კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

როგორ დაიკარგა ჯარის მეგობრებს შორის კავშირი და ვისი პოვნა უნდა თბილისში მცხოვრებ 44 წლის კაცს მოსკოვში

 

44 წლის გოჩა ილიას ძე გოგიშვილი ეძებს 44 წლის სერგეი კიტაევს.

ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს, 44 წლის სერგეი კიტაევს (მამის სახელი უცნობია). მე და სერგეიმ ერთმანეთი ჯარში სამსახურის დროს გავიცანით და დავმეგობრდით. ჩვენ ერთად ვმსახურობდით ლვოვის ოლქის ქალაქ ტრუსკავეცში. სამწუხაროდ, სამსახურის დამთავრების შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მე თბილისში ვცხოვრობ, სერგეი კი, სავარაუდოდ, მოსკოვში უნდა ცხოვრობდეს. მეგობრის პოვნის სურვილი დიდი ხანია, მაქვს. გიგზავნით ფოტოს, რომელზეც სერგეი დაახლოებით 18-19 წლის არის. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.

– როგორ დამეგობრდით? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– ჯარში სამსახური ლვოვის ოლქში მომიწია, სადაც განაწილებით მოვხვდი. სერგეიც სწორედ იქ გავიცანი. ისიც ჩემსავით მსახურობდა. მე ტრუსკავეცში საქართველოდან ჩავედი, სერგეი კი მოსკოვიდან იყო. ერთ ნაწილში 1985 წლის 1 ნოემბერს მოვხვდით. როდესაც სასწავლო ცენტრიდან („უჩებკიდან“) ჩამოვედი, უმცროსი სერჟანტის წოდება მქონდა. სერგეიც იმავე წოდებით დამხვდა ნაწილში. მეტსახელად მას ყველა „სერის“ ვეძახდით. მე და სერგეი ერთად ვასწავლიდით ახალწვეულებს. ბუნებრივია, მე ქართველ ბიჭებს ვპატრონობდი და, ისიც, ჩემი ხათრით არავის ჩაგრავდა. ერთი სიტყვით, მეგობრული და კარგი ბიჭი იყო, არ ჰგავდა ტიპურ სერჟანტებს. მე ვიყავი პირველი ოცეულის უფროსი, ჩემი მეგობარი კი მესამე ოცეულს ხელმძღვანელობდა. ამიტომ, გამოდიოდა, რომ მე მასზე წოდებით უფროსი ვიყავი (იცინის), რაზეც ხშირად „გვიღადავია“. მე და სერგეის უამრავი მოგონება გვაკავშირებს. ჯარიდან ჩამოსვლამდე გეგმაში გვქონდა მეგობრობის გაგრძელება და ურთიერთობის გაღრმავება.

– რა იყო თქვენ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი?

– ჯარის დასრულებისთანავე ჩვენ ჩავიწერეთ ერთმანეთის მისამართები. სერგეი მოსკოვიდან იყო, მე კი – საქართველოდან. მაგრამ, სამწუხაროდ, მე დამეკარგა ის ბლოკნოტი, სადაც „სერის“ მისამართი მეწერა, ნამდვილად არ ვიცი, რა იყო მისი მხრიდან ჩემთან დაუკავშირებლობის მიზეზი, რადგან მე ისევ იმ მისამართზე ვცხოვრობ, რომელიც მას ჩავაწერინე. ერთმანეთი ბოლოს ჯარის ნაწილში 1985 წელს ვნახეთ.

– როდის ან როგორ გადაწყვიტეთ ჯარის მეგობრის მოძებნა?

– მე სულ მინდოდა სერგეის პოვნა, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ ვახერხებდი მისი მისამართის არქონის გამო. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, წავიკითხე ჟურნალ „თბილისელებში“ თქვენი სტატია, თუ როგორ ეძებდა ჯარის მეგობარს, თუ არ ვცდები, ყაზახეთში მცხოვრები ადამიანი. მაშინვე გამახსენდა სერგეი და ვიფიქრე, თუკი ყაზახეთში მცხოვრებმა ადამიანმა მოგმართათ დახმარებისთვის, მეც ვცდი-მეთქი. 

– კიდევ რა იცით მეგობრის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ის ამჟამად არა რუსეთში, არამედ სხვაგან ცხოვრობდეს?

– დარწმუნებით ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, არა მგონია, სერგეი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასულიყო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ჰყავდა მასზე უმცროსი და (სახელი არ მახსოვს). ერთხელ სერგეის მშობლები მის დასთან ერთად ჩამოსულებიც კი იყვნენ ნაწილში შვილის სანახავად, მაგრამ, არც მათი სახელები მახსენდება. ბევრჯერ მიცდია მისი მოძებნა სხვადასხვა ხერხით, მაგალითად, მოსკოვში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს არაერთხელ დავავალე ეს საკითხი, მაგრამ, დღემდე უშედეგოდ. რატომღაც, ამ დრომდე სულ იმედი მქონდა, რომ სერგეი დამიკავშირდება, რომ თვითონ მიპოვის. შემდეგ კი, როგორც იცით, საქართველო-რუსეთს შორისაც ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ იქ ჩასვლაც რთული გახდა. როგორც ჩანს, მანაც დაკარგა ჩემი მისამართი და ამიტომ შეწყდა ჩვენ შორის კავშირი. ინტერნეტშიც არ ვარ არსად დარეგისტრირებული. შეიძლება, „სერი“ ამ ხერხით ცდილობდა ჩემს მოძებნას. ბევრი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს. ხასიათითაც კარგი ადამიანი იყო და ძალიან მეგობრული. დარწმუნებული ვარ, ასეთი ხასიათი სარგეის ახლაც აქვს და ვერ დავიჯერებ, რომ, პოვნის შემთხვევაში, შეიძლება, ჩვენი მეგობრობა არ გაგრძელდეს. ამჟამად მე  დაოჯახებული ვარ და შვილებიც მყავს, მაგრამ მეგობრის დავიწყება არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, თუკი სერგეის ვიპოვი, ისევ მეგობრები ვიქნებით. მას, ალბათ, უკვე, შვილებიც ეყოლება და, შეიძლება, შვილიშვილებიც კი ჰყავდეს. შეიძლება, მე ვერ ჩავიდე მასთან სტუმრად, და ვერც ის ჩამოვიდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს ვიპოვით და დაველაპარაკებით, თუნდაც ტელეფონით. ზუსტად ვიცი, რომ სერგეის ეს ძალიან გაუხარდება. 

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3