კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში უხანგრძლივდება ცხოველს ბეწვის ცვლის პერიოდი და რა ვიტამინები უნდა დავუმატოთ ძაღლს ამის ასაცილებლად

თუ სახლში ძაღლი გყავთ და მასზე პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, ამ არსების შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეთ. თუნდაც ის, რომ ცხოველი სეზონურად ბეწვს იცვლის და ამ სეზონში შემოდგომაც შედის, თუმცა, არის გამონაკლისი პერიოდებიც. ამიტომ, თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ძაღლს ბეწვი სცვივა, ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებ კი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრება.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ყველა ცხოველი, მოკლებეწვიანების ჩათვლით, იცვლის ბეწვს. ეს პროცესი პერიოდულად ხდება და იცვლება თითქმის მთლიანი თმიანი საფარველი, შემდეგ კი ამ ადგილებში იზრდება ახალი ბეწვი. საერთოდ, თმის ღერი 3-4 თვე ცოცხლობს, რის მერეც ის კვდება და მის ადგილას ახალი თმა ამოდის.
– წელიწადში რამდენჯერ იცვლის ძაღლი ბეწვს?
– ძაღლები, საშუალოდ, წელიწადში ორჯერ, თითქმის მთლიანად იცვლიან თმიან საფარველს, კატებში კი აღნიშნული პროცესი დამოკიდებულია მისი მოვლის პირობებზე. ბეწვის ცვლას ახასიათებს სეზონურობა, მაგრამ, ხანდახან ის პროცესი არ ემთხვევა ხოლმე აღნიშნულ პერიოდს. მაგალითად, მდედრობითი სქესის ძაღლებსა და კატებს იმ პერიოდშიც სცვივათ ბეწვი, როცა ისინი შთამომავლობის კვებას ამთავრებენ. ეს ხდება მშობიარობიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ.
– რა რაოდენობის ბეწვი უნდა დასცვივდეს ცხოველს სეზონურად?
– სეზონური ბეწვის ცვლა კატასტროფას ჰგავს, რადგან ცხოველებს სცვივათ ძალიან დიდი რაოდენობის ბეწვი. გრძელბეწვიანებში ბეწვი ცვივა ერთად შეტყუპებული, რამდენიმე ბეწვის ძირის სახით, მოკლებეწვიანებში აღნიშნული პროცესის დროს, ბეწვები ყველგან იფანტება და მკვდარი ბეწვით ივსება გარემო, სადაც ცხოველი იმყოფება. ეს, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურია, ჯანმრთელობისთვის საშიშია.
– რა უნდა გააკეთოს ამ დროს პატრონმა, რით უნდა დაეხმაროს თავის ცხოველს?
– ამ პერიოდის განმავლობაში დროულად რომ მოვახდინოთ მკვდარი ბეწვის მოცილება, აუცილებელია, მოვიმარაგოთ სპეციალური აღჭურვილობა, მაგალითად: სავარცხელი, ჯაგრისი და ასე შემდეგ. აღნიშნული აღჭურვილობები სხვადასხვა სახისა და ფორმისაა. გრძელბეწვიანებისათვის ძირითადად გამოიყენება ლითონის სავარცხლები და ბეწვის საჭრელები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ფორმა და მოყვანილობა. განსხვავებული ფორმები იმისთვისაა საჭირო, რომ საგულდაგულოდ მოხდეს ყველა სახის ბეწვის მოშორება.
– რა სიხშირით უნდა დაივარცხნოს ცხოველი?
– სეზონური ბეწვის ცვლის დროს აუცილებელია ცხოველის ყოველდღიური ვარცხნა – ამით დავაჩქარებთ აღნიშნულ პროცესს და თავიდან ავიცილებთ ბეწვის დაყრას მთელ ბინასა და ეზოში. ისიც გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ცხოველის ყოველდღიური ვარცხნა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ბეწვის ცვლის პერიოდი.
– თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც. პატრონები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათ ცხოველს ბეწვი თითქმის სულ სცვივა. რატომ?
– გაცილებით რთულია შემთხვევაა, როცა ცხოველს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში სცვივა. ეს, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ ცხოველები ცხოვრობენ ოთახებში, პატრონებთან ერთად, გარემოს მუდმივი ტემპერატურის პირობებში, რის გამოც ირღვევა „ჩაცმა-გახდის” ბიოლოგიური რიტმი და ამიტომ ბეწვის ცვლის პერიოდი ხდება ხანგრძლივი და გრძელდება თვეობით შემდგომ სეზონამდე. აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად საჭიროა ცხოველის რეგულარული ვარცხნა, ასევე, საკვების დაბალანსება აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავებით, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები და ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა გამომუშავებაც არ ხდება ცხოველის ორგანიზმში. ესენია: ომეგა 3 და ომეგა 6. აღნიშნული ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს კანისა და ბეწვის საფარველის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე ბეწვის ცვლის პროცესის დაჩქარებასა და ჯანსაღი ბეწვის ზრდას.
– ბეწვის ცვლის პერიოდში თუა რეკომენდებული ცხოველის ბანაობა?
– ბანაობა ბეწვის ცვლის პერიოდში აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ ცხოველის სისუფთავე, თუმცა, აღნიშნული პროცედურა არანაირად არ მოქმედებს თმის ცვენის პროცესის დაჩქარებაზე.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ, თუ ბეწვის ცვლის პერიოდის გახანგრძლივების დროს, ცხოველს არ ექცევა სათანადო ყურადღება, კერძოდ, არ ხდება მისი სისტემატური ვარცხნა, გაპუტვა თუ გაკრეჭა, შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი დაავადებები, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ რთული და შრომატევადია. ესენია, პირველ ყოვლისა, კანის ინფექციური დერმატიტები, საიდანაც შემდეგ, კანის დამცველობითი ბარიერული ფუნციის დაქვეითების გამო, ადვილად ხდება სოკოვანი და კანის ინვაზიური დაავადებების განვითარება.
სეზონური ბეწვის ცვლის პერიოდი არ უნდა აგვერიოს იმ დაავადებებში, რომლებისთვისაც თმის ცვენაა დამახასიათებელი. რაც, შეიძლება, იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და კანის სხვადასხვა სახის დაავადება, იქნება ეს დერმატოფიტოზები თუ კანი სხვადასხვა სახის ინფექციური და ინვაზიური დაავადებები. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ვეტერინარს, რათა დროულად აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემა.

скачать dle 11.3