კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსთაველის თეატრში დავით გურჯის სპექტაკლების ვიდეოჩვენება გაიმართა


უცხოეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორს, პროდიუსერსა და მსახიობს დავით პაპავას, იგივე დავით გურჯს, „თბილისელების“ მკითხველი კარგად იცნობს. ის, აქტიურად მოღვაწეობს სამხრეთ ამერიკასა და ინგლისში. მისი დადგმული სპექტაკლები მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. მან 2000 წელს ლონდონის ცნობილი თეატრის – „Riverside Studions“ ბაზაზე ჩამოაყალიბა თეატრალური ჯგუფი „ლაბორატორია“ და დღემდე ამ კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2007 წლიდან ის გაბრიელ გარსია მარკესის „იბერო-ამერიკული თეატრალური კვლევების ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. 2008 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და თეატრ „გლობუსს“ ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, ქართველ თეატრის მოყვარულებს არ გვქონდა იმის საშუალება, დათოს რეჟისურით გვენახა სპექტაკლები. ამიტომ, 30 სექტემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით, დავით პაპავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მისი სპექტაკლების ვიდეოჩვენება შედგა. უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველის შემოქმედებამ ქართველი მაყურებელი აღაფრთოვანა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნიჭიერი და საინტერესო რეჟისორის, დავით პაპავას სპექტაკლებს ქართულ თეატრში აუცილებლად ვნახავთ.

скачать dle 11.3