კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იქცევა ცოლი მოღალატე მამაკაცისთვის შეუცვლელ და ერთადერთ ქალად

თუ ქალი ჭკვიანი და ძლიერია, მას ღალატის არ ეშინია, რადგან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. დაუჯერეთ ფსიქოლოგებს და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგიური ტრენინგია და თვითდარწმუნების მეთოდი, ვიდრე „წამალი” ღალატისგან დასაცავად. იმუნიტეტის გამომუშავება ღალატზე კარგი იქნებოდა, პრაქტიკულად, თითქმის შეუძლებელი რომ არ იყოს. თეორიულად ამის შანსი არსებობს და ზოგიერთები იქნებ ახერხებენ კიდეც, მაგრამ გულის ტკენის გარეშე ამ ამბავს მათთვისაც არ ჩაუვლია. ძლიერი, უპირველესად საკუთარი თავისთვის უნდა იყო. ეს ისევ შენ გჭირდება. რაც შეეხება, იმ ადამიანს, ვინც გვერდით გყავს, ადრე თუ გვიან, ერთგულებას და სიყვარულს ხედავენ და აფასებენ კიდეც. მთავარია, კრიტიკულ მომენტში არ დანებდე – შეინარჩუნო ღირსება და კიდევ: ზუსტად უნდა იცოდე, გიღირს თუ არა ეს ადამიანი იმ მსხვერპლად, რომელსაც სიყვარულით, ძალდაუტანებლად გაიღებ.

ქეთი (29 წლის): მე იმ ასაკში არ ვარ, ვინმეს ჭკუა დავარიგო და გამოცდილება გავუზიარო, მაგრამ ოჯახური ცხოვრების რვაწლიანი სტაჟი ცოტა არ არის. თან, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მაფიქრებინა, რატომაც არა-მეთქი?! რატომ არ უნდა მოვყვე და არ გადავარჩინო ზოგიერთი ქალი დეპრესიას. დიახ, გადასარჩენი მართლაც ბევრია. იცით, როგორ მეცოდება ყველა, ვისაც მამაკაცმა გული ატკინა. მგონი, გამონაკლისები არც არსებობენ. ვისი ცხოვრებაა დალაგებული? გინდ სიყვარულით გათხოვდი, გინდაც გარიგებით. მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცებს შიგნიდან არ ასვენებთ რაღაც და კალმით დახატული მზეთუნახავი რომ ეჯდეთ სახლში, თვალი მაინც „უკუღმა” გაურბით.
– ანუ, ყველა მამაკაცი ერთნაირია?
– რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი გეპარებათ? გამონაკლისები, პრაქტიკულად, არ არსებობენ. ზღაპარია, იმის მტკიცება, რომ თუ შენ შეგხვდა დეგენერატი, ყველა მამაკაცზე მისი საქციელიდან გამომდინარე, არ უნდა იმსჯელო. მიმოიხედეთ გარშემო და ნახავთ, რომ ყველას ერთნაირი პრობლემები აქვს. ურთიერთობის პრობლემა, დღეს ყველაზე აქტუალურია. თქვენ გგონიათ, ეს არ იციან მამაკაცებმა? – ძალიან კარგად იციან, მაგრამ ვითომ ღირსებას უფრთხილდებიან. რა ღირსებაა ღალატი?! მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად, სწორედ საკუთარ ღირსებას შეურაცხყოფ ღალატით. ადრეც ღალატობდნენ და ადრეც განიცდიდნენ ღალატის გამო, მაგრამ ნაკლებად ლაპარაკობდნენ ამაზე. მერე, როცა დამსახურებულად მიეზღვებათ, ერთ ამბავს ტეხენ, ქალმა ეს როგორ მაკადრაო. სინამდვილეში, ისე უნდა გაამწარო, ღამე ძილი აღარ ჰქონდეს ნერვიულობით. თუ ჭკვიანი ხარ, კაცს მორჩილებას აჩვენებ და ეს შენი კოზირი იქნება, მასთან ურთიერთობაში. იმ ურთიერთობაში, რომელშიც ხშირად ჩნდება პრობლემები, კრიზისიც მოსალოდნელია, მაგრამ მამაკაცები რას აკეთებენ ამ დროს?! – იმის მაგივრად, რომ შენთან ერთად გადალახოს ეს კრიზისი, სხვის საწოლში ხტება და ამას დანაშაულადაც არ მიიჩნევს. იცით, ჩემმა ქმარმა რა მითხრა, როცა მისი ღალატის შესახებ გავიგე და ვუთხარი, მიგატოვებ-მეთქი? შენ არ შეგიძლია ასე მომექცე... იცი, რასაც განვიცდი შენს მიმართ. შენ ჩემი ცხოვრება ხარ, თუ წახვალ, ვეღარასოდეს ვიქნები ბედნიერიო, – ეგოისტის მონოლოგი. ერთხელაც არ დასცდენია ბოდიში იმ ტკივილისთვის, რომელიც მომაყენა.
