კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 2 ივნისს, დილის საათებში. რომელი პროფესია ავირჩიო, რომ წარმატებებს ადვილად მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, რეანიმაცია, სასწრაფო დახმარება, ფიტოთერაპია, ექსტრასენსორიკა, ჰომეოპათია, სუჯუკ-თერაპია, ასევე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მაკონტროლებელი ორგანოები, კონტროლის პალატა, საგადასახადო, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამოძიებო საქმე, უშიშროება.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 7 მაისს, ღამის სამის ნახევარზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული და უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ გახდეთ დიპლომატიური, ისწავლოთ საიდუმლოს დაცვა, იყოთ მგრძნობიარე, დაეყრდნოთ ინტუიციას. პროფესიებიდან მისაღებია და წარმატებების მომტანი: ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, მწერლობა, ქორეოგრაფია, სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების ბიზნესი, საქველმოქმედო საქმიანობა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, საიუველირო საქმიანობა, უძრავი ქონების ბიზნესი, მშენებლობა. უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ქვეყნებიდან კი უმჯობესია უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი და კუნძული მალტა.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2006 წლის 27 იანვარს, საღამოს 8 საათზე. მომავალში რომელი პროფესია აირჩიოს, რომ წარმატებული იყოს?

პასუხი: მისთვის კარგია და მისაღები შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების დიზაინი ან ბიზნესი, საინჟინრო საქმე, ტექნიკა-მექანიკის, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ფსიქოთერაპია, რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სავაჭრო, ეკონომიკური, საფინანსო საქმე.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1998 წლის 9 აპრილს. უნდა ფეხბურთს გაჰყვეს. მიაღწევს თუ არა ის ამ სფეროში წარმატებას და თუ არის ფეხბურთი მისი საქმე ასტროლოგიური კუთხით?

პასუხი: სპორტთან დაკავშირებით მას ექნება გარკვეული პრობლემები, რადგან პლანეტა სატურნი აღმოჩნდა მისი დაბადების მომენტში დაბრკოლებების ზონაში. ამიტომ, თუ ორმაგად შეუპოვარი, ნებისყოფიანი, მიზანმიმართული და შრომისუნარიანი არ იქნება, გაუჭირდება ბარიერების გადალახვა. შესაბამისად, ვერც წარმატებებს მიაღწევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მონაცემები არ აქვს სპორტის ამ სახეობაში.

 

скачать dle 11.3