კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატყუებენ მძღოლებს ხელოსნები


გამოუცდელი მძღოლები, განსაკუთრებით კი ქალები, აბსოლუტურად დაუცველები არიან ხელოსნების წინაშე. საკმარისია, ამა თუ იმ გაუმართაობის გამო ავტომობილი პირველ შემხვედრ ხელოსანთან მივიყვანოთ, რომ იმ ავტომობილს უამრავი სხვა ვითომ პრობლემა აღმოაჩნდება. გიგა ლორთქიფანიძე ეცდება, გვასწავლოს ის ხერხები, რომლითაც მძღოლები თავიდან აიცილებენ ზედმეტ ხარჯებს.

გიგა ლორთქიფანიძე: ავტომობილს ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება, რომელთა არსშიც მძღოლები ვერ ერკვევიან, განსაკუთრებით კი ეს ქალებს ეხებათ, მათ ვისაც საბურავის გამოცვლაც კი არანორმალურად რთულ სამუშაოდ ეჩვენებათ. გადასარევი იქნება, თუ ავტომობილი, ასე თუ ისე, მაინც გესმის და ყუმბარა „გლუშიტელში“ არ გეშლება.

– ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამორტიზატორების შესაცვლელად მიყვანილ ავტომობილს ისევ ნახმარი ამორტიზატორები დაუყენეს, რომლებიც ძალიან მალე ისევ გამოვიდა მწყობრიდან.

– არსებობენ პატიოსანი და არაპატიოსანი ხელოსნები, ისევე როგორც ყველა სფეროში ზოგადად. დამწყები იქნება მძღოლი თუ გამოცდილი, ავტომობილის ელემენტარული ანბანი უნდა იცოდეს. ანეკდოტებიც კია იმაზე, რომ აკუმულატორი ძრავაში ეშლებათ და მანქანას უარესი საშინელებები მოსდის. მძღოლის ყურადღებაზე და მონდომებულობაზე ბევრია დამოკიდებული. დროის უქონლობას იმიზეზებენ, ავტომობილს ხელოსანს მიუგდებენ და, სანამ ხელოსანი არ დაურეკავს გაკეთდაო, მანამდე არც კი აკითხავენ. ბევრი რამეა მძღოლის ყურადღებაზე დამოკიდებული. როდესაც მიხვალ და გეტყვიან, ამორტიზატორი აღარ ვარგაო, დამატებით შეეკითხეთ, აბა, რომელი ამორტიზატორი-თქო, – გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება, რით დაასკვნა, რომ აღარ ვარგა, როგორი ნაწილით აპირებს შეცვლას. ანუ, ჩვენი დაწვრილმანება, დამატებითი კითხვები და, თუნდაც, მოჩვენებითი განსწავლულობა, ძალიან მარტივი მოტყუებებისგან მაინც დაგვიცავს. ძალიან ხშირად მესმის, რომ მძღოლმა ყუმბარა შეაცვლევინა, მაგრამ ორ კვირაში ან ერთ თვეში ყუმბარამ ისევ კაკუნი დაიწყო. გადამოწმების დროს კი ჩანს, რომ მძღოლის მიტანილი ახალი ყუმბარა ხელოსანს თავისთვის დაუტოვებია, მანქანაში კი თქვენივე ყუმბარები გადაუნაცვლებია. ასეთ დროს ყუმბარა ცოტა ხნით წყვეტს კაკუნს. ამის დეტალური ახსნა აღარ არის საჭირო, მაგრამ ასეა. თუმცა, არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ მხოლოდ ხელოსნები არიან დამნაშავეები. რა თქმა უნდა, არიან ხელოსნები, რომლებიც ძალიან პატიოსნად მუშაობენ. საერთოდ ჯობია, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე ხელოსანთან იაროთ, დაუმეგობრდეთ მას და თქვენი ავტომობილის ყველა „ტკივილი“ მას გაუზიაროთ. როდესაც ხელოსანი კარგად იცნობს ავტომობილს, მაშინ მისი ნდობაც ადვილია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად იაქტიურეთ ავტომობილის შეკეთებისას.

– რაც შეეხება სერვის-ცენტრებს, სადაც არც აქტიურობის საშუალება გაქვს და არც სხვა არაფრის?

– სერვის-ცენტრში როდესაც მიდიხარ, სერვისში შესვლის უფლება არ გაქვს. ხელოსანი გამოდის, შეჰყავს ავტომობილი, მძღოლი კი ზის და ყავას მიირთმევს მოსაცდელში. ის თავად აკეთებს დიაგნოსტიკას, შეკეთებას და სხვა. ძნელია, ვინმეს რამე დააბრალო, მაგრამ, ძალიან დიდი შანსია, რომ ის ნაწილი, რომელიც გასაკეთებელია, გაგიკეთოს, სხვა ნაწილი კი, რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაშია, შედარებით ნახმარით შეგიცვალოს. ამას თავიდანვე ვერაფრით ვერ მიხვდები, მაგრამ დროთა განმავლობაში გაგიფუჭდება. თან, ვერავის ვერაფერზე ვერ მოსთხოვ პასუხს, რადგან დარწმუნებით თქმა არ შეგიძლია. ასეთ ფაქტს ვერავის დააბრალებ, მაგრამ ალბათობა ნამდვილად არსებობს. სერვის-ცენტრებთან დაკავშირებით ერთი მომენტიც არის: მანქანები იქ მასობრივად არ კეთდება, ისინი ძირითადად ახალ, დაზღვეულ ავტომობილებს აკეთებენ და შესაბამისად, სახელსაც უფრთხილდებიან.

რამე კონკრეტული მაგალითი თუ იცით, რაშიც ხელოსნები ხშირად იტყუებიან?

– ყველაზე ხშირად რომელიმე დეტალი ოდნავ არის დაზიანებული, ის კიდევ დიდხანს იმუშავებს, მაგრამ ხელოსანი გაცვლევინებს. თან, შესაძლოა, შენი მანქანიდან ამოღებული სხვას დაუყენოს. ყოველთვის კარგად დაათვალიერეთ ის დეტალი, რომელსაც თქვენს ავტომობილს უყენებენ. ერთხელ რომ შეხედავ გაფუჭებულ ამორტიზატორს, მეორედ აუცილებლად მიხვდები, შესაცვლელია თუ არა ის. არის დეტალები, რომელსაც დაზიანება გარეგნული დათვალიერებით არ ემჩნევა, მაგალითად, „შარავოის“ ან „ნაკანეჩნიკს“. შესაძლოა, მათ რეზინი ჰქონდეთ დახეული, მაგრამ, თუ შიგნიდანაც დაზიანებულია, ამას ჩვეულებრივი მძღოლი ვერაფრით მიხვდება. ამიტომ ჩაუკირკიტეთ ხელოსნის სამუშაოს, არ დაანებოთ თავი და მაქსიმალურად ეცადეთ, არ მოგერიდოთ, თუნდაც, სულელური შეკითხვების დასმა.


скачать dle 11.3