კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ყველაზე ბედნიერები

 

„მამაკაცები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს სამუშაოზე, ვიდრე ქალები“, – ასეთი დასკვნა გამოიტანა ჩრდილოამერიკულმა მარკეტინგულმა ცენტრმა. გამოკვლევაში მონაწილეობა14 ქალაქის სხვადასხვა კომპანიის 400-მა თანამშრომელმა მიიღო.

ქალებთან შედარებით, 25 პროცენტით მეტი მამაკაცი გრძნობს თავს ბედნიერად სამსახურში, ოფისში, შინ ყოფნა კი მამაკაცთა მხოლოდ 8 პროცენტს ურჩევნია.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები თავს ბედნიერად გრძნობენ ოფისში მაშინაც კი, როდესაც სამუშაო დროის ხანგრძლივობა ჩვეულებრივზე გაცილებით მეტია. ეს სინამდვილეშიც ასეა: მამაკაცი სამსახურში საშუალოდ 8,8 საათს ატარებს, ხოლო ქალი – 8,4 საათს. მამაკაცები სახლშიც სიამოვნებით მუშაობენ, მით უმეტეს, თუ მათი სამუშაო კომპიუტერთანაა დაკავშირებული.

მამაკაცები სიამოვნებით წყვეტენ დაწყებულ სამუშაოს სადილისთვის, მოსაწევად. მამაკაცები სამსახურში სექსითაც შეიძლება იყვნენ დაკავებული, რასაც ისინი 11 პროცენტით უფრო ხშირად აკეთებენ, ვიდრე ქალები. დადგენილია, რომ სამუშაოზე მამაკაცები სტრესს გაცილებით იშვიათად განიცდიან. მაგალითად, თუ ქალების 67 პროცენტი რაიმეს გამო განიცდის  სტრესს, ასეთი პრობლემა მამაკაცთა მხოლოდ 58 პროცენტს ექმნება. თავის ტკივილით სამუშაოზე ქალების 54 პროცენტი და მამაკაცთა 43 პროცენტი იტანჯება. ამავე დროს, დეპრესიაში ისინი, რატომღაც, ერთნაირად ვარდებიან. რაც შეეხება ასაკს, ყველაზე ბედნიერად 39 წლის მამაკაცები მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაში გრძნობენ თავს.

მკვლევრებმა შექმნეს საშუალო სტატისტიკური მოსამსახურის სახე: ეს არის საშუალო ტოპ-მენეჯერი, დაქორწინებული, ჰყავს ერთი შვილი. მისი ცოლი მუშაობს, მაგრამ არასრული ხელფასი აქვს. მისი შემოსავალი წელიწადში 120-200 ათას დოლარამდეა. ყველაზე უბედური ოფისის მუშაკი კი არის მარტოხელა, 42 წლის ქალი, რომლის წლიური შემოსავალი 100 ათასი დოლარია.

 

скачать dle 11.3