კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გროვდება მარილები სახსრებში და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია ხანში შესულებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.
ართროზი ხშირად უვითარდებათ იმათ, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა და სიმსუქნე. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. გარკვეული როლი აკისრია მემკვიდრეობით ფაქტორსაც.
ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი – კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილსა და სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენები. ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.
დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილება. ხშირად მარილის დაგროვებასა და ძვლოვან წანაზარდებს რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ეგრეთ წოდებული სპონდილოართროზის ან ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსიობის ტკივილი კისრის, ზურგის, გულმკერდის, წელის არეში. შესაძლოა, ამ დროს თავის ტკივილიც იგრძნოთ.
სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს სათანადო არის – მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების და ასე შემდეგ ტკივილს. შორსწასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია, დამახინჯება, მოძრაობის შეზღუდვა. მძიმე შედეგია სახსართა დარღვევა და კიდურის დამოკლება, რაც მოჰყვება ბარძაყის სახსრის დაზიანების მძიმე ფორმას. განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ადამიანები ცივ და ნესტიან ამინდში. მათ ტკივილი უძლიერდებათ მუშაობის, სიარულის, დაღლილობის დროს.
ამ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.
იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი, სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში უნდა წარიმართოს სამკურნალო სპეციალისტის რჩევით.
ადამიანი, რომელსაც გამოაჩნდა ართროზის პირველი ნიშნები, ბევრს უნდა მოძრაობდეს, დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას; კვება კი ჩვეულებრივი უნდა იყოს – საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული დიეტა. მხოლოდ იმათთვის, ვისაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის სახით, უნდა შეიზღუდოს საკვები, კერძოდ, პურეული, ტკბილეული, ცხიმი.
არ არის სწორი, თითქოს მლაშე საჭმელი აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. სუფრის მარილი ქლორნატრიუმია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები – კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

скачать dle 11.3