კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დისტანციის დაცვაა აუცილებელი შეჯახების თავიდან ასაცილებლად

სანამ მართვის მოწმობას ავიღებთ, ვსწავლობთ იმ დისტანციებს, რომელიც აუცილებელია ჩვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის იყოს დაცული. მაგრამ, კონკრეტულად იმ დისტანციებზე, რომელიც შუქნიშანთან გაჩერების დროს, მაღალ სიჩქარესა თუ სხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციაში უნდა დავიცვათ, დეტალურად მევლუდ მელაძე ისაუბროებს: ხშირად იბადება მძღოლებში კითხვა, თუ რას ნიშნავს დისტანციის დაცვა, რა სიჩქარეზე რა დისტანციაა საჭირო და როგორ განვსაზღვროთ ის. მძღოლებს გამოცდის ჩაბარებამდე ჰყოფნით ის ცოდნა, რომელსაც ამასთან დაკავშირებით თეორიის წიგნებიდან სწავლობენ. შემდეგ კი გამოცდილი მძღოლებიც კი ვერ გეტყვიან კონკრეტულ სიჩქარეზე რა დისტანციის დაცვაა საჭირო. მინდა მთავარი გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნაკლებად არის გამოსაყენებელი კონკრეტული მანძილები. მთავარია, რა სიჩქარეზე ვგრძნობთ თავს თავისუფლად. ვთქვათ მიდიხართ X სიჩქარით, იდეალურია დისტანცია, როდესაც წინ მიმავალ ავტომობილზე არ ხართ ფოკუსირებული და მის მანევრზე დამოკიდებული. დისტანცია უნდა იყოს ისეთი, რომ აანალიზებდეთ მდგომარეობას, რომელიც წინ მიმავალი ავტომობილის კიდევ უფრო წინ ხდება. უნდა შეგეძლოთ გვერდით სიტუაციების აღქმაც, დამუხრუჭებაც, მოსახვევში საჭირო სიჩქარით შესვლა და სხვა. თუ თავისუფლად ვერ გრძნობთ თავს ანუ ძალიან მჭიდროდ მიყვებით წინ მიმავალ მანქანას და მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მანევრზე მყისიერი მანევრიც უკვე დაგვიანებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ დაუშვებლად მცირე მანძილით იყავით დაშორებული წინა ავტომობილს. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ქალაქში, ტრასაზეც კი საკმაოდ მცირე დისტანციით დადიან მძღოლები. წინა ავტომობილის მოულოდნელად დამუხრუჭების შემთხვევაში უკან მიმავალს ექსტრემალური დამუხრუჭება და საავარიო სიტუაციის შექმნა უწევს იმის გამო, რომ წინას არ მიეჯახოს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ, იმ შემთხვევაში თუ მოულოდნელად წინა მანქანა ჩაქრა, მას უკნიდან დაჯახება მოუწევს.
– ერთხელ თუ არ დაეჯახე როგორ უნდა განსაზღვრო ეს დისტანცია?
– თუ დაეჯახე, უკვე ძალიან გვიანაა და მერე დამიჯერეთ, არასდროს დაგავიწყდებათ ეს დისტანცია (იცინის). მაგრამ, მანამდეც ძალიან იოლია ამის განსაზღვრა. ყველა მძღოლმა საკუთარი სხეულივით იცის მისი ავტომობილის ანატომია – თუ რა სიჩქარეზე როგორ შენელდება, რამდენ ხანში ჩერდება ბოლომდე და სხვა. თუ არ იცის, ამისთვის უნდა გაივარჯიშოს. სადმე, უსაფრთხო ადგილას განავითარეთ X სიჩქარე, მაგალითად, 60 კილომეტრი საათში და მკვეთრად დაამუხრუჭეთ – მიხვდებით რამდენი დრო სჭირდება ავტომობილს გაჩერებისთვის. ამას რამდენჯერმე თუ გააკეთებთ, მიხვდებით, რამდენი სჭირდება თქვენს ავტომობილს სრული გაჩერებისთვის. შემდეგ უკვე, როდესაც ქუჩაში მანქანას უკან გაჰყვებით, წარმოიდგინეთ, რომ მან მკვეთრად დაამუხრუჭა – თქვენი რეაქცია და ავტომობილის შენელების უნარი საკმარისი იქნება თუ არა სრული გაჩერებისთვის ისე, რომ შეჯახება თავიდან აიცილოთ და არც უკნიდან მოგასკდეთ ვინმე?!
– შუქნიშანთან რა ხდება?
– მარტივია! შუქნიშანთან უნდა გაჩერდეთ ისე, რომ თუ წინა მანქანა ჩაქრა, ან დროულად ვერ დაიძრა, გვერდის ავლა მოახერხოთ და მისი ლოდინი არ მოგიწიოთ; ან ოდნავ უკუსვლით გასვლა და მერე მისი გვერდის ავლა შეძლოთ. ამ დისტანციას ჩვენ დედაქალაქში თითქმის არავინ იცავს. ძალიან იშვითად, შეიძლება, დაგჭირდეთ ამ დისტანციის გამოყენება, მაგრამ როცა დაგჭირდებათ, მიხვდებით, კომფორტულია და არ მოგიწვეთ სიგნალების გაბმა იმისთვის, რომ გაგატარონ. ასევე, დისტანცია მნიშვნელოვანია, როცა დგახართ და ხედავთ, რომ უკან მომავალი მანქანა იმდენად სწრაფად მოდის, დამუხრუჭების შემთხვევაშიც კი, შეიძლება შეგეჯახოთ. თქვენ ოდნავ წინ მიწევით და ამ დაძაბულ სიტუაციას აბსოლუტურად სუფთად, ფათიფუთის გარეშე განტვირთავთ. თუ აღმართზე დგახართ უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება, თქვენ წინ მიმავალი მანქანის მძღოლს ახალი ნასწავლი აქვს ტარება და სანამ წინ წავა, ოდნავ უკან დაგორდება.
იგივენაირად უნდა განსაზღვროთ დისტანცია თოვლსა და ყინულზეც. უსაფრთხო ადგილას გადით, განავითარეთ ის სიჩქარე, რომლითაც ძირითადად გიწევთ სიარული და მკვეთრად დაამუხრუჭეთ. ამას დაუმატეთ ის წამის მეასედი, რომელიც რეაგირებაში გჭირდებათ. მაღალ სიჩქარეზე, ჯერ მარტო გააზრებასა და მუხრუჭზე ფეხის დადგმაში, მინიმუმ ორმოცდაათ მეტრს გადის ავტომობილი და შემდეგ იწყებს უკვე სვლის შენელებას.

скачать dle 11.3