– ბოდიში უშველიდა საქმეს?
– არ უშველიდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მაშინაც კი, როცა მკარგავდა, საკუთარ თავზე ფიქრობდა. არც ჩემზე... არც ბავშვზე... ჯერ გავმწარდი, მერე გამეცინა და ძალიან გავმხიარულდი. შემეცოდა იმიტომ, რომ არარაობაზე როგორ უნდა გაბრაზდე? გულწრფელად შემებრალა. ინსტინქტებს აყოლილი არსება, რომელსაც ინტელექტზე ჰქონდა პრეტენზია ჩემმა სიცილმა დააფრთხო. ის ხომ სულ სხვანაირ რეაქციას ელოდა: ისტერიკას, სკანდალს. სიცილი არანაირად არ შედიოდა მოვლენათა განვითარების სქემაში. საკუთარი სისულელის აღიარება არც ერთ კაცს არ უნდა. ამ სიჯიუტით, ხშირად თავიანთი ცხოვრების ყველაზე მთავარ ადამიანს კარგავენ და მერე, ბოლომდე ნანობენ. ჩემი ქმრის საქციელით ძალიან ბევრ რამეს მივხვდი. დაკვირვებისთვის კარგი „ობიექტი” მყავდა. მგონი თვითონაც არ ესმის, რას ნიშნავს, „მე შენ მიყვარხარ“. „სხვა არ მჭირდება და ეს არაფერი არ იყო, დავივიწყოთ”, – უნდა დაჯდე და იცინო. დამიჯერეთ რა, ამ ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო და მიხვდები, რომ იმათზე გაცილებით ძლიერი ხარ.
– მაშინაც კი, როცა გიღალატებენ?
