გადამცდარმა გრეტჰენმა ძვირფასი თვლებით სავსე ტომარა გულზე მიიხუტა და აცეკვდა. ძვირფასეულობის გარდა, სანახში დოკუმენტაცია და ერთი ქვედანაყოფისთვის საჭირო საბრძოლო აღჭურვილობაც იპოვეს. ყველაფერი რომ დაათვალიერეს, ჰამომ საათს დახედა და თქვა:

– ღამის ორი საათია. რა დრო გასულა! უნდა დავბრუნდეთ!

– წავედით, წავედით!.. – წაიმღერა გრეტჰენმა, რომელსაც ბრილიანტებით სავსე ტომარა კვლავ გულში ჰქონდა ჩახუტებული, – ტყუილად ხომ არ მოვსულვართ, ამ ქვებს მაინც გავიყოლებთ!..

– არავითარ შემთხვევაში, – თავი გააქნია ჰამომ, – ქვები აქ დარჩება და დანარჩენ განძთან ერთად წავიღებთ.

– კი მაგრამ, რატომ? – ლამის ატირდა გრეტჰენი.

– იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ გავიტანოთ საზღვარზე და, ასეთი ტვირთით რომ დაგვიჭირონ, არა მარტო საგანძური, არამედ, შეიძლება, თავიც დავკარგოთ.

– კი მაგრამ, აქ რომ ჩამოვედით, ხომ არავის გავუჩხრეკივართ საზღვარზე? – არ ცხრებოდა გრეტჰენი, რომელსაც ბრილიანტებთან განშორება არასგზით არ უნდოდა.

– გამგზავრებისას რომ გაგვჩხრიკონ, მაშინ? – მშვიდად თქვა ჰამომ, – ასე რომ, გრეტჰენ, დროებით უნდა მოითმინო.

გოგონამ უხალისოდ დააბრუნა ბრილიანტებით გატენილი ტომარა თაროზე და სხვებთან ერთად დატოვა სანახი. კმაყოფილი ოთხეული კვლავ გვირაბში შევიდა, მაგრამ სხვა მხარეს წავიდნენ და ქალაქის სამხრეთით გამავალ სათადარიგო გასასვლელში ამოყვეს თავი, რომელიც სანახიდან 200 მეტრის მოშორებით მდებარეობდა და ფიჭვნარის ტყეში ამოდიოდა.

ქალაქში რომ გამოვიდნენ, დილის 4 საათი სრულდებოდა. ბალტიის ზღვიდან მობერილმა ქარმა გაოფლიანებული ოთხეული გააგრილა და ისინი ნელი ნაბიჯით დაბრუნდნენ მიტოვებულ დოკში. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალეს და სასტუმროში კმაყოფილები დაბრუნდნენ. ცოლ-ქმარი თავიანთ ნომერში განმარტოვდა და უკიდურესად აგზნებულებმა მგზნებარე საათები გაატარეს. შუადღეს კი დაღლილ-დაქანცულებმა დაიძინეს და მხოლოდ საღამოს გაეღვიძათ. საღამომდე ეძინათ ჰამოს და რამაზსაც და რომ გაიღვიძეს, ცოლ-ქმარს გაუარეს. შემდეგ რესტორანში ჩავიდნენ და ვახშამი შეუკვეთეს.

***

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ისტორიული ქალაქი და კანტის სამშობლო, კენინგსბერგი, ევროპულ ქალაქს ჰგავდა და იქ ბევრი გერმანელი ცხოვრობდა, რუსული გავლენა მაინც საგრძნობლად ეტყობოდა. პორტისპირა ქალაქი კრიმინალურ ბანდებს ჰქონდათ დანაწილებული და თითოეული მათგანი საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოებას ცდილობდა. თანაც, ეს ყველაფერი არაცივილიზებულად, რუსეთისთვის დამახასიათებელი სიხისტით ხორციელდებოდა და ქალაქში ხშირად ხდებოდა ხოლმე გარჩევები, რაც სისხლისღვრით მთავრდებოდა. სასტუმრო „ბალტიკა“, სადაც ოქროსმაძიებლები დაბანაკდნენ, ერთ-ერთი ბანდის შეკრების ადგილი იყო და მისი წევრები სწორედ იმ რესტორანში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც ჰამომ და კამპანიამ ვახშამი შეუკვეთა.

