კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ფიზიკის ძირითადი კანონები ეჭვქვეშ დააყენოს

მსოფლიოში უმსხვილესი ბირთვული კვლევების ფიზიკის ლაბორატორიის – CERN-ის (შვეიცარია) ექსპერიმენტის შედეგებმა მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შოკი მოჰგვარეს – მათ სამეცნიერო წრეებში ახალი აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება. ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა თავდაყირა დააყენებს აინშტაინის თეორიას, რომელზეც მთელი თანამედროვე ფიზიკაა აგებული. ამ თეორიის თანახმად, სამყაროში ზღვრული სიჩქარეა სინათლის სიჩქარე (300 ათასი კილომეტრი წამში) და არაფერს შეუძლია ამ სიჩქარის გადაჭარბება.
მეცნიერებმა ახლახან ჩაატარეს ცდა ნეიტრინოზე – სუბატომურ ნაწილაკებზე, რომელთა მასა ძალზე მცირედით განსხვავდება ნულოვანი მასისგან. არსებობს რამდენიმე ტიპის ნეიტრინო და, როგორც სწავლულებმა აღნიშნეს, მათ შეუძლიათ, სპონტანურად შეიცვალონ – ერთი ტიპი გადავიდეს მეორეში. რათა დაკვირვებოდნენ ამ პროცესს, ერთი ტიპის ნეიტრინოები, კერძოდ, მიუ-ნეიტრინოები, მათ ცერნის ლაბორატორიიდან გაგზავნეს იტალიის მიწისქვეშა გრან-სასოს ლაბორატორიაში. სწავლულებს უნდოდათ, დაედგინათ რამდენი ტაუ-ნეიტრინო აღმოჩნდებოდა ნაკადში გზის ბოლოს. თუმცა, შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა – ნეიტრინოებმა საჭირო მანძილი – 732 კილომეტრი – წამის რამდენიმე მემილიარდე ნაწილით სწრაფად გაიარეს, ვიდრე სინათლის სიჩქარეა. უფრო ზუსტად, სინათლის სიჩქარეზე გადაჭარბებამ 60 ნანოწამი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს დროის მონაკვეთი ჩვეულებრივ სამყაროში არაფერია, მაგრამ ფიზიკის სამყაროში ძალზე მნიშვნელოვანია.
თვით მეცნიერებსაც, რომელთაც ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს, შედეგი იმდენად არარეალური ეჩვენათ, რომ ის 15-ათასჯერ გადაამოწმეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაშვებულ იქნა შეცდომა ან უზუსტობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცდომილება იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ დარჩა ერთადერთი დასკვნა – შეიძლება სენსაციურ აღმოჩენაზე ვილაპარაკოთ. თუმცა მკვლევრები არ ჩქარობენ, ხმამაღალი განცხადება გააკეთონ. მათი გაგება შესაძლებელია – თუკი ყველაფერი ეს სინამდვილეს შეესაბამება, აინშტაინის ფარდობითობის თეორია წამში ეჭვქვეშ დადგება და მთელი ფიზიკა თავიდან იქნება შესაქმნელი.

скачать dle 11.3