კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თეთრი-ყვითელი – საკითხავიც აი, ეს არის?!“

ანუ, რა სარგებლობა მოაქვს ჰიბრიდული სიმინდის ტაროს

 

ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ჯერჯერობით არ აღებულა (იმ პროზაული მიზეზით, რომ, გინდა თეთრი იყოს, გინდა ყვითელი, მოსავლის აღებას ვადები აქვს), თუმცა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინება უკვე დაიწყო. სამთავრობო ფლანგს, როგორც მოსალოდნელიც იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი კვეზერელი თავკაცობს (რომლის სავიზიტო ბარათად უკვე იქცა  დედალ-მამალი ძროხა) და ოპონენტ ოპოზიციონერებს არაადეკვატურებსაც უწოდებს (არაადეკვატურებს, რაკიღა, ვერ აფასებენ ყვითელი, ჰიბრიდული სიმინდის ღირსებებს). თავის მხრივ, საპარლამენტო სრულიად ოპოზიციური სპექტრი ითხოვს, რომ სახელმწიფომ იმ გლეხებს, რომლებმაც ჰიბრიდული სიმინდით იზარალეს, ზარალი აუნაზღაუროს. თუმცა, თუ ბ-ნი კვეზერელის პათოსს გავიხსენებთ, რომ ასეთი გლეხები ბუნებაში არ არსებობენ (ხოლო, თუ არსებობენ, ისიც იმიტომ, რომ სიმინდის ყანის მოვლა არ იციან), სავარაუდოა, რომ ზარალის ანაზღაურებას არავინაც არ აპირებს.

ხსენებული შერკინება გასულ კვირას პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაღებმა ყვითელი, ჰიბრიდული სიმინდის ყანები მოინახულა. მეტიც, არათუ მოინახულა, ტაროებს კბილიც მოუსინჯა (ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადატანითი მნიშვნელობით). ხოლო, რაკი მოსინჯეს, მცირე ლექციაც ჩაგვიტარეს, თემაზე: რა სარგებლობა მოაქვს ჰიბრიდული სიმინდის ტაროს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბ-ნი მაჭავარიანი (ხსენებული ლექციის ერთ-ერთი ავტორი) ნიადაგმცოდნეა,  მისი ყანაში გამოჩენა სავსებით ლოგიკური იყო, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ყანაშივე შეფასებები (ჰიბრიდული სიმინდის ტაროს უპირატესობების შესახებ) ბ-ნმა გიგი წერეთელმაც შეგვაწია, როგორც ჩანს, მისი ბიოგრაფიიდან რაღაც დეტალები გამოგვპარვია.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მინისტრი კვეზერელი გვპირდება, რომ საექსპორტოდ 40 მილიონის ღირებულების ყვითელი სიმინდი გავა (ჩვენც ეს გვინდა და ამასაც ვნახავთ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჰიბრიდული სიმინდი საკვებად (ოღონდ, ადამიანების საკვებად) უვარგისია (მაგრამ, იმასაც დასძენენ, არც ვნებსო. მეორე მხრივ, ამ ჩვენს საფურაჟე ფქვილით გამომცხვარი პურით გაკაჟებულ კუჭს აწი ვინ რას დააკლებს?!), არც ისაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩვენს დეპუტატებს ჰიბრიდული სიმინდის საკვებად ვარგისიანობის დასადასტურებლად ყანაშივე უმად მოუწიოთ ტაროების შეჭმა.

სამწუხაროდ, შექსპირი აღარ არის, თორემ, ზემოთდატრიალებული სიუჟეტიდან ერთი ტრაგედია უდავოდ გამოცხვებოდა, დაახლოებით, ასეთ სტილში: „თეთრი-ყვითელი (ყოფნა-არყოფნა) – საკითხავიც აი, ეს არის!“

 

скачать dle 11.3