კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოპარული დიადემა?!

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის დღეს (დღეს უკვე ჰერცოგი და ჰერცოგინია კემბრიჯელები) ისევ წამოიჭრა და გააქტიურდა შეკითხვა: – ვისი დიადემა ეკეთა ინგლისის სამეფო კარის სარძლოს?! ეს ის დიადემა ხომ არ არის, რომელიც ოდესღაც ალექსანდრე მესამის ცოლს, დედოფალ მარია ფიოდოროვნას ამშვენებდა? ეს კითხვა დიადემის შესახებ მაშინაც დაისვა, როცა მას პრინცესა დაიანა იკეთებდა.
მარია ფიოდოროვნას გარდაცვალების შემდეგ (1928 წელი) ინგლისის მეფეს გეორგ მეხუთეს არც დაუმალავს სახელგანთქმული დიადემისა და გარდაცვლილი იმპერატრიცას სამკაულის ხელში ჩაგდების სურვილი. ბოლოს დიადემა კოპენჰაგენში, ინგლისის საელჩოში აღმოჩნდა, საიდანაც ლონდონში ჩამოიტანეს. ამბობდნენ, რომ საგანძური მარიას უფროსმა ქალიშვილმა, თავადის ქალმა ქსენია ალექსანდროვნამ გაყიდა. თუმცა, უმცროსი ქალიშვილი ოლგა ამას არ ადასტურებს. ერთი სიტყვით, დიადემასთან დაკავშირებული ისტორია ბნელით არის მოცული. ერთი ვერსიით, ინგლისის დედოფალმა თავადის ასულს დიადემაში 350 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, მაგრამ ოლგა ალექსანდრეს ასული თავის ჩანაწერებში კატეგორიულად უარყოფს თანხის მიღების ფაქტს. რა მოხდა სინამდვილეში, ვინ დატოვა მშრალზე რუსეთის ტახტის ერთ-ერთი კანონიერი მემკვიდრე – ინგლისის მეფემ, თუ საკუთარმა დამ – გაურკვეველია.
ფაქტია, რომ ქსენია ალექსანდროვნამ ძლივს იყიდა პატარა, მოკრძალებული სახლი დანიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. გარდა დიადემისა, რომანოვების საგანძურიდან ინგლისის სამეფო კარმა თითქმის მუქთად ჩაიგდო ხელში ყელსაბამი, კოლიე, ალუბლის ზომის მარგალიტები და საფირონები, ზურმუხტები და უზარმაზარი ლალი; ასევე, უნიკალური ნაკეთობები, რომელთა რეალური ფასი მილიონს სცილდებოდა. მარტო გულსაბნევი, რომელიც მარია ფიოდოროვნას ქორწილის დღეს პრინცმა ალბერტმა (თავისმა სიძემ) აჩუქა, შეუფასებელია, რადგან 21-კარატიან ცისფერ საფირონს ანალოგი არ აქვს. ეს გულსაბნევი მხოლოდ დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ გაიკეთა საჯაროდ.

скачать dle 11.3