კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

1 ოქტომბერს ბათუმში “მის საქართველო 2011-ს„ აირჩევენ

 

 

უკვე მეცხრე წელია, რაც სამოდელო სააგენტო „იმიჯცენტრი“ ყოველწლიურად წარმატებით ატარებს სილამაზის კონკურსს „მის საქართველო“. წელს კონკურსი 1 ოქტომბერს, 20 საათზე ქალაქ ბათუმში, ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მანამდე კი არჩეული 20 კონკურსანტი, რომლებიც 20 სექტემბერს ია კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს მაღაზია „ზარაფხანაში“ გაგვაცნო, კონკურსისთვის ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას კლინიკა „მედიში“ გაივლის. კონკურსზე მათ ჩაცმულობაზე კი იზრუნებს მოდის სახლი „მარიონელა“, ხოლო ვარცხნილობასა და მაკიაჟზე სილამაზის სალონი „ბიუთი თაიმი“. წელსაც გამოვლინდება ტოპ-ხუთეული, რომლებიც ძვირფას საჩუქრებთან ერთად, გაემგზავრებიან საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე. მაღაზია „ზარაფხანის“ სიმპათიას კი გადაეცემა პრიზი ახალი კოლექციიდან.

ია კიწმარიშვილი: „ჩვენ ვართ საქართველოში ისეთი პრესტიჟული კონკურსების წარმომადგენლები, როგორიც არის „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“, „მის ინტერკონტინენტალი“ და „მის ტურიზმი“. ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ კონკურსებზე გავაგზავნოთ „მის საქართველოს“ ტოპ-ხუთეულში შესული გოგონები, რაც ჩემი აზრით, მათთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსანტებს, როგორც წინა წლებში, წელსაც საინტერესო გარეგნობის ლამაზი გოგონებია. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ღირსეული გაიმარჯვებს, რომელიც გაემგზავრება ლონდონში კონკურსზე „მის მსოფლიო“. მე ყველა გოგონას წარმატებას ვუსურვებ“.

 

скачать dle 11.3