კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და როგორ ეძებს კიევში მცხოვრები 28 წლის ქალი მამის ნათესავებს თბილისში

 

28 წლის მარია ნიკოლოზის ასული კიკვაძე ეძებს 55 წლის ლიანა ნოდარის ასულ კიკვაძეს და 80 წლის ნოდარ არსენის ძე კიკვაძეს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემის (ნიკოლოზ კიკვაძის) ნათესავებს: მის დას (ანუ მამიდაჩემს) – 55 წლის ლიანა ნოდარის ასულ კიკვაძეს და 80 წლის ნოდარ არსენის ძე კიკვაძეს (ბაბუაჩემს, მამის მამას). მამაჩემს და მის ნათესავებს შორის კავშირი დაახლოებით 1961 წლის შემდეგ შეწყდა. მამაჩემი, ნიკოლოზ ნოდარის ძე კიკვაძე, საქართველოდან უკრაინაში, კიევში გადმოვიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები (ლალი ნიკოლაძე და ნოდარ კიკვაძე) ერთმანეთს დაშორდნენ. კიევში ცხოვრობდა მამას ნათლია – ლიზა მარიამიძე, რომელმაც მამა და ბებია (მამის დედა) შეიკედლა. ჩემმა დედ-მამამ ერთმანეთი სწორედ კიევში გაიცნო, სადაც ისინი დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ მამას ადარდებს მისი ნათესავების ამბავი და ძალიან უნდა მათი პოვნა. უბრალოდ, ამჟამად ის ამას ვერანაირად ვერ ახერხებს, რადგან ქიმიოთერაპიას იტარებს. (მას სიმსივნე აქვს). ძალიან მინდა, დავეხმარო მამიკოს და ვაპოვნინო ნათესავები.

– როგორ დაიკარგა კავშირი მამაშენსა და მის ნათესავებს შორის და რა იყო იმის მიზეზი, რომ 1961 წლის შემდეგ მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ?

– მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში,  თბილისში. მას ჰყავს მხოლოდ ერთი დედმამიშვილი, მასზე უმცროსი და, სახელად ლიანა (ამჟამად იგი 55 წლის უნდა იყოს). მამიკოს მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც ბებიაჩემი, ანუ მამის დედა მამიკოსთან ერთად საცხოვრებლად კიევში გადმოვიდა, თავის დაქალთან, ლიზასთან ოჯახში. ლიზა კიევში ცხოვრობდა. მას ჰყავს უკრაინელი მეუღლე. სწორედ ლიზამ მონათლა მამაჩემი. კიევში ბებია (ანუ მამის დედა) მალევე გარდაიცვალა. მას ჰქონდა ვენების ვარიკოზული  გაგანიერება და თრომბი დაემართა. მამა დარჩა ლიზასთან და, სწორედ ნათლიამ მიაღებინა მამაჩემს განათლება, უზრუნველყო იგი ყველაფრით და უპატრონა კიდეც. მამაჩემის მშობლების დაშორების მიზეზი ბებიის ღალატი იყო, რაც ბაბუამ ვერ აპატია. ლიანა მაშინ სულ პატარა ყოფილა (დაახლოებით 5 წლის, მამიკო კი 10-ის იყო). ლიანამ თვითონ მოინდომა მამასთან დარჩენა. მამას კი დედასთან ერთად წასვლა ერჩივნა. ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს: ძმა უკრაინაში აღმოჩნდა და კი საქართველოში დარჩა. მესმის, რომ მას შემდეგ წლებია გასული, მაგრამ, ძალიან მინდა, მამას დაკარგული ნათესავები ვაპოვნინო. იმედი მაქვს, რომ ნოდარ ბაბუა ცოცხალია, ჯანმრთელადაა და მას ჯერ კიდევ ახსოვს მამაჩემი.

– სად ცხოვრობდნენ დაკარგული ბაბუა და მამაშენის და – ლიანა და კიდევ რა იცით მათ შესახებ?

 – მამიკო მიყვებოდა, რომ მისი მშობლები, სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ, ფონიჭალაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ჩვენ (მე და დედამ) არაერთხელ გავგზავნეთ იქ წერილი, თუმცა სამწუხაროდ, პასუხი არ მოგვსვლია. თვითონ მამაჩემი ვერ პატიობდა ბაბუას ასეთ სიმკაცრეს. მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ ბაბუას ისიც კი ეგონა, თითქოს მამა მისი კი არა, სხვისი შვილი იყო, რადგან თურმე მამაჩემი სულ არ ჰგავდა მამამისს). როგორც მამაჩემის მეზობლისგან გავიგეთ, რომელმაც დაახლოებით შვიდი წლის წინ სრულიად შემთხვევით ნახა კიევში, და გამოელაპარაკა, ლიანას, ანუ მამიდაჩემს, ჰყავს შვილი, (ამჟამად დაახლოებით 30 წლის) – ვასილ ხვიჩია. იმ მეზობელმა უთხრა მამას, რომ ლიანაც დაშორებულია თავის პირველ მეუღლეს. სამწუხაროდ, ეს არის მთელი ინფორმაცია, რაც მე მამის ნათესავების შესახებ ვიცი.

– ამდენი წლის განმავლობაში მამაშენს და მის ნათესავებს შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა?

– კავშირი არ ყოფილა, რაც, ჩემი აზრით, არანორმალურიცაა. არც ერთმა ადამიანმა არ უნდა დაკარგოს თავისი სისხლი და ხორცი, თუნდაც ღალატის გამო. ამჟამად მამაჩემი ძალიან ცუდად არის – ექიმებმა მას ფილტვის კიბო დაუდგინეს, თუმცა, ის მაინც აღსავსეა ოპტიმიზმით და ჩვენ არანაირად არ გვაჩვენებს, რომ დარდობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მას ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება თავისი ნათესავების პოვნა და მხარში ამოდგომა.

– მამამ თუ იცის, რომ მის ნათესავებს ეძებ?

– არ მითქვამს მამასთვის და ისე მოგმართეთ. მინდა, რომ სიურპრიზი გავუკეთო და გავახარო. 

– როგორ ფიქრობ, თქვენი თბილისელი ნათესავები თუ ეძებდნენ მამაშენს, ან, აქვთ თუ არა თქვენთან დაკავშირების სურვილი?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რას ფიქრობენ ისინი ამჟამად, ან ეძებდნენ  თუ არა მამას, მაგრამ, ფაქტია, რომ მამიკო მხოლოდ ნათლიამ გაზარდა, და მასთან დაკავშირება რომ სდომებოდა ბაბუას, არ გაუჭირდებოდა. რაც შეეხება ლიანას, ვერ დავიჯერებ, რომ მას არ აინტერესებდეს თავისი ძმის ამბავი, მით უმეტეს ახლა, როდესაც გაიგებს, რომ ის ცუდად არის.

 

скачать dle 11.3