კერძების მოლოდინში, რესტორანში მსხდომი ოთხეული ლუდს წრუპავდა და მშვიდად საუბრობდა. თან სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ, რომელსაც სცენაზე მყოფი ანსამბლი ასრულებდა. რესტორანი ნელ-ნელა შეივსო. ამასობაში კერძებიც მოიტანეს და მეგობრები ვახშმობას შეუდგნენ. რესტორნის კუთხეში დიდი მაგიდა იყო გაშლილი, რომელთანაც რვა ახალგაზრდა იჯდა და ვახშმობდნენ, თან რესტორნის სტუმრებს აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ დანარჩენების უფროსი იყო, უტიფრად უყურებდა გრეტჰენს და დროდადრო თვალს უპაჭუნებდა. გოგონამ ეს უტიფრობა შენიშნა და ახალგაზრდას თვალი მოარიდა, ბიჭმა კი ვისკის ჭიქა გამოცალა, მერე თავისი, ერთი თანმხლები იხმო და რაღაც უჩურჩულა, რომელიც მუსიკოსებისკენ გაემართა და რაღაც უთხრა. შემდეგ ოთხეულის მაგიდასთან მივიდა და გრეტჰენს რუსული აქცენტით დამტვრეულ ინგლისურ ენაზე უთხრა:

– ჩემი ბოსი საცეკვაოდ გეპატიჟებათ!

ამასობაში მუსიკოსებმა ტანგო დაუკრეს.

გრეტჰენმა ახალგაზრდას უთხრა:

– გმადლობთ, მაგრამ არ ვცეკვავ.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს, – კბილებში გამოსცრა ბიჭმა, – მთავარია, რომ ეს ჩემს ბოსს უნდა.

– თავი დაგვანებეთ, თორემ პოლიციას დავუძახებთ, – უთხრა ბიჭს ფრანცმა.

– ჩვენ აქ პოლიციაც ვართ და უფრო მეტიც, – დამცინავად უპასუხა ბიჭმა, შემდეგ მაჯაში ჩაავლო ხელი გრეტჰენს და ძალით წაყვანა მოუნდომა. მაგრამ, ჰამომ ბიჭს ჩაავლო ხელი მაჯაში, მთელი ძალით მოუჭირა შემდეგ ახედა და რუსული ჟარგონით უთხრა:

– აქედან დაახვიე, შე ცინგლიანო და შენ ბოსს უთხარი, რომ სხვაგან იცეკვოს!

ბიჭისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჰამოს პასუხი, რომ ბოსთან დაბრუნდა და ჰამოს დანაბარები სიტყვა-სიტყვით გადასცა. ბოსმა თავის ხელქვეითს ვისკის ჭიქა გადაამსხვრია თავზე და ჰამოსკენ გაემართა, გვერდიდან წამოადგა თავზე და უთხრა:

– ერთი მომხედე, რომ შენი „ბლატნოი მორდა“ ვნახო და შეგილამაზო!

ჰამომ მკვეთრად ახედა ბოსს და წამოწითლებული „ტრაკუშა“ შერჩა ხელში. მის დანახვაზე ხარხარი აუტყდა და ცინიკურად უთხრა:

– ტრაკუშ, შე ნაბოზარო, ეს შენ ხარ აქაურობის ბოსი?

– ვა, ჰამო? – ამოილუღლუღა ტრაკუშამ, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და რაც შეეძლო, მტკიცედ უთხრა, – ჰო, მე ვარ! რა, არ მოგწონს?

– ცოლი კი არ მომყავს, რომ მომწონდეს, – ცინიკურად უთხრა ჰამომ, – ეტყობა, აქ არ იციან, რა ჩარუმ ჩათლაშკა ხარ, შე ნაბოზარო, თორემ ვინ გაგულავებდა! ნაშა მოგინდა? თანაც, ფირმა ნაშა, არა? ახლა აქედან აახვიე, თორემ პანღურის კვრით გაგაგდებ. დიდი ხანია, კარგი კაცი გახდი, შე ნაჩათლახარო?

– სიტყვები შეარჩიე, ჰამო! შენ აქ თბილისი არ გეგონოს. ერთი „ჰოპის“ დაძახება მინდა და ეს ბიჭები ძღრენიანად შეგჭამენ.

– ძღრენი შენი იყოს, დანარჩენი – მაგათი. ჩათლახი თბილისშიც ჩათლახია და მარსზეც. გირჩევ, აქედან დაახვიო, თორემ ბოზი კურდღლის ყოფას მოგანატრებ.

– ბოზი კურდღლის ყოფას მომანატრებ, არა? თბილისში მე არ ჩამოვდივარ და ფეხები არ მომჭამო! აქ კი მეფე ვარ და ძალა მაქვს, ჩხუბი კი მორევაზეა. დიდი ხანია, შენი ზუბი მაქვს და აქედან საღ-სალამათს გაგიშვებ?

– ტრაკუშ, ტრაკი დააყენე და აახვიე! – უთხრა ჰამომ ტრაკუშას, მაგრამ, ტრაკუშამ ბოთლს წამოავლო ხელი და, ის იყო, ჰამოსთვის უნდა ჩაეცხო თავში, რომ მთაწმინდელმა მას მაჯაში ჩაავლო და დაატრიალა. ტრაკუშა ნაფოტივით ავარდა ჰაერში, დაიყმუვლა და მეზობელ მაგიდას დაეცა, სადაც ამერიკელები ვახშმობდნენ.

