კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გეგმავს პირად ცხოვრებას ეკა მაზმიშვილი და როგორ აღმოჩნდა ის თეატრალურ სამყაროში იღბლის წყალობით

სიმართლე გითხრათ, როდესაც მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მმართველთან, ეკა მაზმიშვილთან შესახვედრად მივდიოდი, ვფიქრობდი, კაბინეტში მკაცრი გამომეტყველების, ოფიციალური მანერებისა და კალმისტარმომარჯვებული, სავარძელში მოკალათებული ქალბატონი დამხვდებოდა, რომელთანაც საუბარი, მეტად დელიკატურად უნდა წარმემართა. თუმცა, შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ეკა, თანამდებობის მიუხედავად, თბილი, უბრალო, გულახდილი და სასიამოვნო ადამიანია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ეკა ის პიროვნებაა, რომელთანაც საიდუმლოს გამხელაც ღირს და ნებისმიერ თემაზე გულახდილად საუბარიც.

– ეკა, როგორ აღმოჩნდით თეატრალურ სამყაროში?
– თეატრალურ სამყაროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. 1998 წელს იხსნებოდა თეატრალური სარდაფი და მისმა დამფუძნებლებმა მითხრეს, ხომ არ იქნები ჩვენთან ერთადო და მეც დავთანხმდი. არადა, სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ პრაღაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი და ვმუშაობდი სოროსის ფონდში „ღია საზოგადოება საქართველოში”. ასე რომ, სანამ თეატრალურ სარდაფში მივიდოდი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა მის შიდა სამზარეულოში, მხოლოდ მაყურებლის დონეზე ვიცნობდი ამ სფეროს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, იქ თუ ვიმუშავებდი. ჩემი პროფესია ისეთია, ვფიქრობდი, მშვიდად, წყნარად დავჯდები, დავწერ სტატიებს, გავაკეთებ გამოფენებს და ვიმუშავებ ვთქვათ, ლექტორად, ან მასწავლებლად-მეთქი. პრაღიდან ჩამოსული კი, აქ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. თავიდან კი დავიბენი, მაგრამ ახლა ისეთ საინტერესო ხალხთან და გარემოში მიწევს მუშაობა, რომ ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. სირთულეებიც და შიშებიც გავიარე, მაგრამ ეს ამად ღირდა. ვფიქრობ, თუ შიში და სირთულე ვერ დაძლიე, ესე იგი იქ შენი ადგილი არ არის. ისე, სიმართლეს გეტყვით და, დღესაც ამ შიშების დაძლევის პროცესში ვარ და თუ ეს შიშები არ მექნება, ესე იგი არ ღირს ამ სფეროში ჩემი მუშაობა.
– მარჯანიშვილის თეატრის მმართველის პოსტზე როგორ აღმოჩნდით?
– ესეც სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად მოხდა. 2006 წელს, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, გოკა გაბაშვილმა მიგვიწვია მე და ლევან წულაძე. თეატრებში ცვლილებები იყო დაგეგმილი და მათ შორის მარჯანიშვილის თეატრშიც და ასე, სრულიად შემთხვევით, გავხდი ამ თეატრის მმართველი. ზოგს ჰქონია, რომ თუ ქალი ხარ და მმართველ პოსტზე გიწევს ყოფნა, აუცილებლად მკაცრი უნდა იყო და ზედმეტად მომთხოვნი. მე ასეთი კრიტერიუმები არ მქონია. როგორიც ვარ ბუნებით, ისეთმა შემოვდგი თეატრში ფეხი და ასეთივე უშუალო დავრჩი აქ მომუშავე ნებისმიერ ადამიანთან. მე ბევრი წარმატებული და ძლიერი ქალი მინახავს უფრო რთულ სფეროში მომუშავე, მაგრამ მათ ქალურობა და მომხიბვლელობა არ დაუკარგავთ. ჩემთვის თეატრის მართვა არ არის რთული და დაუძლეველი სამუშაო. გეტყვით იმასაც, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა შავი დღეები. მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც.
– და ასეთ დროს რას აკეთებთ?
