კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უფლისაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უფლისა.
1818 წელს დიდ ენაგეთში გრიგოლ ერწოელის ქალიშვილის, ეკატერინეს თავდებად მოიხსენება სოლომონ უფლისაშვილი.
საქართველოში 440 უფლისაშვილი ცხოვრობს: ჭიათურაში – 170, ტყიბულში – 77, თბილისში – 65. არიან სხვაგანაც.
წითელაური – წითელაძე –
წითელიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
დიდ ენაგეთელ არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად 1882 წელს მოიხსენიება გოლთეთელი გაბრიელ წითელაური.
ამავე ძირისაა გვარები წითელაძე და წითელიშვილი.
საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს.
628 – წითელაძე.
43 – წითელიშვილი.
აზატაშვილი
აზატი სპარსული სიტყვაა და თავისუფალს ნიშნავს. აზატები იყვნენ ირანში გაბატონებული საშუალო და წერილი მონათმფლობელები, რომლებიც ამ კლასის ყველაზე მრავალრიცხოვან სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ.
1721 წელს, სოღაშენში როსტომისა და გუგუნა ნამანგლეველიშვილების ყმად მოიხსენიება ბერი აზატაშვილი.
აზატაშვილები კოდაში მოიხსენიებიან 1817 წლიდან.
თავად ზურაბ ორბელიანის გლეხებს შორის, სოფელ მუხათში, 1823 წლის აღწერაში მოიხსენიება სარქისა აზატაშვილი, იგივე ხატიაშვილი.
საქართველოში 101 აზატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გურჯაანში – 44, თელავში – 2.
აბულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა.
აბულა მკერვალთუფროსი მოიხსენიება 1635 წელს.
აბულაშვილი მოიხსენიება სოფელ ენაგეთში. ერთ-ერთი გუჯარის მიხედვით, ბატონ დავით აბაშიშვილს ის მაცხოვრის ხატისთვის შეუწირავს.
აბულაშვილები 1721 წლის აღწერის მასალებში არიან ყმებიც და აზნაურებიც.
აბულაშვილები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდნენ ფშავის სოფელ შუაფხოშიც.
საქართველოში 1 178 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. არიან სხვაგანაც.
დოხნაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოხნა.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, თანამედროვე სიტყვა თოხის წინარე სახე – თოფიანი უნდა ყოფილიყო. დოხნაძეში წარმოდგენილი ფუძე ემთხვევა თოხის სავარაუდო არქაულ ფორმას.
საქართველოში 632 დოხნაძე ცხოვრობს: თბილისში – 260, ამბროლაურში – 116, ტყიბულში – 56. არიან სხვაგანაც.
ელუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელუა.
აქედან მომდინარეობს გვარები: ელიაშვილი, ელაძე, ელიავა.
1727 წელს მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა – გოუა ელუაშვილი.
საქართველოში 65 ელუაშვილი ცხოვრობს: გორში – 37, თბილისში – 9, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.
კარიჭაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კარიჭა.
1729 წელს ატენელი ზაქარია გიორგაშვილის მიერ იორამ თარხნიშვილისადმი გაცემულ პირობის წიგნში მოიხსენიება ბერი კარიჭაშვილი.
1721 წელს სამღერეთში მოიხსენიება ბაბაჯანა კარიჭაშვილი.
საქართველოში 259 კარიჭაშვილი ცხოვრობს: გორში – 191, თბილისში – 65, რუსთავში – 3. არიან სხვაგანაც.
ეფრემაშვილი – ეფრემაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ეფრემი, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად მდიდრულს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი ეფრემაძე.
მოგვიანებით, გვარი ეფრემაძე რუსული დაბოლოებით – ეფრემოვად ჩაუწერიათ.
საქართველოში 32 ეფრემაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, ზუგდიდში – 8, ქარელში – 2. არიან სხვაგანაც.
პოჩიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პოჩიკა.
პოჩიკაშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1851 წელს. კამერალური აღწერის ამავე სიაში არიან მოსე და საქულა პოჩიკაშვილები.
1873 წელს ერთ-ერთ პოჩიკაშვილს ერქვა ყვავილა. 1886 წლიდან კი, ჩნდება გვარი ყვავილაშვილი.
გვხვდება ვარაუდი იმის შესახებაც, რომ თუში იჭარაული კოდაში გადასულა და პოჩიკაშვილის გვარი მიუღია.
საქართველოში 31 პოჩიკაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 2, თბილისში – 1.
თეზელაშვილი – თეზიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეზი, თეზია. მისი კნინობითი ფორმებია: თეზიკო, თეზულა.
იასე თეზელაშვილი 1873 წლის აღწერაში სოფელ წვერში მოხსენიებულია, როგორც დროებით ვალდებული გლეხი.
ამავე ძირითაა გვარები: თეზელიშვილი, თეზიაშვილი.
საქართველოში 299 თეზელაშვილი ცხოვრობს.
105 – თეზელიშვილი.
75 – თეზიაშვილი.
ყირიმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმა.
ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წლის აღწერისას დიდ თონეთში.
დიდ თონეთში 1885 წელს კონსტანტინე მჭედლიძის თავდებად მოიხსენიება სვიმონ ყირიმელაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ყირიმელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.
საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.
126 – ყირიმელი.
138 – ყირიმლიშვილი.
72 – ყირიმელიშვილი.
ანთაური
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ ანთა. ამ ფუძითაა ნაწარმოები ქართული გვარები: ანთაძე, ანთაური, ანთელავა, ანთია, ანთიძე, ანთაიძე.
სავარაუდოდ, ანთაიძე და ანთაური ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს.
არსებობს მოსაზრება, რომ, ანთაი, ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად ქცეულა.
სხვა ვარაუდით, ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
ამავე ძირისაა გვარები: ანთაიძე, ანთაური.
საქართველოში 109 ანთაური ცხოვრობს: თბილისში – 33, დუშეთში – 19, თელავში – 17. არიან სხვაგანაც.
ბეღელაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეღელა.
ბეღელი პურეულის შესანახი ნაგებობაა ფშავში, ხევსურეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში.
ფარცხისში 1818 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ადულასშვილის თავდებად მოიხსენიება გიორგი ზურაბის ძე ბეღელაური.
ამევე ძირისაა გვარები: ბეღელაძე და ბეღელაშვილი.
საქართველოში 230 ბეღელაური ცხოვრობს: გორში – 97, თბილისში – 89, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.
ბუთბაია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბუთა.
ბუთ-ბა-ია ორსუფიქსიანი გვარ-სახელია. სუფიქსები ბა და ია ქართულია და ნიშნავს შვილს, ძეს, შობილს, დაბადებულს.
ბუთბაიები ცხოვრობენ როგორც ზუგდიდსა და წალენჯიხაში, ასევე აფხაზეთში.
საქართველოში 256 ბუთბაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 145, თბილისში – 50, წალენჯიხაში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3