კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მრავალგზის რეკორდსმენი – შოთა ქელდიშვილი საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეკორდით დაბრუნდა


რეკორდსმენი შოთა ქელდიშვილი უკრაინიდან ორი მსოფლიო რეკორდით დაბრუნდა. 15 აგვისტოს მან კიევში 9-კილოგრამიანი ჰანტელებით ბიცეპსის კუნთების ვარჯიში შეუსვენებლად 1 860-ჯერ შეასრულა. 26 აგვისტოს კი – ქალაქ ლუცკში 9-კილოგრამიანი ჰანტელებით ბიცეპსის, დელტისებური და ნახევრად დელტისებური კუნთების ვარჯიშის შეუჩერებელი 3 600-ჯერ გაიმეორა. უკრაინაში მეექვსე წელია, ტრადიციულად მიმდინარეობს შოთა ქელდიშვილის სარეკორდო გამოსვლა. სპორტსმენს მის ორგანიზებაში დახმარება გაუწია კავკასიის დიასპორის ხელმძღვანელმა გურამ ქელდიშვილმა. ღონისძიება რესტორან „სტარა პრისტანში“ გაიმართა და ბანკეტით დასრულდა. რეკორდის დამყარებას დაესწრნენ კავკასიის დიასპორის წარმომადგენლები – უკრაინის ქართველი, სომეხი და ჩეჩენი მოქალაქეები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი სპორტსმენები. რეკორდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ ვოლინის რაიონის ბოდიბილდინგის ფედერაცია.

скачать dle 11.3