კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა მომავალი შვილის სილამაზესა და ნიჭზე წინასწარ ზრუნვა და როგორ უნდა აარიდოთ თავი ოჯახურ სკანდალებს მარტივი ასტროლოგიური კანონების დაცვით

 

ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით იბადება, რომელსაც ოთხი სტიქია მართავს – ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. ამაზე მოწმობს ადამიანების ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედების შესწავლის ორიათასწლიანი გამოცდილება.

ასევე, აუცილებელია, რომ მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, ნიჭსა და თვით სილამაზეზეც კი ქორწინებამდე ვიზრუნოთ.

ისმის კითხვა – რა უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ თავი ავარიდოთ სკანდალებს, განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და სიძულვილს საკუთარი შვილებისა და ახლობელი, საყვარელი ადამიანების მხრიდან.

უპირველესად, არსებობს ჰარმონიისა და შეთავსებადობის საკმაოდ მარტივი ასტროლოგიური კანონები. მაგალითად, ცეცხლის ნიშნები ყველაზე კარგად ეგუებიან ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, წყლის ნიშნები კი – მიწის ნიშნებით დაბადებულებს. ამის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ აისახება ყოველივე ეს ოჯახური თანაცხოვრებაზე.

დავუშვათ, თქვენ ხართ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი, ანუ ცეცხლის სტიქია გმართავთ, თქვენი მეუღლე კი კუროა, ანუ მიწის სტიქიის ქვეშაა დაბადებული. თქვენი შვილი მორიელის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული, ანუ წყლის სტიქიაა. ამ შემთხვევაში, მშობლებს შორის ურთიერთობა სულ დაძაბული და კონფლიქტურია, შვილს კი დედასთან უფრო კარგი და ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე მამასთან. ეს იმიტომ, რომ მშობლებმა წინასწარ არ გათვალეს ან არ იცოდნენ სტიქიათა ჰარმონიის შესახებ, როცა დაქორწინება და შვილის ყოლა გადაწყვიტეს.

საკმარისია, ჩაიხედოთ ნებისმიერ ასტროლოგიურ წიგნში, რომ გაიგებთ როგორ უნდა მოიქცეთ უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად და მომავალი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

თუ შვილი ერთ მშობელს ძნელად ეგუება, მეორესთან კი პირიქით – კარგად არის, ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი ისევ ვარსკვლავებს უნდა დაეკითხოთ. კერძოდ,  მალე გააჩინეთ მეორე ბავშვი, რადგან, რაც მეტი წევრია ოჯახში, ჰარმონიის მიღწევის მით მეტი ვარიანტი და შანსი არსებობს.

ყველას სურს, ჰქონდეს მშვიდი და მყუდრო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ვიმედოვნებთ, მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, რათა ჩვენი შვილები ჯანმრთელები, ჭკვიანები, ლამაზები, ლაღები და მზრუნველები იყვნენ დედმამიშვილების, მშობლების, ბებია-ბაბუის, ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ამის მიღწევაში კი დაგეხმარებათ ადამიანზე მთვარის გავლენის ცოდნა. რადგან ღამის მნათობი ძლიერ ზეგავლენას ახდენს დედამიწის ყოველ არსებაზე და ბუნებრივია, ჩვენს შვილებზეც.

ასტროლოგიურად, ბავშვის ჩასახვისთვის არ არის ხელსაყრელი მთვარის 30-ე დღე. ასევე, ეცადეთ, შვილის ჩასახვა არ დაემთხვეს ახალმთვარეობიდან 3, 5, 9, 12, 13, 15, 17, 18, 20, 23, 25, 27 და 29-ე დღეებს. განსაკუთრებით საშიშია 23-ე დღე. ამ დღეს ჩასახული ბავშვები მშობლებისა და საერთოდ, წინაპრების გენეტიკიდან მხოლოდ უარყოფითს იღებენ მემკვიდრეობით. ამიტომ, აუცილებელია, სწორად დაგეგმოთ მომავალი შვილის ჩასახვის დღე და ასევე, მისი დაბადება. იფიქრეთ იმაზე, ვინ იქნება ის: კურო, თევზი, კირჩხიბი, ლომი თუ მერწყული.

ასევე, თუ ვერ ააწყობთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანებთან, აიღეთ ასტროლოგიური წიგნი და კარგად გადაიკითხეთ. გაარკვიეთ, ვინ რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რა ხასიათის, ნიშნების მატარებელია, რომელი სტიქია ბატონობს მასზე, ზოდიაქოს ნიშნის რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს. ამის შემდეგ, მასთან ურთიერთობა გაცილებით გაგიადვილდებათ. ანუ, მიხვდებით, ვის რა კუთხით მიუდგეთ. ასე, კომპრომისების მიღწევაც გაგიადვილდებათ მათთან და საერთო ენის გამონახვაც.

 

скачать dle 11.3