– ამ დროს ყველაზე კარგი საშუალება ფიზიკური დატვირთვა, სპორტი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა. ძალიან მიყვარს ცურვა. ბავშვობიდან ვცურავ და ვფიქრობ, ეს სტრესისგან თავდაცვის, ფორმაში ყოფნის, ჯანმრთელობის გაკაჟებისა და განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ერთმა ჩემმა დაქალმა ჭკვიანური რამ მითხრა: როცა პრობლემა გაქვს, არ უნდა ინერვიულო, ჯერ უნდა იფიქრო, მოიძიო ამ პრობლემის გადაჭრის გზები და მერე ინერვიულოო. მე პრობლემა რომ მხვდებოდა, ეგრევე ვიწყებდი ნერვიულობას. ახლა კი ჩემი დაქალის აზრს ვითვალისწინებ და ასე უკეთესად გამომდის საქმე. რისკს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე პრობლემა. მე კი ისეთ საქმეში ვარ, რისკი გარდაუვალია. ასე რომ, ჯერ პრობლემას ვწყვეტ და მერე ვიწყებ მასზე ნერვიულობას.
– რისკიანი ხართ?
– მივხვდი რომ რისკიანი ვარ, რადგან ისეთი ნაბიჯები მაქვს გადადგმული, წინ რომ ვერაფერს ვხედავდი. საერთოდ, არ მიყვარს რაიმეს გათვლა. ვმოქმედებ, ვრისკავ გაუთვლელად და მიმართლებს.
– ესე იგი, იღბლიანი ყოფილხართ.
– ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ისეთი ნაბიჯიც გადამიდგამს, წესით, უნდა „გავჭედილიყავი”, ამ დროს კი იღბალი მშველის. დაგეგმილი დღე მიყვარს, თორემ დაგეგმილი ცხოვრება – არა. ადამიანები ინდივიდები ვართ და თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. ბედისწერის არ მჯერა. მეორე საკითხია, რამდენად გამოგვდის ეს. ბედისწერის არა, მაგრამ ინტუიციის მჯერა. თავად ინტუიცია ძალიან განვითარებული მაქვს, მის კარნახს მივყვები და ვხვდები, რა დროს უნდა გადავდგა ნაბიჯი წინ, რომ გამიმართლოს. ჩემი აზრით, ინტუიციის გარეშე ადამიანი ვერ შედგება, პროფესიაში მაინც. არასდროს მიფიქრია კარიერის მოწყობაზე, იღბალმა გამიმართლა ამ მხრივ და ახლა ინტუიციაც მშველის სამუშაო დღეების სწორად დაგეგმვაში. მაქსიმალურად ვიხარჯები და ამით გარკვეულ წარმატებასაც ვაღწევ ცხოვრებაში.
– ამბობენ, თუ ქალს პირადი ცხოვრება არ აქვს მოწყობილი და მხოლოდ კარიერაში უმართლებს, ეს არასრულფასოვანი წარმატებააო. თავად, თუ მიიჩნევთ სრულფასოვნად წარმატებულ ადამიანად თავს?
– ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებული ვარ, მაგრამ ბედნიერი რომ ნამდვილად ვარ, ეს ზუსტად ვიცი. მე ჩემი საქმე მიყვარს და არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში მიწევს ყოფნა, მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც ვაპირებ ცხოვრებას; მაქვს უთბილესი და უსაყვარლესი ოჯახი; ყველა მოვლენას პოზიტიურად ვუყურებ და ასე ცხოვრება გაცილებით იოლია. ქალზეა დამოკიდებული, როგორ მოირგებს ერთად სამსახურს და პირად ურთიერთობებს. არადა, ამის დაბალანსება ადვილია და ეს ჭკვიან ქალს არ გაუჭირდება. ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. უახლოეს მომავალში გათხოვებას ვაპირებ და მთელი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით ყოფნას, ვინც მიყვარს. ამ ეტაპზე არ მინდა მისი ვინაობის გამხელა, თუმცა გეტყვით, რომ თეატრალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ძალიან კარგი ადამიანია და მის გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება.
– ქორწილს გეგმავთ?
– ვერ გეტყვით, რას ვიზამთ. როგორც გითხარით, პირად ცხოვრებას არასდროს ვგეგმავ. ერთი კი ვიცი, რომ ქორწილში თეთრ კაბას არ ჩავიცვამ. უცნაურია, მაგრამ ბავშვობიდან წითელ საქორწილო კაბაზე ვოცნებობდი (იცინის). საქორწილო მოგზაურობაში კი სიამოვნებით წავიდოდი.
