კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეალური პლანეტა „ვარსკვლავური ომებიდან“

 

ასტრონომებმა იპოვეს პლანეტა, რომელსაც ორი მზე დაჰნათის – ის ორი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, როგორც ტატუინი ცნობილ კოსმოსურ საგაში „ვარსკვლავური ომები“. ახალაღმოჩენილი პლანეტა დედამიწიდან 200 სინათლის მანძილზე იმყოფება.

მისი აღმოჩენა ირიბი ნიშნებით გახდა შესაძლებელი, სახელდობრ, შესაბამისი ვარსკვლავების დაბნელებით. ორივე ვარსკვლავი, რომელთა ირგვლივაც პლანეტა ბრუნავს, თავის მხრივ, ერთმანეთს აბნელებს. სწორედ ამას მიაქციეს ყურადღება ასტრონომებმა, მაგრამ, შემდეგ მათ შეამჩნიეს, რომ, მაშინაც  კი, როცა ვარსკვლავები ერთმანეთს არ აბნელებენ, მათი სინათლე დროდადრო უფრო სუსტი ხდებოდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ასე იპოვეს მესამე ობიექტი – „Kepler 16b“. პლანეტა ზომებით დაახლოებით სატურნის ტოლია, თვით ვარსკვლავები კი უფრო მცირეა, ვიდრე მზე. პირველის მასა მზის მასის 69 პროცენტს შეადგენს, ხოლო მეორე ვარსკვლავისა – 20 პროცენტს. პლანეტების გარშემოვლის პერიოდი ამ ვარსკვლავების ირგვლივ 22 დღეს შეადგენს, რაც ვენერას მაჩვენებელს შეესაბამება.

ცხელი „ტატუინისგან“ განსხვავებით, პლანეტაზე, რომელსაც „Kepler 16b“ დაარქვეს, ძალზე ცივა: მისი ზედაპირის ტემპერატურა მინუს 73-დან -103 გრადუსამდეა. ამასთან, პლანეტა სანახევროდ გაზებისგან შედგება და ამიტომ მასზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხულია. მაგრამ, პლანეტის აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია სამეცნიერო თვალსაზრისით.

 

скачать dle 11.3