კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცური პოზიცია

ქალებს მუდმივად სჭირდებათ იმის დადასტურება, რომ ის უყვართ. იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავში ეპარებათ ეჭვი, უბრალოდ, ქალი გაცილებით ემოციური არსებაა და ეს ემოციები არ ასვენებს.
მზერა, შეხება, ალერსიანი ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ თავი ბედნიერად იგრძნო, თანაც – საკმაოდ დიდი ხნით. აუცილებელი არ არის, ქალს ხშირად უთხრა – „მიყვარხარ“. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფრაზა – „მე მინდა შენთან ყოფნა, მოდი, ჩემთან!” – სასწაულებს ახდენს.
ქალური სისუსტე, რომელიც მარტო გარეგნობაში არ გამოიხატება, ხშირად იჩენს თავს შეკითხვაში: „მე შენ ისევ გიყვარვარ?” ან „მე შენ გჭირდები?” რა ქნას ქალმა, თუკი მუდმივად განიცდის სითბოს დეფიციტს? მას არ ეყოფა მხოლოდ გვერდით ყოფნა. ეს არ არის ჭირვეულობა, როგორც ეს მამაკაცებს ჰგონიათ. ეს მათ ბუნებაში, მათ ხასიათში ზის და, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერაფერს შეცვლიან.
მამაკაცური პოზიცია – ჭირვეულობს, რადგან უნდა, უფრო მეტად „დამაბას“ – გაუმართლებელია და მცდარი. ჭირვეულობს იმიტომ, რომ სითბო, ყურადღება მოაკლდა. ის ზის და ნატრობს: „მომწეროს თუნდაც ერთი სიტყვა, ნაზი და ემოციური. მხოლოდ, ერთი სიტყვა... ნუთუ, ეს ასეთი ძნელია“?! მამაკაცს კი უკვირს – „მომწერე ან მითხარი რამე!” – რა ბავშვობააო. სინამდვილეში კი მას ქალში სწორედ ეს ბავშვი მოსწონს და უყვარს. სამწუხაროდ, ქალს ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია, იფიქროს საყვარელ მამაკაცზე, თუნდაც კლდის ქიმზე ცალი ხელით იყოს დაკიდებული, რისი უნარიც მამაკაცებს არ გააჩნიათ, იქნებ, მათდა სასიკეთოდ – ისინი ხომ ისეთი სუსტები არიან. აქვთ პოზიციები და მათი დაცვით ხშირად ძალიან სასაცილონიც ხდებიან. მათთვის ყველაფერს თავისი დრო აქვს და მერე... უამრავი დრო, ენერგია და ნერვები ეხარჯებათ საკუთარი არგუმენტის გამყარებაში: „მე ხომ სამსახურში ვიყავი და არა ვიღაცასთან ერთად კინოში“!..

скачать dle 11.3