კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შაჰის ცოლობის“ მოლოდინში

ანუ, ეს ის არ არის, შენ რომ გგონია

 

ერთი მხრივ, პრეზიდენტი (ვარშავის სამიტიდან) გვარწმუნებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართულ ქვეყნებს შორის, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყველაზე შორსწასული სწორედ საქართველოა“ (მეტიც, გული იმითაც გაგვიკეთა, რომ მოლდოვა მხოლოდ ახსენეს, მაგრამ საქართველო პირველ ადგილზე ფიგურირებსო); მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რეგლამენტის ნორმა, რის მიხედვითაც, უნდა აგვეღო ვალდებულება, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსახილველი კანონპროექტები ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნებოდა, 2012 წლის პირველი იანვრიდან აღარ ამოქმედდება. უფრო ზუსტად, მისი ამოქმედების ვადა ერთი წლით გადაიწევს (რაც, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ იმ ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი წლით გადაიწევს და ასე შემდეგ). ამის მიუხედავადაც, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავკაცი ბ-ნი დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ ამით ჩვენს ევროკავშირულ კურსს გადახვევის საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განმარტებით, ბარათში კვლავ იქნება მითითებული, ეწინააღმდეგება თუ არა ესა თუ ის საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის დირექტივებს (ანუ, ეს ის არ არის, თქვენ რომ გგონიათო).

გვგონია თუ არა, ამ კონკრეტული ცვლილებების ავტორი და ინიციატორი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავკაცი ქ-ნი გოგორიშვილია. ეს უკანასკნელი, ბუნებრივია, იზიარებს კოლეგის არგუმენტებს, როდესაც ბ-ნი დარჩიაშვილი ბრძანებს, რომ „პარლამენტის რეგლამენტით დამატებითი მოთხოვნა იურიდიული დეპარტამენტის მიმართაც არსებობს და იგი ვალდებულია, კანონპროექტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ექსპერტული დასკვნა წარმოადგინოს, ეს კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება“ (ამ ლოგიკით, ვითომ 2013 წელს რატომ მოხერხდება?!).  თუმცა, ის კი აღარ განუმარტავთ, რატომ ვერ ახერხებს იურიდიული დეპარტამენტი „ამის გაკეთებას“ (ლირიკულ გადახვევად აქვე გეტყვით, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი“ ლამის თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს).

ერთი სიტყვით, მართალია, თუ ზემოთმყოფებს ვერწმუნებით, საქართველო ევროკავშირისთვის „პირველ ადგილზეა“, თუმცა, ამ ერთი, ფრიად კონკრეტული გადაწყვეტილებითაც აშკარაა, რომ, არათუ „შაჰის ცოლობას“ ვერ გამოვკრავთ ხელს უახლოესი ორი წლის განმავლობაში, არამედ, მოსაცდელიც არ გვეღირსება.

 

скачать dle 11.3