კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკლესიის მამათა სწავლებანი ანტიქრისტეზე

... ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი. თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს“ (2 თეს. 2.7).
მღვდელმთავარი
კირილე ალექსანდრიელი
ვინ არის ანტიქრისტე
1) „ანტიქრისტე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს. წინსართი „ანტი“ შეიძლება ორგვარი მნიშვნელობით იყოს ნახმარი: „წინააღმდეგ“ და „მაგიერ“.
სახელი ანტიქრისტე წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით იხმარება:
1) ქრისტეს ყველა მტერი (მოქიშპე), რომელიც ეწინააღმდეგება სახარების მოძღვრების გავრცელებას, აყალბებს მის სწავლებებს და უარყოფს ქრისტიანულ დოგმატებს (იოანე 2.22; იოანე 4.3; იოანე 8).
2) ეს არის პიროვნება, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა ქრისტიანობის განადგურების მიზნით.
პირველი მნიშვნელობით, ანტიქრისტეები შეიძლება ეწოდოთ: წარმართული სამყაროს იმ მეფეებს, იმპერატორებსა და გამგებლებს (თავის დამქაშებთან ერთად), რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ებრძოდნენ ქრისტიანობას; დევნიდნენ, ხოცავდნენ, აწამებდნენ ქრისტეს მიმდევრებს და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ჩანასახშივე ჩაეკლათ ქრისტიანობა (ეკლესია მათ რიცხვს მიაკუთვნებს: ტიბერიუსს, ნერონს, დომიციანეს, ტრაიანეს, ადრიანეს, მაქსიმიანეს, დიოკლეტიანე განდგომილს და ასე შემდეგ. აგრეთვე, ძველი და ახალი დროის ყველა ერეტიკოსს და მწვალებელს, რომლებიც ცდილობდნენ, შეერყვნათ და დაემახინჯებინათ ქრისტიანული მოძღვრება). ქრისტიანობის ისტორიის გარიჟრაჟიდანვე იჩინა თავი უამრავმა სექტამ და მწვალებლობამ, რომელთა ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს: არიოზის, ნესტორის, მანიქეველთა და ასე შემდეგ. ქრისტეს ეკლესიაში განხეთქილების შეტანის ყველა ორგანიზატორი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეცდუნებინათ თავისი ცრუ მოძღვრებებით და ჩამოეშორებინათ ჭეშმარიტი რწმენისგან, მართლმადიდებლობისგან (ეს „ტრადიცია“ დღესაც გრძელდება. ამაში გვარწმუნებს მთელ მსოფლიოში და უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაშიც სოკოებივით მომრავლებული ათასნაირი სახელწოდების სექტა და სექტანტები, რომელთა ძალისხმევაც სწორედ მართლმადიდებლობის ჩაკვლისკენაა მიმართული და რომლებიც ასევე, ანტიქრისტეებად შეიძლება იწოდონ).
ყველა ზემოჩამოთვლილ პიროვნებას შეიძლება ეწოდოს ანტიქრისტე. ისინი არიან წინამორბედნი უკანასკნელი, ყველაზე საშინელი ანტიქრისტესი, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა (და რომელიც მოიტანს ამ დაღუპვას). ასეთ ანტიქრისტეებზე, ყველაზე უკანასკნელი და ყველაზე საშინელი ანტიქრისტეს წინამორბედებზე უწინასწარმეტყველებს პავლე მოციქული ეფესელ ქრისტიანებს: „ჩემი მოსვლის შემდეგ შემოვლენ თქვენთან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს და თვით თქვენგან აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ...“ (საქმე 20.29-30); მათზევე საუბრობს იოანე მოციქული თავის წერილებში. მაგრამ ისინი მხოლოდ წინამორბედნი (და გზის გამკვლევნი) არიან ანტიქრისტესი. ანტიქრისტეს სულმა უკვე დიდი ხანია, დაიწყო ეს საშინელი ომი ქრისტესა და მისი წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ სატანის ცრუ წინასწარმეტყველებისა და ერეტიკოსების ძალისხმევის მეშვეობით. სწორედ ანტიქრისტეს ეს „წინამორბედნი“ ხელმძღვანელობენ მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესს, რომელსაც წმიდა პავლე მოციქულმა „განდგომილები“ უწოდა (2. თეს 2.3). ამ პროცესის არსი მდგომარეობს კაცობრიობის სულ უფრო და უფრო დაშორებაში სახარების შეურყვნელი მოძღვრებებისგან და სახარებისეული მცნებების სხვა ადგილებით შეცვლაში.

скачать dle 11.3