კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავწმინდოთ სახლი კონფლიქტის გამომწვევი „ვირუსებისგან“ და რატომ უნდა ახტეთ კართან ცალ ფეხზე სამჯერ სახლში შესვლამდე

ჩვენ გარშემო უამრავი უცნაური ფაქტი ხდება, რომლის ამოცნობასაც მსოფლიოს მეცნიერ-ეზოთერიკოსთა ჯგუფი ცდილობს. ამ ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი დარგის სპეციალისტები მონაწილეობენ და ფაქტების კვლევის შედეგად, გარკვეულ პასუხებს დებენ. ქალბატონი ელეონორა, მათ შორის ერთ-ერთია, რომელსაც ამ ჯგუფთან ერთად მუშაობა უწევს. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა და მასთან გასაუბრება, მიუხედავად დროის უქონლობისა, მაინც შევძელით.
ელეონორა: მერწმუნეთ, იმ დროში ვცხოვრობთ, როცა სასწაულების ნამდვილად უნდა ვირწმუნოთ. ირგვლივ უამრავი ამოუცნობი და ამოუხსნელი ფაქტი ხდება და თუ პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკაში ჩახედული არ ხარ, ვერ მიხვდები, რა ხდება შენს თავს. ბევრი ვერ ხვდება, უეცრად რატომ ეცვლება გუნება-განწყობა – უმიზეზოდ იწყებს სკანდალს ოჯახის წევრებთან, ერთი ხელის მოსმით ანგრევს წლებით შექმნილ ურთიერთობასა და ოჯახს და ასე შემდეგ. ამ დროს ჯანმრთელობაც სერიოზულად ზიანდება და ნერვული აშლილობა უძილობის, დეპრესიისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება.
– და მაინც, როგორც სპეციალისტის აზრით, რისი ბრალია ეს ყოველივე?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ასეთი უხილავი თუ ხილული დაავადებებით, არა მარტო ადამიანები, არამედ სახლებიც ავადდებიან. ასეთ სახლებში გამუდმებული აყალ-მაყალი, კონფლიქტი და გაუგებრობებია. არადა, სახლი ჩვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ადგილია. იქ უნდა ვისვენებდეთ და არა ვიძაბებოდეთ. სახლში თუ არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკურადაც გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი დაავადებით ავადდება. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ენერგეტიკულად სუსტი ადამიანი, უარყოფითი ემოციებისა და განცდების „დაცლას” ვერ ახერხებს სახლის გარეთ, შეაქვს ის სახლში, და იქ იცლება. ეს უარყოფითი ენერგია კი სახლში იბუდებს, გროვდება და საბოლოო ჯამში, საცხოვრებლის დაავადებას იწვევს. ის, თავის მხრივ, მოქმედებს იქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე და კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციებს. ეს კი იმ გაუგებრობების და კონფლიქტების მიზეზი ხდება, რაც ბევრ ოჯახშია.
– ამის თავიდან აცილება შესაძლებელია?
– რასაკვირველია, თუ ადამიანმა ისწავლა საკუთარი ემოციებისა და განცდების მართვა, ასევე, იმ რეაქციებსა და ენერგიებზე მოქმედება, რომელიც მისკენ მოემართება მეორე ადამიანისგან. ერთ ხერხს გასწავლით: მოკლედ, თუ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას თქვენ მიმართ აგრესია წამოვიდა; იგრძენით რომ ეს აგრესია შიგნიდან გაწვებათ – ქვეცნობიერად მომართული ხართ იმისკენ, რომ ვინმეს დაეტაკოთ და ეს უარყოფითი ემოცია მისკენ მიმართოთ, ხმამაღალი კამათით, ემოციით და კონფლიქტით, ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთელი დღის განმავლობაში ამ ნეგატიური მუხტის მიღების შემდეგ კი სახლში ბრუნდებით, იქ ოჯახის წევრები გხვდებიან და თქვენც მათზე ხარჯავთ ამ ენერგიას. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ენერგეტიკულად გადაძაბული ხართ უარყოფითი ემოციით, სახლის ზღურბლის გადაკვეთამდე, კართან მოკეცეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ფეხით სამჯერ ახტით. შემდეგ ხელები ისე დაიქნიეთ, რომ ენერგია ქვევით გაუშვათ. სახლში შესულმა კი სასწრაფოდ მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ იოლი და მარტივი მეთოდია, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ეფექტი აქვს. ამ დროს სხეულიც დუნდება, უარყოფითი ენერგიაც წყალს მიჰყვება და ის საშიში ემოციისა და კონფლიქტის გამომწვევი „ვირუსები” სახლის ზღურბლს მიღმა რჩება. ასევე, კარგია, ამ მხრივ, იისფერი ან ყვითელი ფერის სანთლების დანთება. მათი კვამლი სახლს დაავადების საშუალებას არ აძლევს და იქ დაგროვილი კონფლიქტისა და ჩხუბის გამომწვევ საშიშ „ვირუსებს” მთლიანად ანადგურებს.
– ბევრ კარზე მინახავს დაკიდებული ათასგვარი თილისმა, გიშრის თვალი, ჩინურ მაღაზიაში ნაყიდი, ეგრეთ წოდებული „ავი თვალის” დამცავი თილისმები. ეს თუ იცავს ჩვენს საცხოვრებელს გარედან შემოსული უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან?
– გეთანხმებით, მსგავსი რამეები მეც მინახავს, მაგალითად, ცისფერი ქვა, რომელსაც შუაგულში გიშრის თვალი აქვს ჩასმული, ნალი, ხის ტოტი, „ბულავკების” აცმა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნივთი, თავისებურად გვიცავს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან ბინაში, მაგრამ თუ თავად ამ ემოციებით გარეთ დაიხუნძლეთ და ასეთი, „დაავადებული” შედიხართ სახლში, მაშინ ეს ვერ გიშველით. ასეთი თილისმები შემოსასვლელ კარზე მაგრდება, უცხო თვალისა და გარშემო მყოფების ავი ზრახვისგან და ენისგან იცავს სახლს. სხვები შორიდან ვერ აზიანებენ სახლის აურას, თქვენ კი მასში შედიხართ და ამაში ხომ არის განსხვავება? ასე რომ, კარზე დაკიდებული თილისმა იცავს თქვენს სახლს უარყოფითი გარემო ფაქტორებისგან. ამ სახლში მცხოვრები ადამიანები კი უნდა ზრუნავდნენ მის შიგნითა დაცვაზე.

скачать dle 11.3