კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პეპსიკომ“, შესაძლოა, მილიარდზე მეტი იზარალოს


ამერიკის ვისკონსინის შტატის სასამართლომ მსოფლიოში გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია „პეპსიკო“ 1,26 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. კომპანიას უმსხვილესი ჯარიმის თავიდან აცილებაც შეეძლო, მაგრამ ამას „პეპსიკოს“ იურიდიული სამსახურის მდივნის უყურადღებობამ შეუშალა ხელი, რომელსაც, უბრალოდ, იმ წერილის არსებობა დაავიწყდა, რომლითაც კომპანიის წარმომადგენლებს სასამართლოში იწვევდნენ. დავა, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობდა, სათავეს 1981 წლიდან იღებს, როდესაც ამერიკის ორმა მოქალაქემ, ჩარლზ ჯოისმა და ჯეიმს ვოიტმა „პეპსიკოს“, „ვის პაკისა“ და „კაროლინა ქენერსის“ დისტრიბუტორებს ჩამოსხმული წყლის ბოთლებით გაყიდვა შესთავაზა. ამ შეთავაზებაზე აღნიშნულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს, მაგრამ, იდეა „პეპსიკოს“ მენეჯერებს ჩაუვარდათ ხელში. რამდენიმე წლის შემდეგ „პეპსიკომ“ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის გაყიდვა დაიწყო, რომელიც მსოფლიოში „აკვა მინერალეს“ ბრენდით გამოდის. ჯოისმა და ვოიტმა „პეპსიკოს“ სასამართლოში უჩივლეს. მომჩივანთა განცხადებით, მათ შესაბამისი შეტყობინება „პეპსიკოს“ ვისკონსინის შტატის წარმომადგენლობაში 2009 წლის ზაფხულში გაგზავნეს, რომელიც სინამდვილეში კომპანიის იურიდიულ სამსახურში მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევარში მივიდა. ეს წერილი „სხვა საქმეებით დაკავებულმა“ მდივანმა უყურადღებოდ დატოვა. საბოლოოდ ვისკონსინის სასამართლომ „პეპსიკოს“ 1,26 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგან ამ უკანასკნელის წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადებულა. „პეპსიკომ“ ამ საქმეს ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქცია, როდესაც ოფიციალური შეტყობინება მიიღო მილიარდზე მეტი დოლარის გადახდის აუცილებლობის შესახებ. ამერიკული კომპანია უახლოეს ხანებში ჯარიმის გადახდის თავიდან აცილებას სასამართლოში საქმის გარჩევის გაგრძელების გზით აპირებს.


скачать dle 11.3