– მაშინ უფრო. უბრალოდ, იმ მომენტში ამაზე არ ფიქრობ. ემოციებს ჰყვები და განცდებში ხარ. გონებას რთავ, არადა, საკმარისია, ტკივილზე არ იფიქრო და გაიცინო, გაცილებით უკეთ ხდები. გეუბნებით, ერთი ჭირს, თორემ მერე, ცუდად ის იქნება, შენ კი არა. არ უნდა გეშინოდეს ღალატის და ამაში შენს გვერდით მყოფი მამაკაციც უნდა დაარწმუნო. ეგენი ისეთი კომპლექსიანები არიან, სულ ადვილად შეუქმნი ფსიქოლოგიურ პრობლემებს. მიღალატა და კიდევ თვითონ „მაწვებოდა.” სასაცილო იყო, აბა, რა იყო?! თავდასხმისთვის ემზადებოდა და ელოდა, მე ისტერიკა მომეწყო. არ გამოუვიდა. ამან გაამწარა. ქმარი მე ჩემი „არაადეკვატურობით” გავანადგურე. მისთვის დღეს ერთადერთი და შეუცვლელი ქალი ვარ. ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, უნდა დაფიქრებულიყო, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდათ. სულელი, რვა წელი მის გვერდით ვიყავი, სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი და სულ მეუბნებოდა, დანახვისთანავე შემიყვარდიო. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთად არ ვიქნებოდითო. ჩემთვისაც პირველი სიყვარული იყო და იმისთვისაც. რვა წელი ერთად ცხოვრების სტაჟი გვაქვს. ჩემი ქმარი ღალატში რომ გამოვიჭირე, იცი, რა მითხრა? – მეც მაინტერესებს, ეს რატომ დამემართა. რა მოხდა ჩვენს შორის, რომ მე სხვა ქალთან წასვლის სურვილი გამიჩნდაო. პირდაპირ ფაქტზე გამოვიჭირე, სამსახურში შევუარე და თანამშრომელი ქალი და ჩემი ძვირფასი მეუღლე ისეთ პოზაში ვნახე, კომენტარები რომ არ სჭირდება. ეგრევე წამოვედი და ნივთების ჩალაგებისას მომისწრო.
– სახლიდან მიდიოდით?
– არა. მე არ მივდიოდი. მას ვუშვებდი. პრობლემა არ არის, რადგან სხვა გინდა, სხვასთან იყავი-მეთქი. გადაირია. არავისთან არ მინდა. ხომ იცი, ამდენი ხანია, ერთად ვართ, შენთვის არასოდეს მიღალატია, არც კი მიფიქრია ამაზე. მაგრამ, ფსიქოლოგებიც ხომ ამბობენ, მეშვიდე-მერვე წელს კრიზისი დგება ურთიერთობაშიო. ჰოდა, რაღაც დამემართა, რაღაც მომენტში, მეგონა, რომ ის ქალი შემიყვარდა. ახალი სხეული, ახალი შეგრძნებები, თან დამალული, მაგრამ როგორც კი შემოგვისწარი და თვალებში შემოგხედე, მაშინვე შემძულდაო.
– თქვენ ამ ყველაფერს მშვიდად ისმენდით?
– ფაქტობრივად, კი. ჯერ კი გამიჩნდა სურვილი, რაღაც დიდი და მძიმე ჩამერტყა მისთვის თავში, მაგრამ მერე, როგორც გითხარით, სიცილი ამიტყდა. ამან გადამარჩინა. რკინის არ ვარ და აუცილებლად მოვაწყობდი ისტერიკას, მაშინ, შეიძლება ჩემი ქმარი სახლიდან გაქცეულიყო. მაგრამ, სიცილი რომ დავიწყე, ამან ლამის გააგიჟა. დეგენერატივით მიყურებდა. თურმე ღირსება მაშინ უფრო გემატება, როცა არაფრად აგდებ მოღალატეს. თანაც, ეს იმას მაგრად ამწარებს. თუ ჭკვიანი ქალი ხარ, ასეთ ქმარს ისე გაამწარებ, შენ საერთოდ არ დაზარალდები. არ უნდა გააფუჭებინო ცხოვრება. არ ღირან ამად. რაც უფრო განერვიულდები, იტირებ, შეეხვეწები, უფრო მეტად „იკაიფებს” შენზე. გადახრები აქვთ, გეუბნები. ამ გადახრებით აფუჭებენ ყველაფერს. შენც თუ აგიყოლიეს, მორჩა. ამ საშინელებას ბოლო არ ექნება.
– ანუ, უნდა მოითმინო?
