კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ლარაძე

გვარის ფუძეა სიტყვა ლარი, რომელიც ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება.

„ლარაძე – ციციშვილთა აზნაურიშვილი. შაჰნავაზმა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს დაბრუნების პირობა მისცა“.

აზნაურიშვილი ლარაძე მოიხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში; ხვედურეთში მას ორი კომლი ყმა ჰყავდა, ლუოვისხევში – შვიდი, ბისში – სამი, თხილნარში – ოთხი, იფუნევში კი – ერთი.

1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე იყო მებატონე. მას ყმები ჰყავდა ყარაბულაღში.

სწორედ პაატა ლარაძისგან მომდინარეობს გვარი პაატაშვილი, ზურაბ ლარაძისგან – ზურაბიშვილი, ბიძინა ლარაძისგან – ბიძინაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ლარაშვილი.

საქართველოში 46 ლარაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, ყვარელში – 5.

ბერუჩაშვილი – ბერუჩევი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერუა. ამ საკუთარი სახელიდან ბევრი ქართული გვარ-სახელია ნაწარმოები.

ამავე ფუძით ნაწარმოები გვარებია ბერუაშვილი და ბერუკაშვილი.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, ბევრი ქართული გვარის დაბოლოება შეიცვალა, ანუ „შვილისა“ და „ძეს“ ადგილი „ოვმა“ და „იევმა“ დაიკავა.

ანალოგიური რამ მოხდა ბერუჩაშვილთან დაკავშირებითაც. ეს გვარი ბერუჩევის სახითაც გვხვდება, რაც ქართული სინამდვილისთვის მიუღებელია. ამ გვარის წარმომადგენლები ქართველები არიან და შეუძლიათ, აღიდგინონ მამაპაპური გვარი – ბერუჩაშვილი.

საქართველოში 290 ბერუჩაშვილი ცხოვრობს: გორში – 30, ონში – 27, თბილისში – 5. არიან სხვაგანაც.

43 ბერუჩევი: ონში – 18, ქუთაისში – 11, ჭიათურაში – 5. არიან სხვაგანაც.

ღრუბელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღრუბელა.

1721 წელს მოიხსენიება ბეჟანა ბაბუნაშვილის ყმა – ბერუა ღრუბელაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ღრუბელაძე.

საქართველოში 93 ღრუბელაშვილი ცხოვრობს: სამტრედიაში – 34, თბილისში – 33. საგარეჯოში – 7. არიან სხვაგანაც.

57 – ღრუბელაძე.

ყელბერაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ყელბერა.

გადმოცემით, ეს სახელი შეურქმევიათ კაცისთვის, რომელსაც ყელზე ჩიყვის ამონაზარდი ჰქონია. მისი გვარი კი მაისურაძე ყოფილა.

1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა – იესე ყელბერაშვილი.

„1818 წელს ღოუბნელი ბეჟანა ყელბერაშვილი ნათლავს ვაჟიშვილს, გლახას. მიმრქმელი იყო ნინია გერმანოზიშვილის მეუღლე მარიამი“.

საქართველოში 345 ყელბერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 176, თეთრი წყაროში – 130, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

ჭვინტიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჭვინტია.

„ერტისელმა ჭვინტიაშვილმა 1820 წელს იქორწინა კუმისელი იმერლის, კილოსანის ბერის ასულ ნინოზე. თავსმდებნი ყოფილან კეთილშობილნი: ფრანგისტან თურქესტანოვი და ერტისში მცხოვრები პეტრე ყორღელიძე“.

საქართველოში 25 ჭვინტიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 13, თბილისში – 2, მარნეულში – 2. არიან სხვაგანაც.

ხახუტაშვილი – ხახუტაიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახუტა.

„ზაქარია ხახუტაშვილი მოიხსენიება 1817 წლის გათავისუფლების წიგნში, რომელიც გოგია ბეგიაშვილს მიუცია პეტრე წიფლაშვილისთვის“.

ამავე ძირისაა გვარი ხახუტაიშვილი.

ხახუტაშვილები ტბისში მოიხსენიებიან 1721 წლიდან.

საქართველოში 576 ხახუტაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 159, თბილისში – 107, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.

676 – ხახუტაიშვილი.

შავბერუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი შავბერუა.

ასევე, გვხვდება მსგავსად ნაწარმოები მეტსახელები: შავდათუა, შავდემეტრე, შავზაქარა, შავტუხა, შავმატია, შავდარჩუა და ასე შემდეგ.

1721 წელს საკარისის დოკუმენტებში მოიხსენიება ვახუშტი შავბერუაშვილი.

საქართველოში 48 შავბერუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 29, ბოლნისში – 6, დმანისში – 5. არიან სხვაგანაც.

ბაბაჯანაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბაბაჯანა.

1545 წელს ბაბაჯანა მოხსენიებულია სანასარას მიერ ვეტიკაძისთვის მიცემულ მამულის ნასყიდობის წიგნში.

1546 წელს არდისუბნელი ბაბაჯანა როსტომ მამაგულაშვილისთვის კახაბერის მიერ მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

ახაშენში მცხოვრები ესაია ბაბაჯანაშვილი გიგოლა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

დაღეთში მცხოვრები სტეფანა ბაბაჯანაშვილი 1651 წელს, შადუხაშვილის ნაცვლად, წილში ერგო ყორბიჩაღ ციციშვილს.

საქართველოში 31 ბაბაჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, ლაგოდეხში – 8, გარდაბანში – 5.

ჭაბუკაშვილი – ჭაბუკაძე – ჭაბუკიანი

გვარის ფუძეა ახალგაზრდა ვაჟის მნიშვნელობის მქონე სიტყვა ჭაბუკი, რომელიც შემდგომში საკუთარ სახელად იქცა. ამან დაუდო სათავე გვარს – ჭაბუკაშვილი.

1568 წლის ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, რომელიც სოლომონ მეფეს ანდერმან და სხვა ჩოლოყაშვილებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ჭაბუკა ჩხენკელი.

მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება შერმაზანა ჭაბუკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები ჭაბუკაძე და ჭაბუკიანი.

საქართველოში 130 ჭაბუკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 46, ახმეტაში – 33, თბილისში – 23. არიან სხვაგანაც.

24 – ჭაბუკაძე.

970 – ჭაბუკიანი.

ცუცუნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცუცუნი.

ცუცუნაშვილი გიორგი მოიხსენიება 1738 წელს თავდახსნილობის წიგნში მოწმედ, რომელიც მებატონე ზაზა სოლოღაშვილმა მისცა ბადღუა და ბერელა ზურაბიშვილებს.

საქართველოში 175 ცუცუნაშვილი ცხოვრობს: კასპში – 88, თბილისში – 60, თელავში – 19. არიან სხვაგანაც.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩნაძე, ვაჩინაძე, ვაჩენიძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.

1700 წელს მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71. არიან სხვაგანაც.

არჩაია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჩა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული.

არჩა საკუთარი სახელის – არჩილის კნინობითი ფორმა უნდა იყოს. არჩილი კი ძველი ქართული საკუთარი სახელია.

მსგავსი ფუძით ნაწარმოები გვარებია: არჩავა, არჩვაძე, არჩვანიძე.

1637-1660 წლების ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ბაბუშარა არჩაია.

საქართველოში 634 არჩაია ცხოვრობს: სენაკში – 176, თბილისში – 60, ქუთაისში – 50. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა 

 

скачать dle 11.3