კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის“ ვერსიით, სოლიდურ ასაკში გამდიდრებული ამერიკელები

 

მარკ ცუკერბერგისა და სერგეი ბრინის ტიპის ახალგაზრდა მილიარდერები ელვისებური სისწრაფით მოხვდნენ „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში. ბოლო წლებში კი ისინი უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ, ვიდრე ის მილიარდერები, რომლებიც სოლიდურ ასაკში მოხვდნენ ყველაზე მდიდართა შორის. უკანასკნელი რვა წლის მონაცემებით, „ფორბსის” „ახალწვეული“ მილიარდერის საშუალო ასაკი 54 წელს შეადგენს, რაც იმას მოწმობს, რომ მილიარდერთა უმეტესობა არცთუ ახალგაზრდულ ასაკში გახდა უზარმაზარი კაპიტალის მფლობელი. ამჯერად „ფორბსის” რეიტინგში სოლიდურ ასაკში მოხვედრილ მილიარდერთა შესახებ შეიტყობთ.

დევიდ დაფილდი

 დევიდ დაფილდმა კომპანია „ფიფლსოფტი” 47 წლის ასაკში, 1987 წელს დააარსა. კომპანია მისი მეოთხე ბიზნესწამოწყება იყო, რომლის გასახსნელად მან სახლი ჩადო ბანკში. დევიდი არ შეცდა, როდესაც კომპანია „ორაკლმა” „ფიფლსოფტი” 2005 წელს შეიძინა, იმ დროისთვის დაფილდის „შვილს” მეორე ადგილი ეკავა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა მსოფლიო ბაზარზე. ამ გარიგებით, დაფილდი „ფორბსის” რეიტინგში მოხვდა და მისი კაპიტალი 1,2 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავის წინა ბიზნესპროექტებზე დაფილდს არ უყვარს საუბარი – „სიმართლე გითხრათ, ბევრი შეცდომა დავუშვი და ამის გამო არაფერი გამომდიოდა”.

ჯონ სპერლინგი

სპერლინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში კომერციული განათლების პიონერად ითვლება. კოლეჯში მოწყობამდე იგი საზღვაო იუნგა იყო, ხოლო მოგვიანებით სან-ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1976 წელს სპერლინგი დიდ რისკზე წავიდა – 53 წლის ასაკში მიატოვა პროფესორის თანამდებობა უნივერსიტეტში და ქალაქ ფენიქსში კერძო, კომერციული უნივერსიტეტი გახსნა. როდესაც კომპანია „აპოლო გრუპი” პირველად გავიდა ბირჟაზე, სპერლინგი 73 წლის იყო. ამჟამად 90 წლის სპერლინგის ქონება 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი უნივერსიტეტი წელიწადში დაახლოებით 400 ათას სტუდენტს იღებს. 

დიტრიჰ მატეშიცი

დიტრიჰ მატეშიცი არ ჩქარობდა გამდიდრებას, სტუდენტობის დროს ის კოლეჯიდან კოლეჯში მოგზაურობდა, ზამთარში კი თხილამურების ინსტრუქტორად მუშაობდა. ამის შემდეგ მატეშიცი მარკეტინგით დაინტერესდა და გერმანული კოსმეტიკის კომპანია „ბლენდაქსის” თანამშრომელი გახდა. კომპანიასთან ერთად მატეშიცი ბევრს მოგზაურობდა აზიაში, სადაც მატონიზებელი სასმელების სტრუქტურას გაეცნო და მოგვიანებით, 48 წლის ასაკში, ტაილანდელ კომპანიონთან ერთად, ენერგეტიკული სასმლის – „რედ ბულის” გამოშვება დაიწყო. „რედ ბულის” მარკეტინგულმა წარმატებამ დიტრიჰ მატეშიცი 1998 წელს, 59 წლის ასაკში, „ფორბსის” მილიარდერთა სიაში შეიყვანა. ამჟამად მატეშიცი ფლობს კუნძულს წყნარ ოკეანეში და ორ საფეხბურთო კლუბს: „რედ ბულ ზალცბურგს” ავსტრიაში და „რედ ბულ ნიუ-იორკს” – ამერიკაში.

ჰარი ბიურელი

1989 წელს, 52 წლის ბიურელმა, იმ დროს ჯერ კიდევ კომპანია „ალიედ სიგნალის” თანამშრომელმა, გაიცნო მინ კაო – თავისი მომავალი პარტნიორი, რომელთან ერთადაც დააარსა კომპანია „გარმინი”, რომელიც აწარმოებს „GPS” მოწყობილობებს. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ პილოტებსა და მეზღვაურებზე მუშაობდა, დღესდღეობით კი „გარმინი” აწარმოებს პროდუქციას მსოფლიოს ყველა მძღოლისთვის. საინტერესოა, რომ „გარმინის” პირველი ოფისი პატარა ოთახის, ლომბერის მაგიდისა და ორი გასაშლელი სკამისგან შედგებოდა, დღეს კი მისი დამაარსებელი 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალის მფლობელია.

ჯონ აბელი

ჯონ აბელმა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია „ბოსტონ საინტიფიკი” 1979 წელს, 42 წლის ასაკში გახსნა. საინტერესოა, რომ თავისი ბიზნესპარტნიორი, პიტერ ნიკოლასი, აბელმა საფეხბურთო მატჩზე გაიცნო. „ფორბსის” მონაცემებით, 74 წლის აბელის კაპიტალი 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დუატი შარი

ამერიკელი დეველოპერი, დუატი შარი, 51 წლის ასაკში სრულად გაკოტრდა, თუმცა, ხელმეორედ გამდიდრება მან სამშენებლო კომპანია NVR Inc.-ის გახსნის შემდეგ მოახერხა. გარდა ამისა, დუატი შარი, რომლის კაპიტალი ბოლო მონაცემებით 950 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ასევე, ფლობს გასართობი პარკების მმართველ კომპანიას „სიქ ფლაგს ინქსა” და ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ვაშინგტონ რედსკინის” აქციებს.

ჯონ მორგრიჯი

ჯონ მორგრიჯი 55 წლის ასაკში, 1988 წელს ჩაუდგა სათავეში Cisco-ს. ორი წლის შემდეგ კომპანია საჯარო გახდა, ხოლო 1996 წელს კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელმა 200-პროცენტიანი ზრდა განახორციელა და 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წელს მორგრიჯი პირველად მოხვდა „ფორბსის” რეიტინგში. ამჟამად იგი სტენფორდის ბიზნესის სკოლაში ასწავლის, ხოლო მისი კაპიტალი 1,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დევიდ ჩერიტონი

სტენფორდის უნივერსიტეტის კიბერნეტიკის პროფესორი დევიდ ჩერიტონი ინვესტიციებით მას შემდეგ დაკავდა, რაც თავის სტუდენტებს, „გუგლის” ავტორებს – ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს დაფინანსების მოძიებაში დაეხმარა. კომპანიის IPO-ზე ჩერიტონმა, ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორებს შორის, 29 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ცოტა ხნით ადრე, 1995 წელს, 43 წლის ჩერიტონმა დააარსა გიგაბაიტურ ქსელებთან მომუშავე კომპანია „გრანიტ სისტემზი”, რომელიც ერთი წლის შემდეგ Cisco-ს მიჰყიდა 220 მილიონ დოლარად. ჩერიტონი 1,6 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალს ფლობს და მას, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მილიარდერებად გახდომაში.

 

 

скачать dle 11.3