– იცით, რაშია საქმე? აჯობებს, რაღაც მომენტში მოითმინო, რომ მერე მოიგო. ჩემი ქმარი რომ მეხვეწებოდა, გავაგრძელოთ ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარაო, უცებ, წარმოვიდგინე, ამ პატიებას რა მოჰყვებოდა. ვუთხარი კიდეც ჩემს ქმარს, არ მინდა, მთელი ცხოვრება იმაზე ვინერვიულო, როდის წაგისწრებ ახალ საყვარელთან. მირჩევნია, ახლა დავამთავრო ყველაფერი-მეთქი. ჰო, მაგრამ, შენ ხომ ახლა არ ნერვიულობ. დგახარ და იცინიო. მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.
– ასე ადვილია, გაიცინო, როცა გტკივა?
– არ ვიცი. მე სპონტანურად გავიცინე, მექანიკურად, ინერციით. რაღაცამ მიბიძგა შიგნიდან. ალბათ მარტივი არ იქნება, მაგრამ უნდა შეძლო. აბსოლუტური სისულელეა, მე ვიტყოდი, წარმოუდგენელი სისულელე, იმ ქალთან დაიწყო საქმის გარჩევა, ვისთანაც ქმარმა გიღალატა. ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს შენთვის. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაშიც ძნელია თავის შეკავება, მაგრამ ისევ და ისევ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. ის არ ღირს შენს ნერვიულობად. საკმარისია, იმას მიუბრუნდე, რომ ეგრევე წააგებ. შენს ქმარს კი თავში აუვარდება. ორი ქალი თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს მის გამო – მეტი არც არაფერი უნდა. მაგარია. სუპერმამაკაცი ყოფილა და არ სცოდნია. ნუ აზეიმებთ მას. პირიქით, აგრძნობინეთ, მიახვედრეთ, რომ არარაობაა. ცარიელი ადგილია და არაფერს წარმოადგენს. ვის უცხადებთ ომს, სხვის ქმრებზე მონადირე გაქუცულ მელას? უჭირს და ყოველგვარი მორალისგან შორს რომ არის? მის დონეზე დაეშვებით?!
– ძალიან პრაგმატული უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი გაიაზრო.
– გეთანხმებით. თუ ემოციური ხარ და ამას ვერ აკონტროლებ, მოიქცევი სტანდარტულად. როგორც ღალატის შემთხვევაში ცოლები იქცევიან. მე ჩემს მეგობარს ვუყურე, როგორ გადაირია ჩემ თვალწინ და გაგიჟდა... ვერაფერმა გაჭრა. წიოდა და კიოდა და რა გამოვიდა – დეპრესია ხომ აიკიდა, მისი ქმარი კი საყვარლებს ყოველთვე იცვლის და უკვე აღარც ცოლის ისტერიკებზე აქვს რეაქცია. დაიკიდა. მე ვუთხარი, რომ ასე იქნებოდა. ახლა რომც გაშორდეს, ის ეფექტი აღარ იქნება. გეუბნებით, ცოტა ჭკუა და იქით გააგიჟებ. არ უნდა გეშინოდეს ღალატის. ეს იმისი პრობლემაა და არა შენი. ამის მიხვედრაა მთავარი. მერე ადვილია, ჩემი ქმარი დღეს უკვე სერიოზული პრობლემის წინაშეა – ჩემზე ნერვიულობს. ეჭვიანობის შემოტევა აქვს. იმ სიცილის სცენის შემდეგ, გუნებაზე ვეღარ იყო. ეტყობა, იფიქრა, ამას საერთოდაც ფეხებზე ვკიდივარ, რადგან სულ არ ინერვიულაო. მერე, ერთი კვირით ჩემს დასთან გადავედი ბავშვიანად სპეციალურად. მინდოდა, ჩემს ქმარს დაენახა, რომ მის გარეშეც შემიძლია ცხოვრება. ეს აუცილებელი იყო. მოკლედ, არანაირი სკანდალი. ძალიან მშვიდად გავაგებინე, რომ ჩემს ყურადღებას, ზრუნვას და სიყვარულს აღარ იმსახურებდა და ისიც, რომ ჩემს ცხოვრებას არ გავაფუჭებინებდი. ეტყობა, ეს ყველაფერი „გადახარშა” და ჩუმად, უკან დევნა დამიწყო. სამსახურთან მხვდებოდა. მალულად, რა თქმა უნდა, და მეც ვითომ ვერ ვამჩნევდი. ბოლომდე რომ გამენადგურებინა, ჩემი სიძის ძმაკაცს ვთხოვე, მანქანით მოეკითხა, ისე, რომ ძვირფას მეუღლეს დაენახა. ზუსტად ვიცოდი, რა ეფექტიც ექნებოდა და არც შევმცდარვარ. კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ მე არაფერი მითხრა. გამოიძია, ვინ იყო და მიუვარდა. ერთბაშად, შეუცვლელ და ერთადერთ ქალად გადავიქეცი.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მეთოდი ყველა კაცზე გაჭრის?
