კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამუშაო ადგილები – ჰოლივუდელებისთვის

 

ანუ დღეს რამზანის დღეობაა

ოქტომბერი ღირსშესანიშნაობებით დატვირთული თვეა და, არა მხოლოდ იმიტომ, რომ, სახელდობრ, ჩვენ ნიკოლა სარკოზი გვსტუმრობს, ამ თვის 5 რიცხვში ქვეყნიერებას რამზან კადიროვიც მოვლენია. როგორც ჩანს, საკუთარი დაბადების მნიშვნელობას თავად იუბილარიც ჯეროვნად აფასებს და დღეობისთვის საფუძვლიანადაც ემზადება. სწორედ ამ მიზნით, გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში გრანდიოზული კონცერტი იგეგმება და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკისთვის არც შარიათის კანონებია უცხო ხილი, გალა-კონცერტზე უცხო-უცხო ვარსკვლავები იმღერებენ. მათ შორის, ვანესა მეი და შაკირა, თუმცა, ამ უკანასკნელს, თითქოს, უარი უთქვამს (მოტივით, ჩეჩნეთის პრეზიდენტს არ ვუმღერებო. ვითომ, რატომ?!). მეორე მხრივ, მოწვეულთა შორის მსახიობებიც ყოფილან: კევინ კოსტნერი, ჰილარი სვანკი და ევა მენდესი.

ბუნებრივია, ჩვენთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა რამზან კადიროვმა (რომელიც, თავის დროზე, მაგალითად, კრემლში სპორტულ შარვალში გამოწყობილი გამოცხადდა) საკუთარ დღეობაზე მისთვის ეგზომ უცხო დასავლეთის ვარსკვლავების მოწვევა, თუმცა, თუ კავკასიონს აქეთ, სახელდობრ, ჩვენთან, უკვე ჩვეულებად ქცეულ ვარსკვლავთცვენას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ისეთი პროზაული ადამიანური გრძნობა იყოს, როგორიც „მწუხარებაა სხვისა სიხარულსა ზედა“ (ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს პატიოსან გვამებს ჯერჯერობით საკუთარ დღეობებზე არავინ დაუპატიჟებიათ, თუმცა, რომ იტყვიან, აღდგომა და ხვალეო). ხოლო, თუკი ზედაც იმას დავამატებთ, რომ ჰოლივუდელი მსახიობების მოპატიჟებაში მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთი ლამის სოცშეჯიბრებაში ჰყავთ გამოწვეული, უნდა ვივარაუდოთ, რომ შოუბიზის უცხო ვარსკვლავებს შემოსავლის წყარო კიდევ კარგა ხანს არ დაელევათ (მაშინაც კი, თუკი როლები გამოელევათ). 

 

скачать dle 11.3