კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიზისის ახალი ტალღა გამორიცხული არაა


როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი, ჯორჯ სოროსი აცხადებს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა გამორიცხული სულაც არ არის. მისი აზრით, პრობლემები სათავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს, სადაც საბანკო სექტორსა და საცალო ვაჭრობაში კრიზისული ვითარება შეიქმნა. მისი თქმით, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკაში მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გამოიმუშავებდნენ. მომავალი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც გახდეს, რომ საბირჟო სფეროს წარმომადგენელნი უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ მიმდინარე კრიზისი არაფრით განსხვავდება წინამორბედებისგან და, აქედან გამომდინარე, ოპტიმისტურადაც არიან განწყობილნი. სოროსის აზრით, მისთვის გაუგებარია, რატომ და რის საფუძველზე უნდა დაიწყოს ეკონომიკური ზრდა ამერიკაში. როგორც ის აცხადებს, დოლარი ძალიან სუსტი ვალუტაა, მაგრამ, საქმე ის არის, რომ სხვა ვალუტები კიდევ უფრო სუსტია. მისი თქმით, კრიზისის გადასალახავად ახალი სავალუტო სისტემის შექმნაა აუცილებელი. სოროსი მსოფლიოს ახალი, გლობალური ვალუტის შექმნას სთავაზობს სესხების სპეციალური უფლებების სისტემის საფუძველზე. იგი ამერიკას მოუწოდებს, მსოფლიოს ახალი ფინანსური სისტემის არქიტექტურის ჩამოყალიბებისას, აუცილებლად გაითვალისწინოს ჩინეთის გაზრდილი ეკონომიკური როლი.


скачать dle 11.3