– თაფლობის თვეს სად გაატარებდით?
– რა ვიცი, ყველგან, მაგალითად, სახლში, მთაში, ზღვაზე, ისეთ ადგილებში, სადაც ირგვლივ სილამაზე და სიმშვიდეა, თუნდაც საქართველოში.
– მამაკაცისგან რაიმეში შეზღუდვას აიტანთ?
– ვერც ერთი ქალი ვერ იტანს, როცა მას თავისუფლებას უზღუდავენ. მაგრამ, თუ რაიმე არ მოსწონს საყვარელ მამაკაცს და მთხოვს, რა პრობლემაა, გავითვალისწინებ. მაგალითად, რომ მითხრას, ეს კაბა არ გიხდება და არ ჩაიცვაო, არ ჩავიცვამ და მორჩა. ამისგან უაზრო პრობლემას არ შევქმნი. აი, თუ საყვარელმა ადამიანმა თავისუფლება შემიზღუდა, ნამდვილად დიდ პრეტენზიას გამოვთქვამ და შესაძლოა, ეს სერიოზული განხეთქილების მიზეზიც გახდეს. სხვა პრობლემა არ მაქვს. ვგიჟდები სახლის დალაგებასა და საჭმელების მომზადებაზე. ყველა საოჯახო საქმეს ვასწრებ, მიუხედავად დაკავებული სამუშაო რეჟიმისა. საკუთარი თავისა და დროის მართვა ვისწავლე და მივხვდი, დრო უქმად არ უნდა ხარჯო ადამიანმა. პირადი ცხოვრება თუ თავად არ გამიჯნე, ისე საქმეშიც არ გაგიმართლებს. მიჭირს დროის გადანაწილება, მაგრამ გამომდის და ყველასთვის – ახლობლებისთვის, ოჯახისთვის, საყვარელი ადამიანისა და საკუთარი ინტერესებისთვისაც მრჩება დრო. პირად ცხოვრებას ვერასდროს დავთმობ. კიდევ ვამბობ, ჭკვიან ქალს დროის გადანაწილება არ უნდა უჭირდეს, ასე ცხოვრებაც იოლი ხდება და ურთიერთობებიც. ისე, ყველა ქალს სრულყოფილი ბედნიერებისთვის სჭირდება საყვარელი მამაკაცი, ბავშვები და საყვარელი საქმის კეთება. მე ამას მჯერა, შევძლებ და ეს ყველაფერი ვიცი, აუცილებლად მექნება. საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ვფიქრობ, ამ ახალ წელს საყვარელ მამაკაცთან ერთად შევხვდები. მომავალში კი შვილებისთვისაც, აუცილებლად გამოვნახავ დროს (იცინის).
– თქვენ გარშემო ყველასთვის საყვარელი მსახიობები არიან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ. მათთან ურთიერთობა, როგორც მმართველს, არ გიჭირთ?
– ისინი ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან და ამიტომ, არც მათთან ურთიერთობაა რთული. ერთხელ, ჩემი კაბინეტის კარზე დავაწერე: „დღეს ეკატერინეობაა. გთხოვთ, ნუ შემოხვალთ საჩუქრის გარეშე.” უნდა გენახათ, რამდენი ყვავილი მომიტანეს (იცინის). ნამდვილი, ბატარა ბოტანიკური ბაღი მომიწყვეს კაბინეტში. ერთხელ, გივი ბერიკაშვილმა დაბადების დღეზე მაჩუქა ულამაზესი, დიდი, თბილი, იასამნისფერი შარფი და სადაც დავდიოდი, სულ თან დამქონდა, ისე მიყვარდა. სოფიკო ჭიაურელისგან კი მართალაც შეუფასებელი განძი დამრჩა. მისი ვარსკვლავი რომ იხსნებოდა, მოსაწვევები დავბეჭდეთ. მივუტანეთ ქალბატონ სოფიკოს და რომ ნახა, თურმე, სახელში ერთი ასო შეგვშლია. თავისი ხელით ჩაასწორა, მომაწოდა და მითხრა, ეს შენ, ჩემგან საჩუქრადო. ეს საჩუქარი ფასდაუდებელია და მას დიდი რუდუნებით სახლში ვინახავ.

скачать dle 11.3