კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი იმედი აქვს ნოვგოროდში მცხოვრებ 25 წლის ახალგაზრდას და ვის ეძებს ის თბილისში

25 წლის იური ნოდარის ძე კოროვინი ეძებს 44 წლის ნოდარ კარლოს ძე ნიკოლაიშვილის.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 44 წლის ნოდარ კარლოს ძე ნიკოლაიშვილს. ჩემი მშობლები (დედა – მარინა სერგეის ასული კოროვინა და მამა – ნოდარ კარლოს ძე ნიკოლაიშვილი) ერთმანეთს 1986 წელს დაშორდნენ. იმ დროს მამაჩემი 19 წლის იყო, დედა კი – 17-ის. მაშინ მე ერთი თვის ვიყავი. მამა არც კი მინახავს, მაგრამ მისი ნახვის სურვილი ყოველთვის მქონდა. მესმის, რომ მისი პოვნა ძალიან რთულია, რადგან მამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ის თბილისელია, მაგრამ, ამჟამად უვე 25 წლის ვარ და ძალიან მინდა, ვიცნობდე მამაჩემს.
– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი, რა მიზეზით დაშორდნენ შენი მშობლები?
– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ქალაქ ნოვგოროდში გაიცნეს დაახლოებით 1985-1986 წლებში. მამაჩემი, ნოდარ კარლოს ძე ნიკოლაიშვილი, ჯარში მსახურობდა ნოვგოროდში. სწორედ ამ დროს გაიცნო მან დედაჩემი – მარინა სერგეის ასული კოროვინა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, ბაბუაჩემი, სერგეი ნიკოლოზის ძე კოროვინი (რომელიც იმ დროს სამხედრო ნაწილის ოფიცერი გახლდათ) წინააღმდეგი იყო მათი დაქორწინების. ამიტომ, მამაჩემი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჩვენზე და სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ თავის სამშობლოში ჩვენ გარეშე დაბრუნდა. მათ ხელიც კი არ მოუწერიათ. საქმე ისაა, რომ დედაჩემის მამას (ანუ ბაბუაჩემს) იმ დროს საკმაო ძალაუფლება ჰქონდა და, თანაც, სწორედ იმ ნაწილის ოფიცერი იყო, სადაც მამაჩემი მსახურობდა. ამის გამო ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და, ფაქტობრივად, მე მამა არც კი მინახავს.
– მამაშენმა თუ იცოდა, რომ დედაშენი ფეხმძიმედ იყო?
– დიახ, მამამ იცოდა, რომ დედა შვილს ელოდებოდა, მაგრამ, ბაბუაჩემის წინააღმდეგ მას წასვლა არ შეეძლო, ვერც დედამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, სამწუხაროდ, მამის კოორდინატები ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში, თბილისში უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, მე და დედამ შევიცვალეთ საცხოვრებელი მისამართი და უკვე კარგა ხანია (დაახლოებით 20 წელი), რაც ბებიასთან და ბაბუასთან აღარ ვცხოვრობთ. ამჟამად მეც და დედაც ისევ ნოვგოროდში ვართ, მაგრამ, სულ სხვა მისამართზე. ასე რომ, მამამ რომც მოინდომოს ჩვენთან დაკავშირება ან ჩვენი პოვნა, ვერ შეძლებს, თუ მხოლოდ მისთვის ცნობილი მისამართის იმედი ექნება. როგორც დედას მონაყოლიდან ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე (დედაც და მამაც) იმ დროს ახალგაზრდები იყვნენ, მამაჩემი ძალიან ყურადღებიანი იყო და ძნელად დასაჯერებელია, რომ მას ჩვენ დავევიწყებინეთ.
– რამდენი ხანია, რაც მამას ეძებთ და კიდევ რა იცით მამის შესახებ?
– მამას უკვე ხუთი წელია, ვეძებ, მაგრამ, უშედეგოდ. როგორც ჩანს, ინტერნეტით არ სარგებლობს, ან, უბრალოდ, არ არის დარეგისტრირებული ჩემთვის ცნობილ საიტებზე. 2009 წელს მე განაცხადი გავაკეთე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, მაგრამ, ჩემი განაცხადი ჯერჯერობით უპასუხოდაა. ძალიან მინდა, ვიპოვო მამა და დაველაპარაკო. დედამ ისე გამზარდა, რომ მამის წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ. ამიტომ, ბუნებრივია, მამის მიმართ ინტერესიც მაქვს და, შეიძლება ითქვას, დაუსწრებლად მიყვარს და პატივს ვცემ მას. თუ აღმოჩნდება, რომ მამას უკვე აქვს ოჯახი (ალბათ, ასეც იქნება), დიდი იმედი მაქვს, რომ გავიცნობ ჩემს ნახევარდედმამიშვილებს, თუკი, რა თქმა უნდა, მათ ამისი სურვილი ექნებათ.
– ბაბუას თუ უნანია, რომ შვილს ოჯახის შექმნა დაუშალა?
– სიმართლე გითხრათ, ასეც იყო, რადგან, მას შემდეგ, რაც დედაჩემი მამას დაშორდა, მცდელობაც კი არ ჰქონია, გათხოვილიყო და ოჯახი შეექმნა. მე მან მარტომ გამზარდა, დახმარების გარეშე. 5 წლის ვიყავი, როდესაც მე და დედა ცალკე გადავედით საცხოვრებლად. მხოლოდ ერთხელ უთხრა ბაბუამ დედაჩემს, რომ ნანობს, რადგან ხედავს, რომ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მას უნდოდა, ანუ, დედა არ გათხოვდა. მე კი მამის პოვნა დღემდე მინდა.
– თუკი იპოვით ერთმანეთს, როგორ ფიქრობთ, სად ან როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?
– ერთმანეთს თუ ვიპოვით, აუცილებლად შევხვდებით, ამისთვის ყველა ღონეს ვიხმარ. სურვილი მაქვს, რომ მამის სამშობლოში ჩამოვიდე და გავიცნო ჩემი ბებია და ბაბუა მამის მხრიდან. საინტერესოა, მათ თუ იციან ჩემი არსებობის შესახებ. მაინც მინდა, რომ პოზიტიურად ვიფიქრო და იმედი მქონდეს, რომ მამა თბილისშია და თქვენ მე მის პოვნაში დამეხმარებით. როგორც ვიცი, მამა არის მაღალი, დაახლოებით 1 მეტრი და 92 სანტიმეტრი, შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით, სრული ტანი ჰქონია. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავს თუ არა მამაჩემს და-ძმა.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3