კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განახლებული სპექტაკლი განახლებულ თეატრში

 

 

დუტა – თეატრის სცენაზე... მის სანახავად ნამდვილად ღირდა თელავში ჩასვლა... ჩემთვის ის მაინც მსახიობია, თეატრის ნიჭიერი მსახიობი... თუმცა, ამაზე მოგვიანებით... 

თელავის თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. დუტა სხირტლაძემ პრემიერაზე თავის მეგობრებს, კოლეგებსა და თეატრის მოყვარულებს მოუყარა თავი და დაჰპირდა, რომ თელავის თეატრში ახალი სეზონი მმართველივით (ანუ მასავით) სუპერაქტიური და პროდუქტიული იქნება...

დუტა: რამდენიმე რეჟისორი მოვიწვიეთ: ნუგზარ ლორთქიფანიძე, სოსო ბაკურაძე, კოტე მირიანაშვილი, დუტა სხირტლაძე... მე „სულიკოს“ დავდგამ ამ სცენაზე, თელავის განახლებულ თეატრში, ბატონი ლევან წულაძე გააკეთებს სპექტაკლს, ბატონი კოტე აბაშიძე...

– შენ გინდა, მთელი წელი თელავში ვირბინოთ თეატრის მოყვარულებმა?

– რა თქმა უნდა (იღიმება). თელავის თეატრი და თუმანიშვილის თეატრი გააკეთებენ ერთობლივ პროექტს – „რკინის კაცები“. ძალიან საინტერესო პიესები დაიდგმება და ძალიან განსხვავებული რეპერტუარი იქნება, თანამედროვე ფრანგი ავტორით დაწყებული, ქართველი დრამატურგით გაგრძელებული. „სულიკო“ ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის. ჭოლამ გადაწყვიტა, ეროვნულ თემატიკაზე გააკეთოს სპექტაკლი. პატრიოტული სულისკვეთება აქაურობას ძალიან მოუხდება. ისტორიული თემა იქნება, ალბათ... თელავის ახლოს საჯარისო ნაწილებია და, გვინდა, მათთვის ვითამაშოთ სპექტაკლები. ძალიან დიდხანს ელოდა თელავის თეატრი ამ დღეს. წლის ბოლომდე ექვსი სპექტაკლი – ექვსი პრემიერა იქნება. ვფიქრობ, მეშვიდეც უნდა მოვასწროთ სეზონის დახურვამდე. გვყავს ახალი დასი, რომელიც თელავის თეატრმა დაიმსახურა, მსახიობთა უმეტესობა თელაველია.

– ამდენ რამეს როგორ ასწრებ?

– მე რა, სპექტაკლებს რეჟისორები დგამენ, მე მხოლოდ თავს ვუყრი ამ ყველაფერს. თან, გვერდით მაგარი ადამიანი მყავს – ვახო ოთიაშვილი, რომელიც ჩვენი იურისტიც არის და კიდევ ყველაფერი. ბატონმა პრეზიდენტმა მე გზა დამიგო გომბორზეე?! – გადაირბინე-გადმოირბინეა... ორ წელიწადში თეატრალური ინსტიტუტიდან ველოდები თელავის სპეცჯგუფს. ძალიან მაგარი ბავშვები არიან – „ახალი სისხლი“ ხომ უნდა აქაურობას?! ამდენი წელი მსახიობებს ზურგზე ჰქონდათ თეატრი აკიდებული და მიათრევდნენ.

– სპონსორები?

– დაწერ (იცინის)?

– როცა საქმე თეატრს ეხება...

– როგორც ყოველთვის, ახლაც, ჩემი იასამნისფერი კომპანია მიდგას გვერდში. ამას ისე ვიტყვი, ვერავინ წამომედავება, რეკლამას აკეთებო. ღვინის ქარხნები მეხმარებიან: „თელავის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „რჩეულის მარანი“... „ბაგრატიონი“ – შამპანური. გიორგი ღვინიაშვილი გვპატრონობს ძალიან, ლამის თავისი ხელით გააკეთა რემონტი კაცმა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უნდა ვთქვა. ოქრო ადამიანია.

– მიხარია, რომ დღეს სცენაზე გნახავ.

– პატარა როლი მაქვს, სულ პატარა – ერთი სამწუთიანი შემოსვლა. კინტოს ვთამაშობ, მემწვანილეს. ჩემი პაპა თამაშობდა ამ როლს, ისიც ჩემსავით „შემოდიოდა“. ეპიზოდი და პატარა როლი არ ვიცი მე, მთავარია, მაყურებელს ესიამოვნოს. ამ სპექტაკლით რატომ დავიწყეთ, გითხრა? ჩემი ბებოსა და პაპას იუბილეა, ამ თეატრის მსახიობების. 90 წლის გახდებოდა ორივე და ამ სპექტაკლში თამაშობდნენ. მოვიწვიეთ ნუგზარ ლორთქიფანიძე და დავდგით „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“...

P.S. მემწვანილე კინტოს შემოსვლა ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც ყოველთვის არის ხოლმე დუტას შემოსვლა სცენაზე. არც მე მესმის, რას ნიშნავს პატარა როლი, პატარა ეპიზოდი... მთავარია, მაყურებელს ესიამოვნა...

 

скачать dle 11.3