– რატომაც არა?! ეგენი ხომ, ყველანი ერთნაირები არიან, მეტ-ნაკლები ამბიციებით. ყველაზე მეტად მაშინ გაწვებიან „რქებით”, როდესაც დამნაშავეები არიან. გამოღმა შეედავე – გაღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებენ. გასდით კიდევაც. ჩვენ, ცოლები ვაძლევთ საშუალებას ჩვენით გაერთონ და ითამაშონ. არც ერთი მამაკაცი არ ღირს არც ნერვიულობად და მით უმეტეს, არც ზედ გადაყოლად. მადლიერები მაინც არ არიან. როცა ეთამაშები, მაშინ ხდებიან მორჩილებიც და დამყოლებიც. ჩემი ქმრის მაგალითით ძალიან ბევრი რამ გავიგე კაცებზე. სულ სხვანაირად უნდა მოიქცე მათთან. არავითარი გულწრფელი გრძნობები. მათ ეს არ სჭირდებათ. ყველა ერთნაირია, დამიჯერეთ.
– თქვენ არ მოგიწყოთ ეჭვიანობის სცენები?
– არა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ სასწრაფოდ გადამაბარგა სახლში. ისეთი ზარზეიმით, უნდა გენახათ. თავზე მევლებოდა. შეყვარებულობის პერიოდში არ ყოფილა ასეთი აქტიური და მონდომებული. თავი გამოიდო და ძვირფასი ბეჭედიც მიყიდა. მეცინებოდა, მას რომ ვუყურებდი.
– ქმარი გიყვართ?
– ეს შეკითხვა რატომ გაგიჩნდათ?! რა თქმა უნდა, მიყვარს. ოღონდ, ეს გრძნობა შემეცვალა. ადრე მასში ჩემი აღფრთოვანების „საგანს” ვხედავდი. ძლიერ პიროვნებას, რომლის იმედი ყოველთვის, ყველაფერში შეიძლებოდა მქონოდა. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც მშობელს არასრულფასოვანი, ავადმყოფი შვილის მიმართ. თან, მეცოდება, თან რაღაც ამაგის განცდა მაქვს. არის მომენტები, როცა ცოტა აგრესიაც მიჩნდება, მაგრამ სიბრალული მეტია და ამიტომ, არ ვეჩხუბები.
– ისევ რომ გიღალატოთ?
– აღარ მიღალატებს. დარწმუნებული ვარ, აღარ სცალია ღალატზე ფიქრისა და ცუღლუტობისთვის. აქეთ ეშინია, რომ რქები არ დავადგა, ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ, რომ მე ფეხქვეშ აღარ გავუგორდები მაგას. ჭკვიანი ქალები ასე იქცევიან. მე ყველა ცოლს ვურჩევ, ანერვიულონ ქმრები. არ დააყენონ საკუთარი თავი მასზე, ან შვილებზე უკან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი დედა ხარ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც დაანახეს, რომ საკუთარ თავს პატივს არ სცემ, – მორჩა, აღარავისთვის იქნები ფასეული!

скачать dle 11.3