კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფინეთი ყველაზე ხარისხიანი ქვეყანაა


„ფინეთი იდეალური ქვეყანაა მათთვის, ვინც კეთილდღეობის დონეს, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სიტყვის თავისუფლებას ერთნაირად აფასებს,“ – ამ დასკვნამდე დამოუკიდებელი კომპანია „ლეგატუმ ინსტიტუტი“ მივიდა, რომელმაც 100-მდე ქვეყანას, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტამდე ცხოვრობს, საკუთარ რეიტინგში შესაბამისი ადგილი მიუჩინა. ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას არა მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დონე, არამედ ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები, პიროვნული თავისუფლება და დემოკრატიულობაც გაითვალისწინეს. „ლეგატუმ ინსტიტუტის“ მიერ შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელსაც სკანდინავიური ქვეყნები – შვედეთი, დანია და ნორვეგია მოსდევენ. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მხოლოდ მე-9 ადგილზე გავიდა, ისეთმა სახელმწიფოებმა გაუსწრეს, როგორიც ავსტრალია (მე-6 ადგილი) და კანადაა (მე-7 ადგილი). დიდმა ბრიტანეთმა რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. აზიურ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე იაპონია (მე-16 ადგილი), ჰონკონგი (მე-18 ადგილი), სინგაპური (23-ე ადგილი) და ტაივანი (მე-7 ადგილი) აღმოჩნდნენ. აზიური სახელმწიფოების არცთუ საუკეთესო მაჩვენებლები პიროვნული თავისუფლების დაბალი ხარისხითა და დემოკრატიის ნაკლებობით არის გამოწვეული. ასე, მაგალითად, ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, „ლეგატუმ ინსტიტუტის“ მიერ შედგენილ რეიტინგში დემოკრატიის დაბალი დონის გამო, მხოლოდ 75-ე ადგილზე გავიდა.


скачать dle 11.3