კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ძაღლს ტანზე გამოაყარა და მთელი საღამო იქავებდა. იქნებ მითხრათ, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე მწერმა დაკბინა თუ სხვა მიზეზია?
პასუხი: უმჯობესია, ცხოველი ვეტერინართან მიიყვანოთ, რომელიც დაათვალიერებს მას და სწორ დიაგნოზს დაუსვამს. ზეპირად ცოტა რთულია რჩევის მიცემა, თუმცა ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ცხოველის კანზე ნებისმიერი სახის გამონაყარის, სიწითლისა და ქავილის დროს, შესაძლოა, საქმე ამა თუ იმ ალერგიასთან გვქონდეს. ვეტერინარი კი აუცილებლად დაადგენს, რა სახის ალერგია აქვს ცხოველს, ასევე, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობასა და დიეტას.
კითხვა: თუ შეიძლება, ორი სიტყვით მითხარით, ძირითადად რა განაპირობებს, ძაღლის ბეწვის ბზინვარებას?
პასუხი: ძალიან კარგია, თუ ეს გაინტერესებთ. ბევრ პატრონს ჰგონია, რომ ცხოველს ბეწვის ბზინვარებისთვის მხოლოდ კარგად შერჩეული შამპუნია საკმარისი, მაგრამ ეს ნამდვილად არ კმარა. გახსოვდეთ, ბეწვის ჯანმრთელობისა და ბზინვარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილის რაოდენობას, რადგან თმის ღერის შემადგენლობაში 90 პროცენტი ცილაა. ორგანიზმში ცილის ან გარკვეული ჯგუფის ამინომჟავების დეფიციტი კი იწვევს თმის ხარისხის გაფუჭებას, ცვენას, ან ზრდის შენელებას, ასევე, ბეწვი ხდება უხეში და ადვილად მტვრევადი.
კითხვა: მაინტერესებს, რომელიმე ჯიშის ძაღლისთვის შემოდგომაზე თუ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო და რატომ?
პასუხი: ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ მონადირე ძაღლები, რადგან, ნადირობის სეზონთან დაკავშირებით, ისინი აქტიურად გაჰყავთ სანადიროდ მინდორში. ყურადღებას მოითხოვს ბეწვის საფარველი. თუ მონადირე ძაღლი გრძელბეწვიანია, შემოდგომის პერიოდში სასურველია ბეწვის შემოკლება, რაც თავიდან აგვარიდებს ცხოველის გადახურებას ცხელ ამინდში; ასევე, დააზღვევს ძაღლს ბეწვისა და კანის საფარველის, ბალახების თესლებითა და ნაყოფებით დაზიანებისგან, რაც დისკომფორტს უქმნის ცხოველს, მექანიკურად აზიანებს კანის საფარველს და ქმნის საფუძველს სოკოვანი თუ სხვა სახის ინფექციური დაავადებისთვის. ამიტომ, თუ თქვენ მონადირე ძაღლის მფლობელი ხართ და მას დანიშნულებისამებრ იყენებთ, განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება და გაითვალისწინოთ ყოველივე ის, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

скачать dle 11.3