კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სატელევიზიო ექიმს უყვარს მეძავები, ალკოჰოლი და ნარკოტიკები და რა როლი ითამაშა „სასწრაფომ” ჯორჯ კლუნის ცხოვრებაში

სულ ახლახან ამერიკაში სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გაერკვია მამაკაცის ყველაზე სექსუალური პროფესია. სხვადასხვა ვერსიით, რეიტინგის პირველ ხუთეულში ექიმი მამაკაცები მოხვდნენ, რომელთა თეთრი ხალათები და სტეტოსკოპები კისერზე, ქალების ნაწილისთვის ეროტიკული ფანტაზიის გამომწვევ მიზეზად დასახელდა. „თბილისელების” ამ ნომერში ყველაზე ცნობილი ტელე და კინოექიმების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებმაც, რა თქმა უნდა, გავლენა იქონიეს ქალების ცნობიერებაზე და მათ თვალში სექსუალურობის ეტალონები გახდნენ.
ექიმი ჰაუსი – ჰიუ ლორი
ამავე სახელწოდების ფილმის მთავარი გმირი, ექიმი ჰაუსი, ბრიტანელი მსახიობის, ჰიუ ლორის საუკეთესო როლად ითვლება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, სექსუალური და ქარიზმატული ექიმის პერსონაჟი შექმნა ტელესივრცეში. ჰაუსი არ ატარებს თეთრ ხალათს, თუმცა, ყველამ იცის, რომ მის მიერ დასმული დიაგნოზი ასი პროცენტით სწორი იქნება, რადგან ჰაუსი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლით გადაადგილდება, უყვარს ალკოჰოლი, მეძავები და, არც ნარკოტიკების მიმართ არის გულგრილი. „ჰაუსი“ რომ პოპულარული სერიალია ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ სულ მალე მერვე სეზონის პრემიერა შედგება, რასაც მოუთმენლად ელიან ტელემაყურებლები.
ექიმი დორიანი – ზაქარი ბრაფი
ექიმი დორიანი, იგივე ჯეი დი, ზაქარი ბრაფის შესრულებით, სერიალიდან „კლინიკა”, ტელეექიმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბნეული, თუმცა, ამავე დროს, კეთილი და გულისხმიერი ექიმი-სტაჟიორია. ცხრა სეზონის განმავლობაში „კლინიკა” ტელეარხების – „ენბისისა” და „ეიბისის” საეთერო ბადის პრაიმ-თაიმში გადიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებს შორის. ზაქარი ბრაფი ცხოვრებაშიც სამედიცინო სფეროსთან თანამშრომლობს და, მისი ფინანსური დახმარებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია აუტიზმის საწინააღდეგო წამლის შექმნაზე მუშაობს. სხვათა შორის, ზაქარი ბრაფი შესრულებული როლისთვის რამდენჯერმე იყო წარდგენილი პრესტიჟულ სატელევიზიო პრემიებზე – „ემიზე” და „ოქროს გლობუსზე”.
ექიმი გრინი – ენტონი ედვარდსი
„სასწრაფო დახმარების” მთავარმა ექიმმა, მარკ გრინმა, ენტონი ედვარდსის შესრულებით, ჯერ კიდევ 1994 წელს შემოიღო მოდა ტელეექიმებზე. პირად ცხოვრებაში წარუმატებელი, მაგრამ, ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული გრინი სერიალის ერთგული მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი გახდა. მას თაყვანისმცემლები საქართველოშიც კი ჰყავდა, როდესაც „სასწრაფოს” ტრანსლირებას „რუსთავი-2” ახორციელებდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, სანამ „სასწრაფოს” პედიატრიულ განყოფილებას ექიმი როსი, იგივე ჯორჯ კლუნი ხელმძღვანელობდა, მარკ გრინი მის ჩრდილში იმყოფებოდა.
