კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანქანის მართვის „ქართული წესები“ ამერიკაში და კურიოზული გვარი

 

ქართველი მძღოლი ამერიკაში

ამერიკაში, ჩიკაგოში, პატარა ბიზნესი მაქვს. ერთხელ ჰაივეიზე მომიწია მანქანით გამგზავრება. ისეთი სწორი გზატკეცილია, შეიძლება, საჭესთან მჯდარს ჩაგეძინოს. ჰოდა, მეც მეტი რა მინდოდა, მივაჭირე „გაზს” ფეხი და მივდივარ. ერთ ადგილას გზა ორად იყოფოდა. მე შეცდომით არასწორად შევუხვიე, მაგრამ მალევე მივხვდი (100-150 მეტრი მქონდა გავლილი) და, როგორც ქართველი მძღოლები იქცევიან ხოლმე მსგავს სიტუაციაში, მეც ისე მოვიქეცი – მარჯვენა მხარე დავიკავე და მოსახვევს უკუსვლით დავუბრუნდი, მაგრამ, არ გამიმართლა, ვიღაც ამერიკელმა „მგლიჯა” უკნიდან. რასაკვირველია, ის არ იყო ჩახედული მანქანის ტარების „ქართულ” თავისებურებებში. თავზარი დამეცა. გავიფიქრე, მაგარ ხაფანგში გავები, თუ მხოლოდ მოწმობა წამართვეს და ციხეს გადავურჩი, ღმერთს უნდა ვუმადლოდე-მეთქი. ამაზე მეტად კი ის მაღელვებდა, როგორ უნდა ამეხსნა ამერიკელი პოლიციელებისთვის მანქანის ტარების „ქართული წესები”.

მოვიდა პოლიცია და საოცარი რამ მოხდა: მე, ქართველი კაცი, ზრდილობიანად ჩამსვეს პოლიციის მანქანაში და დამამშვიდეს: „სერ, ნუ ღელავთ! ვინც თქვენ დაგარტყათ, ის ან ნარკომანია, ან ბავშვობიდან სულელი. ჩვენ მას ან ციხეში გავუშვებთ, ან საავადმყოფოში.” გამოვშტერდი, ხმა ვეღარ ამოვიღე, გაოცებული ვუყურებ პოლიციელებს. მათ ჩემს სახეზე გაკვირვება რომ ამოიკითხეს, განმიმარტეს: „თქვენ წარმოიდგინეთ, სერ, ეს უცნაური ტიპი ამტკიცებს, რომ თქვენ ჩქაროსნულ ტრასაზე უკუსვლით მოძრაობდით, მაგრამ, ჩვენც და თქვენს, სერ, შესანიშნავად ვიცით, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება…” თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა. გაბრაზებული სახე მივიღე, რათა გაოცება დამემალა. სადღაც, გულის საღრმეში, სინდისი მქენჯნიდა, რომ მანქანის ტარების „ქართული წესების“ გამო ამერიკელი მძღოლი ისჯებოდა, მაგრამ, პოლიციასთან პრობლემები არ მინდოდა და გმირობაზე არ წავედი. შეიძლება, ვინმემ გამამტყუნოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ცოტნე დადიანი ვერ იქნება…

 სასაცილო გვარი

იყო პერიოდი, როდესაც უკრაინას ხშირად ჩავდიოდი. ერთხელ, ოდესაში ყოფნისას მეტად საინტერესო სცენას შევესწარი: ჩემი ნაცნობი გოგონას მამა მილიციის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა. მასთან სტუმრობისას, შვილმა მამის სამსახურში დააპირა დარეკვა. აიღო ყურმილი, აკრიფა ნომერი და ესმის:

– მორიგე ჩო, ბლიად!

ასეთი მისალმების შემდეგ, გოგონა, რბილად რომ ვთქვათ, გამოშტერდა და შეშინებულმა დადო ყურმილი, მაგრამ, საქმე არ ითმენდა, დარეკვა აუცილებელი იყო. ისევ აიღო ყურმილი, აკრიფა ნომერი და იგივე გაისმა. შემდეგ დარეკვა მე მთხოვა და მეც „ჩო, ბლიად” გავიგე. ბოლოს და ბოლოს, მასპინძელმა ძალ-ღონე მოიკრიბა და მორიგეს სთხოვა, მამისთვის დაეძახა. მას მართლაც, დაუძახეს ტელეფონთან.

აღშფოთებულმა გოგონამ მამას უთხრა, შენი  თანამშრომლები ასე უცენზუროდ იგინებიან ტელეფონშიო, რაზეც მამამისი ახარხარდა (მეც კი მესმოდა) და აუხსნა ქალიშვილს, რომ არავითარ გინებას აქ არ ჰქონია ადგილი. უბრალოდ ეს მორიგის გვარია, რის გამოც  უსიამოვნება იმ საწყალ მორიგეს ხშირად შემთხვევია. ის კი არა, თურმე, ერთხელ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკავს და ტელეფონში რომ გაუგია – „მორიგე ჩო, ბლიად.” კინაღამ ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი მოხსნა. სკანდალი მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, რაც სამინისტროში, სპეციალურად ჩაიტანეს მორიგის პირადი საქმე.

მკითხველი, ალბათ, მიხვდა, „ჩო, ბლიად!” ქართულად რასაც ნიშნავს.

ტურისტული ფირმა „მედელანას”

მენეჯერის კოტე ბოკუჩავას ნაამბობის მიხედვით 

 

 

скачать dle 11.3