კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალგაზრდა კლარნეტისტების წარმატება და აღიარება რომში


რომის იესო უწმიდესის სახელობის ეკლესიის ორღანისტისა და მომღერლის, ლაურა გოგიაშვილის მიწვევითა და ეკლესიის რექტორატის შემოთავაზებით, რომში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა სტუდენტებმა არაერთი კონცერტი ჩაატარეს. მაისში კი ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ქალბატონი ლაურას მიწვევით, მონაწილეობა მიიღო თბილისის საოპერო თეატრის სიმფონიური ორკესტრის სოლისტმა, კლარნეტისტმა დიმიტრი ბოქოლიშვილმა, კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებულმა და საპატიო სახელწოდებების სტიპენდიანტმა. მის გამოსვლას მსმენელი განსაკუთრებული აღფრთოვანებითა და ოვაციებით შეხვდა. პირველი კონცერტის შემდეგ დიმიტრი მიიწვია საქართველოს საელჩომ იტალიაში და მის კონცერტს ელჩი, კოტე გაბაშვილიც დაესწრო მეუღლესთან ერთად. დიმიტრი ბოქოლიშვილის მაღალმა პროფესიონალიზმმა აღაფრთოვანა რომის მუსიკალური აკადემიის პროფესორი ივო მეკოლი, ხოლო საკონცერტო აუდიტორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დიმიტრი საშემოდგომოდ სოლო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვია. ყოველივე ამის შემდეგ, ქართველი ახალგაზრდა ხელოვანის სურვილი – გაევლო ერთწლიანი კურსი რომის მუსიკალურ აკადემიაში მსოფლიოს უდიდეს კლარნეტისტ ალექსანდრე კარბონარესთან, თითქმის რეალური გახდა. მაგრამ, არსებობს ბიუროკრატიული ბარიერი, რაც დიმიტრის ხელ-ფეხს უბორკავს და ამის გამო ვერ ახერხებს იტალიაში ჩასვლას. აი, რას წერს დიმიტრი ბოქოლიშვილის ნიჭის შესახებ ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი, ბატონი გულბაათ ტორაძე: „ახალგაზრდა მუსიკოსი წარდგა ვრცელი პროგრამით, რომლის წარმატებულმა შესრულებამ დაადასტურა, რომ მისი სახით მაღალი საერთაშორისო კლასის კლარნეტისტი გვყავს“. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დიმიტრი ბოქოლიშვილი მოახერხებს იტალიაში გამგზავრებას და იქ სწავლის გაგრძელებას.

скачать dle 11.3