ექიმი როსი – ჯორჯ კლუნი
ჯორჯ კლუნს პირველი აღიარება და მილიონობით თაყვანისმცემლის სიყვარული თეთრმა ხალათმა და პედიატრიის განყოფილებამ მოუტანა. სერიალში „სასწრაფო” კლუნმა მექალთანე დაგ როსის როლი შეასრულა და ამით შეაღო კარი დიდ კინოში. კლუნმა ხუთი სეზონი ითამაშა სერიალში და ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის რანგში დაასრულა თავისი სატელევიზიო კარიერა. საინტერესოა, რომ, როდესაც „სასწრაფოს” ბოლო, მე-15 სეზონის გადაღებას იწყებდნენ, სერიალის აბსოლუტურად ყველა ვარსკვლავმა, მათ შორის ჯორჯ კლუნმა, მონაწილეობა მიიღო ბოლო ეპიზოდის გადაღებაში, რითაც პატივისცემა გამოხატეს იმ ფილმის მიმართ, რომელმაც თითოეულ მსახიობს მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩინა.
ექიმი კარეევი – ჯასტინ ჩემბერსი
სერიალ „გრეის ანატომიას” ქირურგი, ინტერნი და ბოლოს ორდინატორი ალექს კარეევი, პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვის იცლის. ექიმი კარეევი ჯასტინ ჩემბერსის ყველაზე ცნობილი როლია კინოში. ყოფილმა მოდელმა, რომელიც კარიერას პარიზში იწყებდა, ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, სამსახიობო ოსტატობის კურსები დაამთავრა, კინოთი დაინტერესდა და ბედი ჰოლივუდში სცადა. „მუშკეტერი”, „ქორწილების ორგანიზატორი”, „ზოდიაქო” – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, სადაც ჩემბერსმა მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა. ამჟამად „გრეის ანატომიის” მერვე სეზონის გადაღებებია დაწყებული და სულ მალე მაყურებელი კვლავ შეხვდება თავის საყვარელ გმირებს.
ექიმი ბიკოვი – ივან ოხლობისტინი
ივან ოხლობისტინი და მისი გმირი სერიალიდან „ინტერნები” – ექიმი ბიკოვი, რუსული გასართობი არხის „ტეენტეს” ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. სერიალის პრემიერა 2010 წელს შედგა და მას შემდეგ მისი აუდიტორია ყოველდღიურად იზრდება, რაც სწორედ ოხლობისტინის (რომლის მშობელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 39 წელი იყო), ქარიზმატული გმირისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ინტერნების დამსახურებაა. ოხლობისტინი თანამედროვე რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაა, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც რეჟისორმა, სცენარისტმა, მწერალმა, დრამატურგმა და ჟურნალისტმა. 90-იან წლებში იგი სკანდალურობითა და ეპატაჟური საქციელით იქცევდა პრესის ყურადღებას, 2000-იან წლებში კი, ყველასთვის მოულოდნელად, საერო ცხოვრებაზე უარი თქვა, მამა იოანედ ეკურთხა ტაშკენტის არქიეპისკოპოსის ვლადიმირის მიერ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და წმიდა სოფიას ტაძარში მსახურობდა მოსკოვში, თუმცა, არ შეუწყვეტია სცენარისტობა და პერიოდულად ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას. 2010 წელს ოხლობისტინმა ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის პატრიარქ კირილს, რათა იგი დროებით გაეთავისუფლებინათ საეკლესიო მსახურობისგან. თავისი თხოვნა ოხლობისტინმა ოჯახის შესანახად თანხების უკმარისობით ახსნა და კინემატოგრაფში დაბრუნების სურვილი დაასახელა. პატრიარქმა კირილმა დააკმაყოფილა მსახიობის თხოვნა და გამოთქვა სურვილი, რომ, თუკი მომავალში ივანი ისევ გააკეთებს არჩევანს ეკლესიის სასარგებლოდ, იგი კვლავ აღუდგენს მას წოდებას. ამჟამად ოხლობისტინი მთლიანად არის ჩართული სერიალის გადაღებებში. გარდა ამისა, სულ ახლახან მან გამოთქვა სურვილი, რომ კენჭი იყაროს 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, მალევე გადათქვა და განაცხადა, რომ კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან, ჯერ არ იცის რა იქნება მომავალში. ცნობისთვის, ერთ-ერთ ინტერვიუში ოხლობისტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ, მას შემდეგ, რაც სერიალის გადაღებები დასრულდება, შესაძლოა, იგი კვლავ დაუბრუნდეს ეკლესიას.

скачать dle 11.3