კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე... ყველაზე...

 

ისინი ყველაზე სასურველი სასიძოები არიან, თანაც, ყველაზე კეთილშობილები, რომ არაფერი ვთქვათ ქონებაზე.

1. უფლისწული ჰარი – უელსის პრინცი. 26 წლის. დედოფალ ელიზაბეთის უსაყვარლესი შვილიშვილი. ჰარის უყვარს ხმაურიანი წვეულებები, ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელიც მას ძმის ქორწილზეც ახლდა. ჩელსი დევისთან მას დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, თუმცა, ხან იბუტებიან, ხან რიგდებიან. ჰარი აცხადებს, რომ მისი გული თავისუფალია.

2. შეიხ ჰადან ბენ მოჰამედ ალ-მაკტუმი – 29 წლის, დუბაის ტახტის მემკვიდრე უფლისწული. თვისუფალ დროს ლექსებსაც თხზავს. მასზე რამდენიმე ვაკანსიაა, რადგან რამდენიმე ცოლის ყოლა შეუძლია.

3. კარლ ფილიპი-შვედი – 32 წლის, პრინცესა ვიქტორიას უმცროსი ძმაა, ამიტომ ტახტი მას არ ერგება. სამაგიეროდ, იმდენი ფული აქვს, შეუძლია, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვროს. გატაცებულია ფოტოგრაფიითა და რბოლებით. მეგობარ ქალს ახლახან დაშორდა.

4. პრინცი ანდრეა  კაზირაგი – 26 წლის. უყვარს საკუთარი იახტით მოგზაურობა, გარუჯვა. მისი მეგობარი გოგონა კოლუმბიელი მილიარდერის შვილია, მაგრამ ქორწილზე ჯერ ლაპარაკი არ არის.

5. ბერძენი უფლისწული ფილიპოს ბერძენი – 25 წლის. ის მაშინ დაიბადა, როცა საბერძნეთში მონარქია გაუქმდა. ის ერთადერთი უფლისწულია (თუ ჩვენს ბაგრატიონებს არ ჩავთვლით), რომელსაც სამეფო არ აქვს. სამაგიეროდ, ძალიან სიმპათიურია.

6. ბელგიის პრინცი ამედეო – 25 წლის. მართალია, ბელგიის ტახტის მემკვიდრეთა რიგში ის მხოლოდ მეშვიდეა, მაგრამ პრინცი გულს არ იტეხს. იგი ნიუ-იორკის აუდიტორულ ფირმაში მუშაობს და დილაობით ცენტრალურ პარკშიც დარბის.

7. ბრუნეის პრინცი აზიმი – 28 წლის. სულთან ბოლკიასის ვაჟი. ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. სახელი გაითქვა შოკის მომგვრელი, მდიდრული წვეულებებით. ძალიან ხელგაშლილია. თავის ქალებს მილიონებს ახარჯავს.

8. პრინცი ფელიქს ლუქსემბურგელი – 26 წლის. სწავლობდა სამეფო სამხედრო აკადემიაში, რომელიც  ტრავმის გამო მიატოვა. ხშირად ნახავთ კაზინოში. მეფე მოუთმენლად ელოდება, როდის გამოჩნდება ქალი, რომელიც მის შვილს კაზინოს დაავიწყებს.

 

скачать dle 11.3