კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიწისქვეშა ბუნკერი – სამყაროს დასასრულის შესახვედრად

 

პორნოგრაფიულმა სტუდიამ, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს, გადაწყვიტა, თავისი წარმოება მიწის ქვეშ – განსაკუთრებულ ბუნკერში გადაეტანა. ამის შესახებ სტუდია Pink Visual-ის წარმომადგენელმა კვენტინ ბოიერმა განაცხადა. ეს ექსტრავაგანტური გეგმები მან მომავალ, 2012 წელს სამყაროს დასასრულის მოახლოებით ახსნა.

ბუნკერი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, თავშესაფარი, ანდა, თავის გადარჩენისთვის საჭირო მიწისქვეშა კაფსულა მანიაკალურად მშიშრებისთვის“, – განმარტა მან. მიწისქვეშა პატარა ქალაქში იქნება ბარები, უზარმაზარი სცენა წარმოდგენებისთვის და ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი სტუდია.

„ჩვენი მიზანი ამბიციურია – გადავიტანოთ მომავალი აპოკალიფსი კომფორტით და მდიდრულად, როგორც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს კატასტროფა: იქნება ეს ცეცხლის რგოლები, რომელსაც დედამიწაზე გამოტყორცნის ყველაფრის მხედველი ღვთაება, წარღვნა ხანგრძლივი თავსხმა წვიმებით, მეორედ მოსვლა, რომელსაც მიწისძვრისგან წარმოქმნილი მეგაცუნამი გამოიწვევს, რადიოაქტიური გამოსხივება თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ერთდროულად. სტუდიის საიტიც კი განაგრძობს მუშაობას ბუნკერიდან, ვინაიდან, სერვისების განადგურებისა და დედამიწის კავშირის ხაზების გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, თავშესაფარში შინაგანი ქსელი იმუშავებს“, – განაცხადა მან.

ბუნკერის ზუსტი ადგილმდებარეობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა. ახლა იმ ადამიანების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც უფლებას მიიღებენ, განთავსდნენ საიდუმლო თავშესაფარში. ამ ბედნიერთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ, ზოგიერთი მონაცემით, 1 200-დან 1 500-მდე ადამიანს შეადგენს. ბუნკერი სრულად 2012 წლის სექტემბრისთვის იქნება მზად.

 

скачать dle 11.3