– მაფია, მაფია, პოლიცია, პოლიცია! – აყვირდა ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც ზედ მკერდზე გადაესხა ცხელი წვნიანი.

აყირავებული ბოსის დანახვაზე ტრაკუშას ხელქვეითები წამოიშალნენ და ოთხეულს დაესხნენ თავს, მაგრამ ჰამომ და მისმა მეგობრებმა არც ერთი მათგანი არ გაახარეს და ისე სცემეს, რომ მათ ხელის შებრუნებაც ვერ მოახერხეს. ჩხუბი სულ რაღაც ხუთიოდე წუთს გაგრძელდა. მილიცია რომ მოვიდა, რესტორნის დამსხვრეული მაგიდები, ტრაკუშა და მისი ბანდის დასისხლიანებული წევრები დახვდნენ. ჰამო და კამპანია წასვლას აპირებდნენ, მილიციის მორიგე ჯგუფის უფროსმა, რომელსაც კაპიტნის სამხრეები ეკეთა, ჰამოს უთხრა:

– ეს თქვენ და თქვენი მეგობრები გაუსწორდით ამ ხალხს?

– ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავდით, კაპიტანო. თუ, თქვენი აზრით, თავი უნდა მოგვეკვლევინებინა ამ შპანასთვის? – კითხვა შეუბრუნა მილიციელს ჰამომ.

კაპიტანი კარგად იცნობდა ტრაკუშას და მისგან კარგადაც სარგებლობდა, რადგან ის ყოველთვიურ გასამრჯელოს უხდიდა კაპიტანს იმაში, რომ მილიციელს ტრაკუშას ხალხის ნარკოტიკებით ვაჭრობაზე დაეხუჭა თვალი. ამიტომ, მილიციელმა კოპები შეიკრა და ჰამოს უთხრა:

– განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ და იქ გავარკვევთ ყველაფერს!

– მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია და თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია გნებავთ, შეგიძლიათ, აქვე გვკითხოთ.

– არა, მხოლოდ განყოფილებაში!

– კაპიტანო, ჩვენ უცხოელები ვართ და კანონიერად მოგვეპყარით.

– საქართველო თუ უცხოეთი იყო, ნამდვილად არ მეგონა! – ცინიკურად უთხრა ჰამოს კაპიტანმა.

– ეტყობა, გეოგრაფია არ გეხერხებათ, კაპიტანო, – ცინიკურად უპასუხა რუს მილიციელს ჰამომ, – თანაც, ეს ჩემი სამი მეგობარი ნიდერლანდების მოქალაქეები არიან.

– მე არც ნიდერლანდები მაინტერესებს და არც ჩასვრილი ამერიკა. რადგან ვამბობ, რომ განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ, ასეც იქნება. გასაგებია?

– არც მაღალჩინოსნები გაინტერესებთ, კაპიტანო?

– ვინ მაღალჩინოსნები?

– ვინ და მაღალჩინოსნები. ტელეფონი მათხოვეთ და ახლავე შეიტყობთ.

ჰამოს სიტყვები კაპიტანს „ბლეფი“ ეგონა და მტკიცედ უთხრა:

– ეგ შენი მაღალჩინოსნები სულ აი, აქ, ფეხებშუა მკიდია. ტელეფონი კი არ მაქვს.

– მაგ მობილურს რომ უკანალში შეგთხრიან, მუდმივად გექნება, – არ დაუთმო ჰამომ კაპიტანს, – ხოლო ფეხებშუა რაც გაქვს, შეიძლება, სულ მალე შენვე მოიკვნიტო სიმწრისგან.

– რაო, რა თქვი? – წამოწითლდა კაპიტანი, თუმცა ეტყობოდა, რომ სიმტკიცეს კარგავდა.

ჰამომ ამით ისარგებლა, ერთ-ერთ სტუმარს, რომელიც რესტორნის კუთხეში იდგა, მობილური სთხოვა და ლუდა მედვედევას დაურეკა, მოკლედ მოუთხრო ყველაფერი და ტელეფონი წამოწითლებულ მილიციის კაპიტანს გადასცა, თან ცინიკურად უთხრა:

– კარგად უსმინე, რას გეტყვის!

– დიახ, – ენის ბორძიკით თქვა კაპიტანმა.

– ეი, ძუკნავ, შენ ლუდა მედვედევა გელაპარაკება. ალბათ, იცი, რომ მამაჩემი მინისტრის მოადგილეა. გავიგე, რომ მაღალჩინოსნები ფეხებშუა გკიდია, თურმე. პირადად შევამოწმებ მის ზომას და თუ არ მომეწონა, მოგაჭრი, გაიგე?

– დიახ, – ენის ბორძიკით თქვა კაპიტანმა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3