კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (160)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი  გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე?

პასუხი: დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზეც შეიძლება. 

კითხვა: ჩემი ახლო ნათესავი მსჯავრდებულია და იხდის სასჯელს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასზე ხორციელდება ძალადობა, მაგრამ ამის შესახებ თავად არაფერს ამბობს. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება საჩივრის შეტანა პატიმრის უფლებების დარღვევისას და მოცემულ შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება საჩივრით მივმართო შესაბამის ორგანოებს?

პასუხი: ზოგადად საჩივრის შეტანის საფუძველია თანამშრომლის მიერ  სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განხორციელებული ქმედება, სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და პატიმრის უფლებების სხვაგვარი ხელყოფა. აღნიშნულ შემთხვევებში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივრის შეტანა ხდება წერილობითი ფორმით და შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 3 თვის ვადაში. საჩივრის შეტანის უფლება, პატიმრის გარდა, აგრეთვე აქვს მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ: 

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას თავად შეიტანოს საჩივარი. 

კითხვა: დაახლოებით ერთი წელია, ვმუშაობ ერთ-ერთ ფირმაში. ჩემი ხელფასი განისაზღვრება გამომუშავების მიხედვით. გთხოვთ, განმიმარტოთ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში როგორ მოხდება შვებულებაში ყოფნის პერიოდის სახელფასო ანაზღაურება?

პასუხი: ზოგადად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან; თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით. თქვენს შემთხვევაში, საშვებულებო ანაზღაურება მოხდება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურების მიხედვით.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის რა გარანტიები და ღონისძიებებია გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ ღონისძიებათა სახეებია: 

ა) საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ: სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება;

ბ) პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო დოკუმენტისა და საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების გასაიდუმლოება;

გ) ფსევდონიმის მინიჭება;

დ) უსაფრთხოების ზომების მიღება;

ე) გარეგნობის შეცვლა;

ვ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა.

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები?

პასუხი: სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ: 

ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც, თავისი ბუნებით, არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;

ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;

გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;

დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

კითხვა: სასამართლოს მიერ ცნობილი ვარ დამნაშავედ და შეფარდებული მაქვს პირობითი მსჯავრი – 3 წელი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენის გამოტანიდან გასულია 2 წელზე მეტი დრო. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება, გაუქმდეს ჩემზე შეფარდებული პირობითი მსჯავრი?

პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სასამართლოს შეუძლია, იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა. შესაბამისად, თქვენ მიმართ შესაძლებელია, სასამართლომ პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს შეფარდებული პირობითი მსჯავრი და მოგიხსნათ ნასამართლეობა.  

კითხვა: სასამართლოს მიერ შეფარდებული მაქვს პირობითი მსჯავრი. გამოსაცდელი ვადის პერიოდში დამეკისრა ადმინისტრაციული სახდელი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. შეიძლება თუ არა,  აღნიშნული დარღვევის გამო მოხდეს პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევა?

პასუხი: არა, ვინაიდან, თუ პირობით მსჯავრდებულმა თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, სასამართლოს შეუძლია, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

 

скачать dle 11.3