კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ბასილი დიდი: ბავშვი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს სულს და ამიტომაც არ ემართება ის, რაც მოზრდილ ადამიანს, როცა მასში ერთდროულად ორი განსხვავებული ხმა ისმის. ერთი ამბობს: თავად ჭამე, მეორე – იმას შეეწიე, ვინც გთხოვს. ერთი ამბობს: სამაგიერო მიაგე, მეორე კი შეუნდე. ერთი ამბობს: დაიჯერე, რასაც გეუბნებიან, მეორე – თავად განსაჯე. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ხშირად ესმის მას ეს ორი განსხვავებული ხმა: ერთი – სხეულის, მეორე – სულის. კარგად გრძნობს თავს ის, ვინც სულის ხმას მიაყურადებს და არა ხორცისას.
პეტრე დამასკელი: შეუძლებელია ერთდროულად იზრუნო სულზეც და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზეც. თუ ამქვეყნიური კეთილდღეობა გსურს, – დათმე სული; თუ სულის ხსნა გინდა – უარი თქვი კეთილდღეობაზე. სხვაგვარად, გამუდმებით იფორიაქებ, ვერ მოიპოვებ ვერც ერთს და ვერც მეორეს.
პაისი მთაწმინდელი: სანამ ადამიანი ჭკუაზე მოვა, ის ცხოველური ყოფით ცხოვრობს. კარგად გრძნობს თავს თუ ავად, მისი ბრალი არაა. მაგრამ დგება დრო, როცა მას შეუძლია თავად განსაჯოს, რა უნდა აკეთოს, ადამიანი თავის აზროვნებას იმ ცუდის გასამართლებლად ხმარობს, რაც მას სიამოვნებს და რასაც მიეჩვია. აი, ამას მიჰყავს ადამიანები იმ ცდუნებამდე და ცრუმორწმუნეობამდე, რომელთა გამოც ყველაზე მეტად იტანჯება კაცობრიობა.
ეფრემ ასური: ცოდვებთან ბრძოლის მისაჩვევად დროდადრო უნდა შეწყვიტო კეთება იმისა, რასაც მიჩვეული ხარ, რომ იცოდე, ხორცს შენ იმორჩილებ, თუ ხორცი – შენ.
იოანე სინელი: ყველაზე უბრალო, მაგრამ დიდი უბედურებისკენ მომავალი ცოდვა – ცდუნებაა, რომელიც ორი სიტყვით გამოიხატება: „ყველა ასეა.”
მათე მახარებელი: ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციური მამისგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქონ ისინი. ჭეშმარიტად მეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
გრიგოლ პალამა: დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა და არა ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ... როდესაც ვსხედვართ ხელსაქმისთვის, როდესაც დავდივართ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია, ვილოცოთ გონებით და აღვასრულებდეთ გონებით ლოცვას, ღმრთისათვის სათნოს, ჭეშმარიტ ლოცვას. სხეულით ვემსახუროთ, ხოლო სულით ვილოცოთ.
სიმეონ ღვთისმეტყველი: ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო ისაა, რომ ქრისტეს ღვთაებრივი გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში, შედის სწორედ სარწმუნოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად... და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს უკვე აღარ ძალუძს ყოველივე ქვეყნიერი უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს...
იოანე ოქროპირი: ადამიანთა ცხოვრება მუდმივი ნეტარება იქნება, ცრუმორწმუნეობა, ცდუნება და ცოდვები რომ არ აფერხებდეს ამ სასურველ და მათთვის მისაწვდომ კეთილდღეობას. ცოდვა – ხორციელი ლტოლვის აღსრულებაა; ცდუნება – ადამიანის მცდარი დამოკიდებულება სამყაროსთან; ცრუმორწმუნეობა კი – ჭეშმარიტად მიჩნეული ცრუ მოძღვრება.

скачать dle 11.3