კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდუმლო დეტალებშია...

არსებობს კი მარადიული სიყვარული?! იქნებ, თავიდანვე უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ეს, უბრალოდ, ლამაზი მითია – ზღაპარი, რომლითაც ხშირად თავს ვიტყუებთ?! მაგრამ „მედალს” მეორე მხარეც აქვს: ზოგჯერ აუცილებელია, სწორედ ლამაზი ტყუილის გჯეროდეს, ცხოვრებამ თავისი უინტერესო, ერთფეროვანი რეალობით თავი რომ არ მოგაბეზროს... თანაც, რადგან არსებობს სიყვარულის რამდენიმე ფორმა, ისიც სავარაუდოა, რომ მარადიულმა სიყვარულმაც იარსებოს. მაგალითად, ერთ-ერთია უპასუხო, ანუ ცალმხრივი სიყვარული. ფსიქოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეყვარებულ ადამიანს ზოგჯერ საერთოდ არ სჭირდება, რეალურად ჰყავდეს სიყვარულის ობიექტი. ხშირად სწორედ ეს ასაზრდოებს ცალმხრივ სიყვარულს – ბავშვური ოცნებები იდეალზე. როგორც ამბობენ, სიყვარული რომ ხანგრძლივი იყოს, მას კვება სჭირდება. მთავარი საიდუმლო კი დეტალებშია, უმნიშვნელო, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვან დეტალებში. მიუწვდომელი არაფერია. მთავარია, ძალიან, ძალიან მოინდომოთ და თქვენს სიყვარულს არასოდეს ექნება დასასრული.
თქვენ უნდა შეუქმნათ მას „ბუდე”, სადაც მუდმივად ელოდებიან და უყვართ, მაგრამ ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს. თუ მისი მხრიდან არ არსებობს მადლიერების განცდა და გამოხატულება, ნურც დროს დახარჯავთ და ნურც ენერგიას. იმედგაცრუება განსაკუთრებით მაშინ არის მტკივნეული, როცა ამაგი დიდია. იმ საიდუმლო დეტალებზე, რომლებიც ასაზრდოებენ სიყვარულს, ორივე მხარემ უნდა იფიქროს და იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიყვარულის ხელოვნურად გახანგრძლივებას აზრი არ ექნება.

скачать dle 11.3